ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

მეცნიერმა გალაქტიკაში არსებული დედამიწის გარე სამყაროები დათვალა

გონიერი ცივილიზაციები არსებობენ და ისინი შესაძლოა ათასობითაც იყვნენ, თვლის ედინბურგის  უნივერსიტეტში მომუშავე ბრიტანელი მეცნიერი. 

ბოლო წლების განმავლობაში აღმოაჩინეს 330 პლანეტა ჩვენი მზის სისტემის გარეთ და ამის წყალობით მეცნიერებმა შესძლეს შეექმნათ ზუსტი წარმოდგენა სიცოცხლის სხვა ფორმების რაოდენობასთან დაკავშირებით. 

ედინბურგის თანამშრომელმა დუნკან ფორგანმა დათვალა, რომ ჩვენს გალაქტიკაში არსებობს მინიმუმ 361 გონიერი ცივილიზაცია, ხოლო მათი მაქსიმალური რაოდენობა – 38 ათასია.

კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში International Journal of Astrobiology.

თუმცა, ფორგანის მტკიცებით ცივილიზაციების მაქსიმალური რაოდენობისასაც კი მათთან კონტაქტი ალბათ არ დამყარდება.

მეცნიერები საკმაოდ ხშირად ცდილობენ შეაფასონ გონიერი არსებების სამყაროში არსებობის ალბათობა, მაგრამ ძირითადად მათი გათვლები დამყარებულია ალბათობაზე. ბოლო შეფასებებით კი დედამიწის გარე ცივილიზაციების რაოდენობა მერყეობს მილიონსა და 1-ზე ნაკლებს შორის.

”ეს არის ჩვენი უცოდინრობის რაოდენობრივი შეფასების პროცესი”, – თვლის დუნკან ფორგანი.

კველვისას მან შექმნა გალაქტიკის მოდელი, რომელიც ჩვენსას ჰგავს, და ააგო მზის სისტემები, რომლებიც ეფუძნება ჩვენს ცოდნას ე.წ. ეგზოპლანეტებზე – პლანეტებზე, რომლებიც ჩვენი მზის სისტემის გარეთ იმყოფებიან.

შემეგ მან ამ მოდელების მიმართ სამი შესაძლო სცენარი გამოიყენა.

პირველი ვარიანტი იმ ვარაუდიდან გამომდინარეობს, რომ ცოცხალი ორგანიზმის წარმოქმნა რთულია, მაგრამ თუ ისინი წარმოიქმნენ მაშინ კარგად ვითარდებიან. ამ შემთხვევაში, მისი შეფასებით, გალაქტიკაში არსებობს 361 გონიერი ცივილიზაცია.

მეორე სცენარი იმ დაშვებას ემყარება, რომ ცოცხალი ორგანიზმები შესაძლებელია გაჩნეს, თუმცა გონიერი არსებების დონემდე მისვლა მათ საკმაოდ უჭირთ. ასეთ პირობებში, როგორც ფორგანი თვლის, შესაძლოა 31513 სიცოცხლის სხვა ფორმა არსებობდეს.

ბოლო ვარიანტი დამყარებული მოსაზრებაზე, რომ ცოცხალი ორგანიზმებს ერთი პლანეტიდან მეორეზე გადაადგილების შესაძლებლობა აქვთ, მაგალითად, ასტეროიდებთან შეჯახებისას. ეს ერთ-ერთი პოპულარული თეორიაა, რომლის მიხედვითაც დედამიწაზეც ასე წარმოიქმნა სიცოცხლე.

ასეთ შემთხვევაში უნდა არსებობდეს დაახლოებით 37964 გონიერი ცივილიზაცია.

უცხოპლანეტელები

ჩვენი ცოდნის შევსებასთან ერთად დაშორებული პლანეტების შესახებ შესაძლებელია უფრო ზუსტად შეფასდეს, რამდენი პლანეტა შეიძლება არსებობდეს ჩვენი დედამიწის მსგავსი. თუმცა გარკვეული ცვლადები ასეთ შეფასებებში მაინც გამოცანად რჩება.

მაგალითად, პლანეტის წარმოქმნის დრო იმ დრომზე, სანამ პირველი ცოცხალი ორგანიზმები წარმოიქმნა. ან ის მომენტი, როდესაც წარმოიქმნა პირველი სიცოცხლე პირველ გონიერ ცივილიზაციამდე.

”აღსანიშნავია, რომ სურათი, რომელიც ჩვენ ავაგეთ, უწინდებურად ნაკლულია”, – ამბობს დუნკან ფორგანი.

“იმ შემთხვევაშიც კი თუ სიცოცხლის სხვა ფორმები არსებობს, სულაც არ არის აუცილებელი, რომ ჩვენ მათთან კონტაქტი დავამყაროთ. ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს თუ რა ფორმები შეიძლება მიიღონ მათ”.

“სიცოცხლე სხვა პლანეტებზე შესაძლებელია იყოს ისეთივე მრავალფეროვანი, როგორიც დედამიწაზეა, და არ გვჭირდება იმის წინასწარმეტყველება, როგორ შეიძლება გამოიყურებოდნენ სხვა პლანეტებზე მცხოვრები გონიერი არსებები ან როგორ შეიძლება იქცეოდნენ”, – დაამატა მან.

 

 

წყარო:  http://ufoblogi.blogspot.com/

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close