საკითხავისასარგებლო

ამერიკული ფეხბურთი და მისი წესები


ამ პოსტში შევეხები ამერიკულ ფეხბურთს.. საქართველოში მცხოვრებთა უმეტესობამ არ იცის რა ხდება ამ სპორტში და მე შევეცდები, მარტივად ავღწერო წესები…

მაშ ასე, ამერიკული ფეხბურთის სტადიონის სიგრძე 100 იარდია ანუ დაახლოებით 91 მეტრი. სტადიონი დაყოფილია ათ-ათ იარდებად….

თამაში შედგება 4 ტაიმისაგან(როგორც კალათბურთში). თითო ტაიმი 15 წუთს გრძელდება. 2 ტაიმის დასრულების შემდეგ, გუნდები დიდ შესვენებაზე გადიან და ადგილებს ცვლიან…
თამაში შემდეგნაირად მიმდინარეობს: ააგდებენ მონეტას(როგორც ფეხბურთში) და გამარჯვებული გუნდი გადაწყვეტს, თამაშში ბურთი თვითონ შეიყვანონ თუ პირიქით(როგორც რეგბში). კენჭისყრაში წაგებული გუნდი კი ირჩევს სტადიონის იმ მხარეს რომელზეც განლაგდებიან… თამაშში ბურთის შეყვანას ქვია kickoff. kickoff-ის შესრულების შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელმა ბურთი უნდა დაიჭიროს და რაც შეიძლება წინ გაიქცეს სანამ მას არ დააგდებენ.. ახლა კი მთავარი რამ, რისგანაც შედგება თამაში: თითო გუნდს აქვს 4 შეტევა, რომ გადაკვეთოს 10 იარდი. მაგალითად თუ kickoff-ის შესრულების შემდეგ, ფეხბურთელმა ბურთი დაიჭირა და წააქციეს 20 იარდიანის ნიშნულთან, მათ 4 შეტევა აქვთ იმისათვის, რომ გადაკვეთონ 30 იარდიანი ნიშნული. თუ ამ 4 შეტევაში გადაიკვეთა 30 იარდიანი ნიშნული და ფეხბურთელი წააქციეს 35 იარდზე, მათ კიდევ 4 შეტევა ეძლევათ იმისათვის, რომ გადაკვეთონ 45 იარდიანი ნიშნული და ასე შემდეგ სანამ თაჩდაუნს(touchdown) არ დადებენ ან ბურთს არ დაკარგავენ. მაგრამ არ არის აუცილებელი ყოველი შეტება თაჩდაუნით დამთავრდეს…
თაჩდაუნი 6 ქულიანია და მის შემდეგ ინიშნება 1 ქულიანი დარტყმა(გარდასახვის მაგვარი, როგორც რეგბში)
ბურთის დაკარგვა შემდეგნაირად ხდება:
I- თუ ვერ გადაკვეთე 10 იარდი 4 შეტევაში…
II- თუ მოწინააღმდეგე გუნდმა პასის მომენტში მოახერხა interception ანუ ჩაჭრა.
III- თუ შეტევაში მყოფი ფეხბურთელი წააქციეს და მას ბურთი ხელიდან გაუვარდა. დაცვაში მყოფი გუნდი, თუ ამ ბურთს დაიჭერს შეტევაში უკვე ისინი იქნებიან.

ხშირად, მესამე შეტევის შემდეგ, თუ ვერ მოახერხა თავდასხმაში მყოფმა გუნდმა 10 იარდის გადაკვეთა, გუნდი აღარ რისკავს და ანხორციელებს punt-ს. ეს არის kickoff-ის მაგვარი რამ, ოღონდ ბურთს არტყავენ არა ბურთის დასადებიდან, როგორც kickoff-ის დროს, არამედ ხელიდან, როგორც მეკარე ანხორციელებს ფეხბურთში ე.წ. სვაჩკას.

რაც შეეხება გუნდებს. მოედანზე გამოდის 11-11 ფეხბურთელი… გუნდი რამოდენიმე ქვედანაყოფი არსებობს: თავდასხმა(offence), დაცვა(diffence) და რამდენიმე სპეც გუნდი…
თავდასხმის მოვალეობაა, ბურთი მიიტანონ მოედნის ბოლომდე და დადონ თაჩდაუნი…
დაცვის მოვალეობაა, არ გადააკვეთინოს მოწინააღმდეგე, შემტევ გუნდს 10 იარდი, და თუ ეს ვერ მოახერხეს, მაშინ არ დაამთავრებინონ შეტევა და არ დაადებინონ თაჩდაუნი…
სპეც გუნდების მოვალეობა სხვადასხვანაირია. არსებობს სამი სახის სპეც გუნდი:
I- გუნდი, რომელიც ანხორციელებს kickoff-ს.
II- გუნდი, რომელიც ანხორციელებს punt-ს.
III- გუნდი, რომელიც ანხორციელებს field goal-ს.

რაც შეეხება field goal-ს. ეს არის გარდასახვის მაგვარი რამ, როგორც რეგბში… სრულდება, როგორც თაჩდაუნის შემდეგ, რომელიც იძლევა 1 ქულას. და ასევე თამაშისას, რომელიც იძლევა 3 ქულას.

