არქივი

ქიმიური იარაღი

toxic

აირწინაღები გაიკეთეთ და შემოდით…

ქიმიური იარაღი ეს არის  მასობრივი განადგურების იარაღი, რომელის მოქმედებაც ემყარება მომწამლავი ან მხუთავ თვისებებს, ის შეიძლება იყოს როგორც ქიმიური ასევე ბიოლოგიური, გამოყენების ხერხი კი მრავალგვარი, მიზანი არის მოწინააღმდეგის განადგურება, ბრძოლისუნარიანობის დაქვეითება(დასუსტება) ან მწყობრიდან გამოყვანა.  კაცობრიობა არ ერიდებოდა არანაირ ომებს, არ ეშინოდა სისხლისღვრის, იქამდე სანამ არ გამოჩნდა  მასობრივი განადგურების იარაღი. ქიმიური იარაღი ჯდება გაცილებით იაფი დაახლოებით 100-ჯერ იაფი ვიდერე ჩვეულებრივი სამხედრო იარაღი, იქი უფრო ეფექტურია, ამავე დროს არანაირი საფრთხე არ ექმენბა თანამებრძოლს და გაცილებიტ უფრო მეტი  სიცოცხლის მოსპობა შეუძლია ვიდრე ჩვეულებრივ იარაღს.

ზარინი

zarin

მეთილფტორფოსფონმჟავა იზოპროპილ ეთერი ანუ ზარინი, წარმოადგენს სითხეს, მას არ აქვს არც სუნი და არც ფერი.  ქიმიური ფორმულა C4H10FO2P. 1938 წელს იგი გერმანიაში იქნა აღმოჩენილი, 1 წლის შემდეგ ზარინის ფორმულა ნაცისტებს გადაეცათ, რის შემდეგაც ის შევიდა ნაცისტების შეიარაღებაში.

ზარინი მოქმედება იმაში მდგომარეობს რომ იგი სტრუქტურულად ძალიან გავს აცეტილქოლინს. აცეტილქოლინი კი ცოცხალ ორგანიზმში არის მედიატორი,  გასაგებად რომ ვთქვა იგი ნეირონების დაბოლოებიდან კუნთოვან უჯრედზე გადადის, რის შედეგადაც აღაგზნებს კუნთოვან უჯრედს, ამას კი მოყვება კუნთის შეკუმშვა. ზარინი ჯდება რეცეპტორებზე სადაც აცეტილქოლინი უნდა მოთავსდეს, აქედან გამომდინარე კუნთი “ტყუვდება”, იგი ბლოკირდება. ადამიანი კარგავს გონებას, მისი ფილტვის კუნთები არ მუშაობს და  იღუპება.

მოწამვლის სიმპტომები: ცხვირიდან გამონადენი, თვალის-გუგის შევიწროვება, ჰაერის უკმარისობა და ღებინება.
პოფილაქტიკა ხდება დაზარალებულის დაუყოვნებლივ სრული იზოლირებით, ასევე უნდა გამოირიციხოს გამაღიზიანებელი ფაქტორები (ხმაური, სინათლე და სხვა) და თანდათან უნდა მიიღოს პრეპარატი პირიდოსტიგმინი 30მგ დღეში 3 ჯერ.

1995  წელს ტოკიოს ერთ-ერთ მეტროში, იაპონიის რელიგიურმა სექტა აუმ სინრიკიომ მოაწყო ტერორისტული თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, სადაც გამოყენებული იქნა ზარინი.  დაიღუპა 12 ხოლო 4000 მდე ადამიანმა მიიღო სხვადასხვა ხარისხის მოწამვლები. ამ დროს გამოყენებული იყო არც ისე დიდი რაოდენობის ქიმიკატი თანაც ზარინი არამდგრადია, მაგრამ იგი სწრაფად მოქმედია. გვირაბის პირობებში სადაც ჰაერი მეტად იზოლირებულია, შეიძლება ითქვას რომ ეს იყო  იდეალური პირობები. გადარჩენილთა თქმით ისინი ხედავდნენ თუ როგორ ვარდებოდნენ ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით და ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა. სექტის ლიდერი სიოკო ასახარუ 2004 წელს დამნაშავედ სცნეს და ჩამოახრჩვეს.

იპრიტი
iprit
iprit victim

იპრიტი ანუ 2,2 დიქლორდიეთილ თიოეთერი, კიდევ მას მდოგვის აირსაც უწოდებენ.  ქიმიური ფორმულა C4H8Cl2S. იგი არის უფერო სითხე, აქვს ნივრის ან მდოგვის სუნი. ტქნიკური იპრიტი არის შავი ფერის სითხე არასასიამოვნო სუნით. იგი ძალიან მდგრადია, დიდხანს ჩერდება ადგილზე, მაგრამ ნელა მოქმედია, მისი მოქმედების ფარული პერიოდი 2-8 საათს შეადგენს.  პირველად იპრიტი გამოყენებული იქნა გერმანელების მიერ 1917 წელს ინგლისურ-ფრანგული შენაერთების წინააღმდეგ ბელგიის ქალაქი იპრთან, აქედან გამომდინარე მას ეწოდა იპრიტი.

ანტიდოტი ჯერ-ჯერობით არ არსებობს, საწამლავის წვეთები უნდა ჩამოირცეხოს  სპეციალური საშუალებით.
განსაკუთრებით ცხვირი და თვალები უდნა გაიწმინდოს სათუთად, პირის ღრუ კი 2% სასმელი სოდის წყალხსნარით.

