არქივი

ფრინველი ბუ

ba31b5477a30

ბუისებრი ფრინველთა რიგი ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოში (ანტარქტიკული და ზოგიერთი ოკეანური კუნძულის გამოკლებით). აერთიანებს ორი ოჯახის 133 სახეობას. საქართველოშია 7: რუხი ბუ, ზარნაშო, წყრომი, ოლოლი (ანუ ყურებიანი ბუ), ჭაობის ბუ, ბუკიოტი, ბუკნაჭოტი. ბუსნაირთა ნამარხი ფორმები ცნობილია ეოცენიდან, თანამედროვე გვარების წარმომადგენლები ნაპოვნია ოლიგოცენში. ბუსნაირთა ბუმბული რბილია, დამატებით ღეპეპს არ შეიცავს, უკაკვო სხივები წაგრძელებულია, რითაც აიხსნება ბუმბულოვანი საფარველის სირბილე და უხმაურო ფრენა. ზომით დედალი ჭარბობს მამალს. სახის ბუმბული წარმოქმნის ე.წ. “სახის დისკოს”, რომელიც მხოლოდ ამ რიგის წარმომადგენლებისთვისაა დამახასიათებელი და ასიმეტრიულ ყურებთან ერთად სალოკაციო მნიშვნელობა აქვს. ბუსნაირებს მოკლე და მოკაუჭებული ნისკარტი, ბასრი ბრჭყალები, თითქმის ბრჭყალებამდე შებუმბლული ოთხთითიანი (მეოთხე თითს შეუძლია უკან მობრუნება) ფეხები, დიდი ზომის თვალები, ძლიერ მოძრავი კისერი (შეუძლია თავის შემობრუნება 270°), მეტად მახვილი სმენა აქვთ. კისერი 14 მალისაგან შედგება, გულმკერდის მალები თავისუფლად ბოლოვდება და “მკერდის” ძვალს არ ქმნის. ტროპი კარგადაა გამოხატული. აქვთ მოქმედი ბრმა ნაწლავი, კარგად განვითარებული მბგერი იოგი, რომლის საშუალებითაც მრავალნაირ ბგერას გამოსცემენ. ჩიჩახვი არა აქვთ. უმრავლესობა მეღამურ ცხოვრებას ეწევა. მობინადრე ფრინველია. ბუდობენ ხეთა ფუღუროებში, გამოქვაბულებში, სოროებში. დებენ საშუალოდ 4-5 კვერცხს, კრუხობა გრძელდება 1 თვემდე. იკვებებიან მღრღნელებით, რითაც სარგებლობა მოაქვთ.

2dfe193739e2

ბუ ძველ დროში

უძველესი დროიდან მოყოლებული ბუს ხალხი უბედურების მომტანად თვლიდა. ძველ რომში კი დღისით ნანახი ბუ საშინელების მომტანი იყო მისი მნახველი დაიჭერდა მას და დაწვავდა ფერფლს კი ხალხის წინ გაფანტავდნენ.
ბრიტანეთში კი ბუს ბრძენ ფრინველად აღიქვავენ მას ეძახიან “ბებერ ბრძენ ფრინველს”, როგორც ჩანს მისი არასახარბიელო პოპულარობა მისი თვისებებიდანაა გამომდინარე იგი ღამე დაფრინავს და ძალიან საწყალად ჭყივის.
ძველად ველსში ხახლი ძალიან ცრუმორწმუნეები იყვნენ მათ სჯეროდათ, რომ თუ სასაფლაოდან რომელიც ღრმა ტყეში იყო დაიჩხავლებდა ბუ მაშინ რომელიმე გაუთხოვარი გოგო იმ ღამეს ქალიშვილობას დაკარგავდა.

1be0d05f6b05

ცრუ რწმენები ძველ დროს

დღისით ბუს ნახვა ცუდის ნიშანია.
(ცრუ რწმენა შოტლანდიაში)
ბავშვი, რომ გავკურნოთ ყივანახველისგან უნდა მოვუმზადოთ ბუს ხორცისგან ბულიაონი.
(იორკშირი)
ვინც ჩახედავს ბუს ბუდეში მთელი ცხოვრება იქნება დაწყევლილი და უბედური.
(ჩეშირი)
თუ ბუ ჭყივის ესეიგი ვიღაც გოგო დაკარგავს ქალიშვილობას.
(უელსი)

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button