არქივი

ყველაზე მოხუცები

ყველაზე მოხუცი ექიმი – ამ კაცმა თავისი პრაქტიკის განმავლობაში 18 000 პატარა მოავლინა ამქვეყანას. ახლა, 100 წლის ასაკში, იგი კვლავ ექიმთა რიგებშია და აშშ–ში, ჯორჯიის ერთ–ერთ საავამყოფოში მუშაობს. ვალტერ ვოტსონს დამსახურებული ზედმეტსახელი „Father Doc“ შეარქვეს. მის პაციენტენბს შორის მთელი თაობები იყრიან თავს – ბებიებიდან შვილიშვილებამდე. მაგალითად, 77 წლის სარა ალენი ამბობს, რომ ექიმის დახმარებით მას 17 შთამომავალი შეეძინა – 5 შვილი და 12 შვილიშვილი.

ყველაზე მოხუცი პარაშუტისტი – 2009 წელს 3000 მეტრი სიმაღლიდან 97 წლის ჯორჯ მოიზი და მისი 43 წლის შვილიშვილი გადმოხტნენ. საბედნიეროდ, ბაბუა მშვიდობით დაეშვა სამხრეთ ინგლისის მიწაზე.

მაკდონალდსის ყველაზე მოხუცი თანამშრომელი – ბილ დუდლი ყველაზე მოხუცი თანამშრომელია ბრიტანეთში მდებარე მაკდონალდსის და ზოგადად ამ ქსელისა. ის 85 წლისაა და მანამდე ტაქსის მძღოლად მუშაობდა. მაკდონალდსის პერსონალს თავის ოჯახად თვლის. ძალიან უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათი პრობლემების მოსმენა და რჩევების მიცემა.

ყველაზე მოხუცი მოსწავლე– მსოფლიოს ყველაზე მოხუცი მოსწავლე 102 წლის მა კსიუკსიანია. მან თავისი მაგალითით მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ სწავლა გვიანი არასდროსაა და Weshan Road Elementary School პირველ კლასში შევიდა. 13 წლიდან გოგონა ბამბის გადამამუშავებელ ქარხანაში მუშაობდა, რის გამოც საშუალო სკოლის დამთავრება ვერ მოახერხა. ამიტომ დიდი ასაკის მიუხედავად, მამ გადაწყვიტა სწავლა ხელახლა დაიწყოს და სკოლამაც დიდი პატივისცემით მიიღო პირველკლასელი ბებო.

ყველაზე მოხუცი პინგ–პონგის მოთამაშე – დოროთი დე ლოუ ოქტომბერში 100 წლის გახდება. იგი დასავლეთ ავსტრალიაში ცხოვრობს. ასაკის მიუხედავად, ქალბატონმა 2010 წელს ვეტერან პინგ–პონგელთა შორის გამართულ შეჯიბრებაშიმონაწილეობა მიიღო და ჟიურის მოწონება დაიმსახურა. უნდა აღინიშნოს, რომ ბებია ბევრ ახალგაზრდაზე უკეთესად თამაშობს.

ყველაზე მოხუცი ქალწული – ერთმა მოხუცმა ბებომ აღიარა, რომ მას ცხოვრებაში სექსი არასდროს ჰქონია. კლარა მიდმორი 105 წლისაა და ყვება, რომ საქმით იმდენად იყო დაკავებული ინტიმური ცხოვრებისათვის დრო აღარ რჩებოდა. მას ხელი არაერთხელ სთხოვეს, თუმცა ლამაზი გოგონა ყველას უარს ეუბნებოდა.

ყველაზე მოხუცი არტისტი – ის ყოველთვის შავი ლიმუზინით დადის, აცვია შავი სმოკინგი, გვერდზე მოჰყვება ლამაზი ქალბატონი და უამრავი თაყვანისმცემელი. 84 წლის კენეტ სმიტი Chester High School–ში საკმაოდ გვიან ჩაირიცხა. ამ დაგვიანებას იმით ხსნის, რომ 1943 წელს სამხედრო სამსახურის გამო სწავლის მიტოვება მოუხდა. შემდეგ კი მეგობარმა ურჩია სწავლის გაგრძელება. ახლა კენეტი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და საკმაოდ ცნობილი არტისტია.

ყველაზე მოხუცი მეძავი – მეძავეობა ერთ–ერთი უძველესი პროფესიაა. ტაიპეის პოლიციას კი ყველაზე მოხუცი მსუბუქი ყოფაქცევის ქალის, ზედმეტსახელად „ბებოს“ დოსიე აქვს. 82 წლისა ქალბატონს სამუშაო გამოცდილება 40 წელზე მეტი აქვს. ამ საქმიანობით მას შემდეგ დაკავდა, რაც მეუღლე გარდაეცვალა. რა თქმა უნდა, ახლა იმაზე ნაკლებს უხდიან, ვიდრე ახალგაზრდობაში, მაგრამ, როგორც ჩანს, „ბებოზე“ მოთხოვნილება არ წყდება.

წყარო: presa.ge

მსგავსი ამბები

Back to top button