გართობა

ვეფხისტყაოსანი-ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა-გურულად :)

8ce7adfe82d6

ნახეს ვინცხა ყაზირალი,ჯდა მტირალი სუფსის პირსა,
მსხვილ-მსხვილ კურცხლებს აღვარღვალებს,საცოდავი ისე ტირსა,
მეფის ხალხმა დეინახა,არ ეცნობა არავისა,
და მეფემაც მოინდომა ახლო ნახვა ფირალისა.

გუუგზავნა მან ყაზახნი,მომიყვანეთ აქა ისო,
იგი ვინცხა მოტირალი სუფსის პირსა რომა ზისო,
ყაზირალმა ეიხედა,სახეს ხელი ჩამეისო,
მე არსადაც არ მივდივარ,ნება იყოს გინდ მეფისო.

ხალხმა ძალი დუუპირა,ყაზირალი გედირია,
ხელი ტაცა მაგან მათრახს და ყაზახებს დეერია,
მეფის ხალხი ერთიანად ეირია-დეირია,
ვეღარ იცნობს კაციშვილი,ვინ ცოცხალი ვინ კტარია.

ერთი ვინცხა გეიპარა,მოახსენა მან მეფესო,
აბდალია უპატრონო და გადაგვყრის ფარსაგებსო,
შენი ხალხი ჩვენ მეფეო სულ მთლიანად გაგვჟლიტესო,
მაშინ იქანა მივიდეთ,მეფის ხალხმა ესე თქვესო.

მეფის ხალხი გეემართა და მინდორი გადალახეს,
რომ არა ჩანს,ეფარება ალბათ ხეებს და ბალახებს,
ყაზირალი აღარ ჩანდა,თუმცა ბევრი კი უძახეს,
იგი ცხენით გაპარულა,მისი ბუნდღა ვერსად ნახეს.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button