იგი ორგანიზმში ნებისმიერი გზით მოხვედრისას აზიანებს ლორწოვან გარსს, ეს შეიძლება იყოს თვალების, ცხვირის, პირის ლორწოვანი გარსები და ასევე კანი რომელზეც მოგვიანებით ჩნდება წყლულები. სასიკვდილო დარტყმას ეს ნივთიერება აყენებს ფილტვის ლორწოვან გარსს, ის ადნობს მას რის შემდეგაც ფილტვში ხდება სითხის დაგროვება რამაც შეიძლება ფატალური დასასრული გამოიწვიოს, რათქმაუნდა რაც მეტია იპრიტის კონცენტრაცია მით ნაკლებია გადარჩენის შანსი.

ფოსგენი

fosgen

ფოსგენი იგივე კარბონილქლორიდი არის უფერო თივის სუნის მქონდე აირი. ქიმიური ფორმულა CCl2O.
მას გააჩნია მხუთავი თვისებები. პირველად გამოყენებული იქნა პირველ მსოფლიო ომში ტრადიციულად გერმანელების მიერ, ამის შესახებ გიამბობთ პატარა ისტორიას. მოხდა ესეთი ინციდენტი როდესაც გერმანელების მიერ გაშვებული ფოსგენი, ქარის დახმარებით ისევ პატრონს დაუბრუნდა და მტრის მაგივრად საკუთარი თავები დაიხოცეს. ამ ფაქტის შემდეგ გერმანელები აღარ ენდობოდნენ ამ საწამლავს.

ფოსგენი ფილტვის ბუშტუკებში (ალვეოლებში) მოხვედრის შემდეგ ბლოკავს მას და არ აძლევს ჟანგბადს სისხლში მოხვედრის საშუალებას, მოკლედ მსხვერპი იგუდება ჟანგბადის უკმარისობით.  სასიკვდილო კონცენტრაცია არის 0.01-0.03 მგ/ლ (15 წუთი). ფოსგენის ანტიდოტი არ არსებობს, მისგან ერთადერთი თავდაცვა არის აირწინაღი.

ციანიდი

cyanide

ციანიდების სახელწოდება გამომდინარეობს CN (ციანო) ჯგუფიდან. უმარტივესი წარმომადგენელია ციანწყალბადმჟავა (HCN).  ის არის უფერო, მწარე ნუშის სუნის მქონე სითხე. ციანიდი თვითმკვლელების და ჯაშუშების საყვარელი საწამლავია, იგი ძალიან სწრაფად მოქმედებს, მაგრამ არამდგრადია, სასიკვდილო დოზის მიღებიდან რამდენიმე წამში ადამიანი კვდება. მყარი სახით (თეთრი ფხვნილი) ის წარმოდგენილია კალიუმის ციანიდით (KCN). როგორც  KCN  ასევე   HCN  ადვილად კარგავს კალიუმს და წყალბადს, მას გააჩნია ძლიერი ინჰიბიტორული თვისებები. სისხლში მოხვედრისას ციანო ჯგუფი (CN ანიონი) ჟანგბადის მაგივრად უერთდება სისხლში არსებულ რკინას რაც იწვევს ჰიპოქსიას, ადამიანი კი სუნთქავს ჟანგბადს, მაგრამ იგი ვერ შედის უჯრედებში. ციანიდით მოწამვლის სიმპტომებია კრუნჩხვა და პირიდან გამონადენი დუჟი.

ეს საწამლავი ადვილად შეიძლება განეიტრალდეს ვენაში გლუკოზის შეყვანით და ნატრიუმის თიოსულფატით. სახლის პირობებში ციანიდით მოწამვლის დროს საჭიროა მივიღოთ დიდი რაოდენობით ტკბილეული, ნამცხვრები (გლუკოზის შემცველი საკვები) და წყალი.

ციანიდის სამხედრო მიზნებით გამოყენების ერთ-ერთი გახმაურებული ფაქტი მოხდა 1988 წელს როდესაც ერაყის ჩრდილოეთში დასახლებული ქურთები ითხოვდნენ დამოუკიდებლობას, ერთ-ერთ ქალაქში სადაც ქურთების დაახლოებით 25000 ადამიანი ცხოვრობდა სრულიად გაუფრთხილებლად სადამ ჰუსეინის სამხედრო ძალებმა ქალაქში ჩაყარეს ციანიდის ბომბები. არანაირი გასროლა, არანაირი აფეთქება, მხოლოდ საწამლავის ღრუბელები. ხალხი იქვე კვდებოდა სადაც იდგნენ. ვინც ვიდეოს ნახავთ  შეამჩნევთ, რომ ადამიანები რომლებიც ცოტა  მოცილებით იყვნენ გაქცევას ცდილობდნენ, მაგრამ მძღოლები მანქანაში ჩაჯდომასაც ვერ ასწრებდნენ.

გაფრთხილებთ!!! ვიდეო შეიცავს მძიმე ეპიზოდებს არ არის აუცილებელი რომ ყველამ ნახოთ.

ჟენევის კონვენციის თანახმად მასობირივ განადგურების იარაღი აკრძალული იქნა, მაგრამ ისტორია გვაჩვენებს, რომ ეს კონვენცია ხშირ შემთხვევაში არაფრის მომცემია. საქართველომ ამ კონვენციას თუ არ ვცდები 1991 წელს მოაწერა ხელი.

DaviDovicH

var taviseburi xasiatis mqone bichi, ver vitan usamartlobas, uzrdelobas da garyvnolobas. miyvars sayvarel adamianebtan urtiertoba, cota daleva :D da ra tqma unda ucnauri blogic.

მსგავსი ამბები

Back to top button