ახალი ამბებისაქართველო

პირველი ქართული webisode!

გუშინ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა პირველი ქართველი შემსრულებლის პრომო ვიდეო.

ე.წ. webisode ეკუთვნის ქართველ რეპერსა და R&B  შემსრულებელს, MASTER–ს, რომლის facebook–ის ოფიციალურ გვერდზეც განთავსდა ეს ვიდეო. (http://www.facebook.com/masterofficialcom)

webisode  გავრცელებულია  შორეულ დასავლურ შოუ ბიზნესში, სადაც ბაზარიც დიდია და მოთხოვნაც არსებობს, რომ ფანებმა თავიანთი კუმირების ცხოვრების შესახებ მეტი გაიგონ.

ვებისოდები არსებობს სხვადასხვა შინაარსის, შეიძლება ასახავდეს მუშაობის (მუსიკის, ალბომის ჩაწერის, კლიპის გადაღების პროცესს), წარმოადგენდეს მომღერლის მეგობრებთან გართობის სიტუაციას, ან იყოს იუმორისტული. მოკლედ, ყველა ასეთ ვიდეოს ერთადერთი მიზანი აქვს: მსმენელებმა ახლოს გაიცნონ ვარსკვლავები.

დავუბრუნდეთ მასტერის ვებიზოდს. მე ვფიქრობ, რომ კარგი წამოწყებაა, შინაარსიც და ფორმაც საინტერესოა.  მომღერალი საუბრობს იმ თემებზე, რომელიც მის მსმენელებს დააინტერესებს.  როგორც ყველა ვებიზოდი, ესეც ერთადერთ მიზანს ემსახურება – ახლოს გაიცნონ მსმენელებმა მასტერი და მგონი ეს მიზანი მიღწეულია.

წარმატებებს ვუსურვებ მასტერს და კარგი იქნება თუ სხვა ქართველი მომღერლებიც მიბაძავენ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close