არქივი

ჯეკ მარშალი – იუნაიტედის პატარა გულშემატკივარი.

fdae13a02639
გამარჯობათ უცნაურის მომხმარებლებო, მე მინდა მოგითხროთ ამბავი მანჩესტერ იუნაიტედის პატარა გულშემატკივარზე, რომელიც გუშინწინ დილით გარდაიცვალა.

მე ამ პოსტს იმიტომ არ ვწერ, რომ მანჩესტერის ფანი ვარ, არამედ იმიტომ, რომ მინდა პატივი მივაგო პატარა ჯეკს. მას ძალიან უყვარდა ეს გუნდი და მისი ოცნება გახლდათ, პირადად ენახა მანჩესტერის ფეხბურთელები. ერთი წლის განმავლობაში ტვინის შეშუპებას ებრძოდა, სიკვდილის წინ მან აიხდინა თავისი ოცნება და ოჯახთან ერთად “მანჩესტერ იუნაიტედის” ბაზაზე ყველა ფეხბურთელს შეხვდა. ყველაზე დრამატული შეხვედრა უეინ რუნისთან მოხდა, რომელიც მისი საყვარელი ფეხბუთელი იყო.

ჯეკის დედა:”დილის 11 საათზე ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა! მან აისრულა თავისი სურვილი და დაგვტოვა. ჩვენ ყველანი განადგურებულები ვართ. ჩვენ ვამაყობთ ჯეკით და იმით, თუ როგორ ებრძოდა ის თავის დაავადებას ამდენი ხნის მანძილზე. ყველას დიდ მადლობას ვუხდით, ვინც ჩვენს გვერდით იყო.”

ის მხოლოდ 6 წლის იყო, მაგრამ საკმაოდ ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ ეჩვენებინა, თუ როგორ უყვარდა “მანჩესტერ იუნაიტედი”. მას სახლში ყოველთვის “მანჩესტერის” ფორმა ეცვა, დღეს მან დაგვტოვა. ღმერთმა ის უკეთეს ადგილზე წაიყვანა.

12cd37b0dfa2
ეს სურათი რამდენიმე კვირით ადრეა გადაღებული,სანამ მას ავადმყოფობა დაეწყებოდა. სურათს კი წარწერად აქვს – როგორ აბრაზებს პატარა ჯეკი დედიკოს.

 

3705f9acba28
პატარა მანჩესტერელი – 8 კვირით ადრე, სანამ ის ცუდად გახდებოდა.

 

 

faaa4efe6d84
ამ სურათში ის საკუთარ სახლშია ოპერაციის შემდეგ მას ხელში სერ ალექსის მიერ ნაჩუქარი ბურთი უჭირავს.

 

d714570d47b4
თავის საწოლში…

 

192751945cd8
უეინ რუნისთან ერთად…

 

 

944a0795bec5
მას ძალიან უყვარდა ფეხბურთი..

 

8d218013c8d7
ოლდ ტრაფორდზე, იუნაიტედის თამაშის ყურებისას.

 

cca5c487a6fa
უბრალოდ უკომენტაროდ….


იგი მღერის Glory,Glory Manunited.

ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული…

წყარო :www. Manunited.ge

 

Back to top button