ამ თამაშში უნდა აღინიშნოს დროშის ფუნქცია: როდესაც მსაჯი თამაშის დროს აგდებს მოედანზე ყვითელ დროშას, ესეიგი დაცვაში მყოფი გუნდი ან თავდასხმაში მყოფი გუნდი დაჯარიმდა… მაგალითად თუ თავდასხმაში მყოფი გუნდი დაჯარიმდა, გუნდი დაიწევს 5 იარდით უკან და მათ ხუთი იარდით მეტი ექნებათ გასავლელი. ხოლო თუ დაცვაში მყოფი გუნდი დაჯარიმდა, მოწინააღმდეგე, შეტევაში მყოფი გუნდი გადმოიწევს 5 იარდით წინ. ასევე მწვრთნელებს აქვთ წითელი დროშები, რომლის გადმოგდების შემთხვევაში მწვრთნელი ითხოვს ვიდეო გამეორებას, მსაჯიც შესაბამისად იქცევა…

ქულების აღება შემდეგ ნაირად არის: თაჩდაუნის დადების შემთხვევაი 6 ქულა ემატება გუნდს. თაჩდაუნის შემდეგ გუნდს შეუძლია 2 რამის გაკეთება ან field goal, რომლსი შემდეგ გუნდი მოიპოვებს 1 ქულას, ან კიდევ ბურთის გათამაშება და თაჩდაუნის ზონამდე მიტანის შემთხვევაში გუნდს 2 ქულა ეწერება. ასევე არის თამაშისას field goal, რომელიც სამ ქულას იძლევა. ქულის მოპოვება დაცვაში მყოფ გუნდსაც შეუძლია, მაგრამ ეს ძალზედ იშვიათად ხდება. გუნდი ქულას იმ შემთხვევაში იღებს, თუ თავდასხმაში მყოფ მოწინააღმდეგეს, მისივე თაჩდაუნის ზონაზე დააგდებს.

როგორც ყველა სპორტში, ამერიკულ ფეხბურთშიც არის მოთამაშეების პოზიციები.

თავდასხმა:

OL(offensive line) – თავდასხმის ხაზი: თავდასხმის ხაზი შედგება 5 მოთამაშისაგან. მათი მოვალეობაა დაიცვან ქუოთერბექი ან გზა გაუნთავისუფლონ ბურთით მყოფ მოთამაშეს.

QB(quarterback) – ქუოთერბექი: ქუოთერბექი განსაზღვრავს გუნდის შეტევას. ის გეგმავს ვინ სად უნდა გაიქცეს და ვინ უნდა დაბლოკონ გათამაშების შემდეგ.. ქუოთერბექის ერთ-ერთი მოვალეობაა პასები გაუკეთოს catcher-ებს ანუ დამჭერებს. ერთი სიტყვიტ ქუოთებექი შემტევი გუნდის ტვინია.

RB(running back) – მორბენალი: მორბენალი დგას ქუოთერბექის უკან ან მის გვერდით. მისი მოვალეობაა, როცა მას ქუოთერბექი გათამაშებისას ბურთს გადასცემს, რაც შეიძლება წინ გაიქცეს და გადაკვეთოს 10 იარდიანი ნიშნული. ის ასევე იჭერს ბურთს და აკეთებს ბლოკებს.
თუ შემტევი გუნდი გადაწყვეტს გათამაშებას ორი მორბენალით, ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად იქნება HB(halfback) ჰალფბექი ან TB(tailback) თაილბექი, რომლებიც ასევე ბურთით გარბიან რაც შეიძლება წინ. არის ასევე FB(fullback) – ფულბექი, რომელიც ძირითადად ბლოკებში მონაწილეობს.

WR(wide recievers) – დამჭერი: იმყოფება ძირითადად მოედნის ფლანგებზე. მისი მოვალეობაა დაიჭიროს ქუოთერბექის მიერ ნატყორცნი პასები.

TE(tight ends) – თაითენდი: თაითენდი იმყოფება თავდასხმის ხაზთან, გათამაშების დაწყებამდე. გათამაშების შემდეგ მას შეუძლია, როგორც პასების დაჭერა, ასევე ქუოთერბექის დაცვა და მორბენლებისთვის გზის გათავისუფლება.

დაცვა:

DL(defensive line) – დაცვის ხაზი: დაცვის ხაზში იმყოფება სამიდან ექვს მოთამაშემდე, თავდასხმის ხაზის მოპირდაპირე მხარეს. ისინი ცდილობენ შეაჩერონ მოწინააღმდეგე გუნდის მორბენალი ან დაიჭირონ ქუოთერბექი, სანამ ის პასს განახორციელებს.

DB(defensive backs) – უკანა მცველები: უკანა დაცვის ხაზში დგას ძირითადად 3 ფეხბურთელი. მათი მოვალეობაა დაფარონ მოწინააღმდეგე გუნდის დამჭერები და ხელი შეუშალონ მათ ბურთის დაჭერაში. იშვიათ შემთხვევებში ისინი ქუოთერბექს უტევენ.

LB(linebackers) – ლეინბექერები: ისინი პოზიციებს იკავებენ დაცვის ხაზსა და უკანა მცველებს შორის. მათი მოვალეობაა როგორც ქუოთერბექის დაჭერა ასევე შემტევი გუნდის დამჭერების დაფარვა და მათთვის ხელის შეშლა.

ფეხბურთელების ნუმერაცია:

1-9: ქუოთერბექი(QB), ქიქერი(K), პანტერი(P)
10-19: ქუოთერბექი(QB), ქიქერი(K), პანტერი(P) და დამჭერი(WR)
20-49: მორბენალი(RB), უკანა მცველები(DB)
50-59: ცენტრი(OC), ლეინბექერები(LB)
60-79: თავდასხმის ხაზი(OL), დაცვის ხაზი(DL)
80-89: დამჭერი(WR), თაითენდი(TE)
90-99: დაცვის ხაზი(DL), ლეინბექერები(LB)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close