არქივი

“ჩე ცოცხალია”

f2ygn
რევოლუცია, თავისუფალი აზრი, შეუპოვრობა, თავგადასავლებისა და მოგზაურობის სიყვარული ერნესტო ჩეგევარას, როგორც პიროვნების მთავარი მახასიათებლები იყო. რევოლუციონერის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი ბრძოლისუნარიანობის, თავისუფლების სიყვარულისა და დაუმორჩილებლობის სინონიმად იქცა.

ჩეგევარას სახე და სტილი კი ნამდვილი ბრენდია. მსოფლიო ისტორიის ყველაზე ქარიზმატულ რევოლუციონერად აღირებული ერნესტო ჩეგევარას ცხვრებაზე 4 მხატვრული ფილმი და ათობით ლიტერალურული ნაწარმოებია შექმნილი.

რევოლუციის სიმბოლოდ მიჩნეული არგენტინელის ნამდვილი სახელია ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნა. ჩეგევარა კი მისი ერთადერთი ფსევდონიმი არ გახლდათ. ფსევდონიმები და გამოგონილი სახელები ჩეგევარას ცხოვრების ისეთივე განუყრელი ნაწილი გახლდათ როგორც რევოლუცია. ერნესტო ჩეგევარა სხვადასხვა დროს 15მდე სხვადასხვა სახელით მოღვაწეობდა. პირველი ზედმეტსახელი ტეტე მას მშბლებმა დაბადებისთანავე შეურჩიეს, ამ სახელს ის ზრდასრულ ასაკშიც ხშირად იყენებდა.

ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნა 1928 წლის 9 ოქტომბერს არგენტინაში, შეძლებულ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკისა და პლანტაციის მფლობელები იყვნენ და ხუთივე შვილს კარგი განათლება მისცეს. არქიტექტორი და-ძმებისგან განსხვავებით ჩეგევარამ ექიმის პროფესია აირჩია, რადგან ადამიანების დახმარება და სხვებზე ზრუნვა ბავშვობიდან უყვარდა. სერიოზული განათლების მიღების მიუხედავად ჩეგევარას ექიმობისა და მშვიდი ცხოვრების სურვილი არ ჰქონდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ერნესტო გვატამალაში გაემგზავრა და ამ ქვეყნის ისტორიის ყველაზე დრამატული პერიოდის თვითმხილველი გახდა. გვატამალაში მოგზაურობამ ჩეგევარას მსოფმხედველობაზე დიდი გავლენა მოახდინა და მისი შემდგომი ცხოვრებაც ნაწილობრივ განსაზღვრა.

გვატემალადან ჩეგევარა მეხიკოში გაემგზავრა სადაც ძმები კასტროები გაიცნო და კუბის რევოლუციურ მოძრაობაშიც მალევე ჩაება. ჩეგე ფიდელ კასტროს 26 ივლისის მოძრაობის წევრი იყო, რომელმაც 1959 წელს კუბაში მთავრობის გადატრიალება მოახდინა.

კუბის ახალ მთავრობაში რამდენიმე მნიშვნელოვან პოსტზე სამსახურისა და პარტიზანული ომის თეორიასა და პრაქტიკაზე რამდენიმე წიგნის დაწერის შემდეგ 1965 წელს ჩეგევარამ კუბა დატოვა. ამავე წელს ერნესტო ჩეგევარა შემდგომში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკად წოდებულ მაშინდელ კონგო-კინშასაში გაემგზავრა, რათა იქაურ ხალხს რევოლუციურ გარდაქმნაში დახმარებოდა. კონგოს შემდეგ ჩეგევარა ბოლივიის პარტიზანებს შეუერთდა, სადაც ის დაკავებულ იქნა აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს მიერ მოწყობილი სამხედრო ოპერაციის შედეგად. დაკავების შემდეგ, ჩეგევარა მისთვის სიკვდილის განაჩენის სისრულეში მოსაყვანადბოლივიელ ჯარისკაცებს გადასცეს. რევოლუციის სიმბოლოდ მიჩნეული ჩეგე 1967 წლის 9 ოქტომბერს ბოლივიის არმიის ჯარისკაცთა ხელში გარდაიცვალა.

იმის დასამტკიცებლად რომ ჩეგე ნამდვილად გარდაიცვალა ბოლივიელებმა მის ცხედართან ფოტო გადაიღეს და საზოგადოებაში გაავრცელეს. თუმცა მათ ქმედებას მოულოდნელი შედეგი მოჰყვა. ხალხმა ყურადღება მიაქცია ჩეგეს სახის გამომეტყველებას და ამ ფოტომ დასაბამი მისცა ახალ სლოგანს ,,ჩე ცოცხალია”.

წყარო: itv.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button