TECH & მეცნიერებაგართობა
საინტერესო იდეები სააბაზანოსთვის
უბრალო თუნუქის ქილაც კი, პატარა ტრანსფორმაციის შემდეგ შეიძლება ლამაზ დეკორაციათ იქცეს თქვენს სააბაზანოში. ნახეთ პირსახოცების და ტუალეტის ქაღალდის შესანახი საინტერესო იდეები.
თქვენი პირსახოცები ყოველთვის ხელმისაწვდომი რომ იყოს.
აიღეთ 6 ქილა. გაწმინდეთ კარგად. შეღებეთ და გააფორმეთ თქვენი გემოვნებით. წააწებეთ რაიმე ფიცარს და ჩამოკიდეთ კედელზე. ჩააწყეთ მასში პირსახოცები.
ტუალეტის ქაღალდების შესანახი დეკორაცია.
გააფორმეთ ქილები, შეღებეთ და დააწებეთ რაიმე ლამაზი ქაღალდი ან ნაჭერი.აიღეთ ლამაზი ლენტი და დააწებეთ ქილებს როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. ჩამოკიდეთ თქვენს სააბაზანოში და ჩაალაგეთ ტ. ქაღალდები.
წყარო : www.creatiuli.net