არქივი

ამერიკელ მილიარდერს 200 წლიანი პატიმრობა ემუქრება

95ceb928f48a
ჰეჯ–ფონდის Galleon Group–ის დამფუძნებელი, მილიარდერი რაჯ რაჯარათნამი ხუთ ფინანსისტთან ერთად თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

51 წლის ბიზნესმენი, რომელიც წარმოშობით შრი ლანკადანაა, 1,5 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს და “ფორბსის” თანახმად, 400 უმდიდრესი ამერიკელის რეიტინგში 236–ე ადგილზეა. რაჯარათნამს ბრალად ედება ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენება და ჩადენილი დანაშაულების გამო 200 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ბრალდებას უკე უწოდეს აშშ–ის ისტორიაში ინსაიდერული ვაჭრობის ყველაზე მსხვილი საქმე, რომლის მონაწილეებმაც 2006 წლის შემდეგ უკანონო გზით 20 მილიონი დოლარი მიითვისეს.
დაკავებულთა ჯგუფში შედიან IBM–ის უფროსი ვიცე პრეზიდენტი, საინვესტიციო ფონდის New Castle–ის მენეჯერები,

კორპორაცია Intel–ის საინვესტიციო დირექტორი და კონსალტინგური ფირმის McKinsey & Co–ის დირექტორი.
საქმის გამოძიების დროს სასამართლოს მიერ სანქცირებული მეთოდი – საუბრების საიდუმლო ჩაწერა გამოიყენებოდა. საქმეში ფიგურირებს Google–ის, სასტუმრო ქსელის Hilton–ისა და კომპიუტერული კომპანია AMD–ის აქციებით უკანონო ვაჭრობა

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 11 დეკემბერს ამერიკაში კიდევ ერთი გავლენიანი მილიარდერი – ბერნარდ მედოფი დააკავეს. ამერიკული საფონდო ბირჟის “ნასდაქის“ ყოფილი მეთაური ფინანსური პირამიდის შექმნაში ცნეს დამნაშავედ, რის გამოც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამი მილიონი ადამიანი დაზარალდა.

მსგავსი ამბები

Back to top button