კულტურაუცნაური

პირველად მსოფლიოში: “ჭკვიანი” ბუცები ადიდასისგან!

null

ცოტა ხნის წინ ცნობილმა მწარმოებელმა “ადიდასმა” მსოფლიოს ახალი, “ჭკვიანი” ბუცები adizero f50 წარუდგინა, რომელიც ოპერაციულ სისტემა miCoach-ზე მუშაობს.

ფეხბურთი სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება. დღითიდღე ყველა აცნობიერებს, რომ სისწრაფე თანამედროვე ფეხბურთელის მთავარი იარაღია, ეს, ცხადია “ადიდასმაც” კარგად იცის და ახალი ბუცების კიდევ ერთი მახასიათებელი, მისი სისწრაფეა, თუმცა დღეს ჩვენ მათ “ჭკუაზე” გესაუბრებით. სისტემა miCoach ამ ბუცებს ფეხბურთელისთვის შეუცვლელ ატრიბუტად აქცევს, რომელიც საშუალებას იძლევა შეინახოთ და გაანალიზოთ ისეთი სპორტული მონაცემები, როგორებიცაა საშუალო სიჩქარე, მაქსიმალური სიჩქარე, გარბენების რაოდენობა, დისტანციის სიგრძე და სხვა.

null

ბუცის ძირებში ჩამონტაჟებულია სპეციალური მოწყობილობა, miCoachSpeedCell™, რომელსაც ნებისმიერი სიჩქარით და მიმართულებით განხორციელებული მოძრაობის დაფიქსირება და დარეგისტრირება შეუძლია. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სპორტული პარამეტრი 7 საათის განმავლობაში ინახება და მისი კომპიუტერში გადატანა სულ მარტივადაა შესაძლებელი, უფრო მეტიც, შენახული ინფორმაციის ინტერფეისი საშუალებას იძლევა ჩვეულებრივი გზით გავაშეაროთ ის Facebook-ზე და ამ გზით მეგობრებს შევეჯიბროთ, თანაც სულაც არ არის აუცილებელი ჩვენ ან ჩვენი მეგობრები მოყვარული ფეხბურთელები ვიყოთ, წარმოიდგინეთ, დიდი შანსია ხვალ გაიღვიძოთ და თქვენს Wall-ზე დაგხვდეთ ლეო მესის პოსტი, “რონალდო, აი ჩემი მონაცემები, აბა შენიც გაუმხილე საზოგადოებას” და იქვე რონალდოს პასუხი, საინტერესოა არა?

null

adidasFootball-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მარკუს ბაუმანმა ამ ბუცების გამოსვლა საზოგადოებას პირადად ამცნო და განაცხადა, რომ მათზე კომპანია დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. “მისი მთავარი პლიუსი ისაა, რომ ბავშვებს შეუძლიათ საკუთარი მონაცემები სულ მარტივად შეადარონ მსოფლიოს წამყვანი ფეხბურთელებისას, ეს გადატრიალება იქნება, ის, რასთანაც აქამდე ხელი მხოლოდ პროფესიონალებს მიუწვდებოდათ, ახლა ნებისმიერმა თქვენგანმა შეიძლება ნახოს”, – ამბობს ბაუმანი.

adizero f50-ში ადიდასის ბევრი ცნობილი ტექნოლოგიაა გამოყენებული, რომლებიც მას კიდევ უფრო უნიკალურს ხდიან. მათ შორის: Sprintweb (ხელს უწყობს ფეხბურთელს კოორდინირებაში სწრაფი მოძრაობის დროს), Sprintskin (რევოლუციური მასალა, რომლითაც უფრო ადვილია ბურთის აღქმა) და Sprintframe, რომელიც უშუალოდ ბუცის კარკასის მაქსიმალურ მოქნილობას უზრუნველყოფს. აქვე გეტყვით, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე მსუბუქი ბუცებია, თითოეული მათგანი მხოლოდ 165 გრამს იწონის…

პროდუქტი ადიდასის მაღაზიებში 2011 წლის ნოემბრის ბოლოს გამოჩნდება

Giga_Asla

დავიბადე 1997 წლის 10 იანვარს. ვცხოვრობ თბილისში, საბურთალოზე, შარტავას 42-ში. ვსწავლობ 199-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლა "კომაროვში". ჩემი ჰობია ფეხბურთი.
Back to top button