ახალი ამბებიგამოგონებასასარგებლო

Apple -ს რევოლუცია ტექნიკურ ბაზარზე !

Apple -ს მოყვარულებო, ახალ ქმნილებას გაგაცნობთ, რომელიც სულ სულ მალე საქართველოშიც იქნება ! (იმედია)
ყველანი სრულიადში !! საინტერესო პოსტი გელით ძალიან !

პირველ რიგში, ავღნიშნავ, რომ Apple -ს პროდუქცია ძალიან მომწონს.
ამ ფირმამ არც ახლა გაუშვა ხელიდან შანსი და მსოფლიომოახლეობის აღფრთოვანებას მიეცა.. სულ რამოდენიმე დღის წინ გაიმართა iPhone 4Gs -ის პრეზენტაცია. მე მაგალითად ძალიან გამაკვირვა და აღმაფრთოვანა.

ლამაზია არა? :) ნამდვილად !

1. პირველი, რაც ახალია Apple -ს სისტემაში, ეს არის IOS 5.0 (თუმცა ამ ვერსიის Beta ვერსია მანამდეც იყო გამოსული.. ეს კი სრულყოფილია)
სიახლეებიდან აღსანიშნავია, ერთ-ერთი პროგრამა სახელად “Siri” არვიცი ნამდვილად რა კრიტერიუმებით შეურჩიეს ამ პროგრამას ეს სახელი, მაგრამ ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობას ნამდვილად არ შეესაბამება !

ეს არის საუკეთესო პროგრამა ! მას შეუძლია დაგეხმაროთ გაკვეთილების შესრულებაში, ან რაიმე შეგახსენოთ სასურველ დროს, თქვენს მაგივრად, წინასწარ მითითებულ დროზე დარეკოს სასუველ ადამიანთან, გააგზავნოს მოკლეტექსტური შეტყობინება და სხვა ბევრ რამ.. მერწმუნეთ, ის ნამდვილად თქვენი დამხმარე გახდება ყველანაირ საქმეში..

სთხოვეთ მას რაიმეს შეხსენება

სხოვეთ მას მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნა

შეეკითხეთ ამინდი

2. არ შემიძლია არ ავღნიშნო ისიც, რომ ახალ პროდუქტს ექნება ორბირთვიანი, A5 -ის საკმაოდ მძლავრი პროცესორი !

ეს პროცესორი არის ძალიან სწრაფი და შესაბამისად სმარტფონს მეტად მძლავრი ელემენტი ექნება. მასზე თამაშის დროს, თავს ისე იგრძნობთ, როგორც 3D კინოთეატრში იმიტომ, რომ თამაშების გრაფიკა 7-ჯერაა გაზრდილი !

3. 8 მეგაპიქსელიანი კამერა, f/2.4 ლინზით ! ეს უკვე საოცრებაა ! ანუ მის წინამორბედთან შედარებით 60% -ით ხარისხიან სურათებს გადაიღებს!

4.ვიდეოს ჩაწერა გასაოცარ 1080p HD-ში ! სინათლის და ჩრდილების დაყენების ფუნქციით. ასევე იქვე შეგიძლიათ გადაღებული ვიდეოს დამუშავება პროფესიონალურ დონეზეც კი და გაზიარება თქვენი მეგობრებისათვის ძალიან მარივად.

5. IOS 5.0 Full ! ეს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სიახლეა. სმარტფონს დამატებული აქვს 200-მდე ახალი ფუნქცია.
მაგალითად:
*შეტყობინებების ცენტრი
ეს განყოფილება არის იმისათვის, რომ ნახოთ რა არის ახალი. აქ თქვენ ნახავთ თქვენს ბოლო მესიჯებს, ელ.ფოსტებს, გამხსენბლებს და ა.შ.

*iMessage
გააგზავნე SMS-ები ნებისმიერ iPhone-ს, iPad-ს ან iPod Touch-ს რომელიც მუშაობს IOS 5-ით. ულიმიტოა ანუ თქვენ შეგიძლიათ მიწეროთ რამდენიც გინდათ !!! მე პირადად ეს ყველაზე მეტად მომწონს ! ანუ, იმედია აიპოდითაც შეგვეძლება ანალოგიურის გაკეთება ! :))

*Twitter-ის ინტეგრაცია
ავტორიზაცია გაიარეთ ერთხელ და პირდაპირ Safari-იდან დაწერეთ თქვენი Tweet-ები.

6. და ბოლოს კიდევ ერთი პროგრამა, სახელად iCloud
iCloud ინახავს თქვენს მუსიკას, სურათებს, აპლიკაციებს, ელ. ფოსტებს, კონტაქტებს, კალენდარს, დოკუმენტებს და ა.შ. და შემდეგ უკაბელოდ აგზავნის თქვენს Apple -ს ფირმის აპარატებში.

ახლა კი წავედი… იმედია საინტერესო იყო პოსტი :)

წყარო: www.emsheka.wordpress.com
Rezo Elizbarashvili

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close