არქივი

10 პასუხი სამყაროზე მიჩიო კაკუსგან…

Image.geotorrents.com

მსოფლიოსთვის ცნობილი თეორიტიკოსი ფიზიკაში, მიჩიო კაკუ, გვიზიარებს თავის აზრს დროში მოგზაურობასთან, მატერიის შემქმნელებთან და 2001 წლის კოსმიური ოდისეასთან დაკავშირებით.

ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო პოსტია, რაც კი ოდესმე მომიმზადებია… 

დისქავერის ჟურნალისტისა და მიჩიო კაკუს დიალოგი…

1. თუ დროის მანქანა იარსებებს, მაშინ შეგვიძლია თუ არა ადამიანებს ვივარაუდოთ რომ ოდესმე შევხვდებით ჩვენს დაბერებულ ან ახალგაზრდა ასლებს?

პასუხი: ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მაგრამ თუ ასეთი მანქანის შექმნას შევძლებთ მაშინ ის რომ ჩვენ ჩვენს თავებს შევხვდებით წარსულსა და მომავალში სავსებით რეალური იქნება. მე ვფიქრობ რომ ჩვენ შევხვდებით ჩვენს დაბერებულ ან ახალგაზრდა ორეულებს, მათ ექნებათ ზუსტად ჩვენნაერი გენეტიკური ინფორმაცია, თუმცა დროის ხაზი იქნება შეცვლილი და ისინი ვისაც შევხვდებით ზუსტად ჩვენ არ ვიქნებით. ეს იქნება ჩვენი თავის ახალგაზრდა ან დაბერებული ვერსიები რომლებიც ცხოვრობენ იმ პარალელურ სამყაროებში სადაც განსხვავებული დროის ხაზია. აქედან გამომდინარე შეუძლებელია არსებობდეს რაიმე პარადოქსები დროსთან დაკავშირებით. ასე რომ თუ ჩვენ შევცვლით წარსულს ჩვენ შევცვლით ვიღაც სხვა ადამიანის წარსულს რომელიც იმ პარალელურ სამყაროში ცხოვრობს რომელსაც სხვა დროის ხაზი აქვს და გენეტიკურად ჩვენი იდენტურია თუმცა ის არ არის ზუსტად ის პიროვნება რომელიც ჩვენ ვართ და ეს ცვლილება ჩვენს აწმყოსა და მომავალზე არ იმოქმედებს. რა თქმა უნდა ჩვენ ამ ყველაფერში დარწმუნებული ვერ ვიქნებით მანამ სანამ ასეთი მანქანის აგებას არ შევძლებთ. ეს უბრალოდ ერთერთი მოსაზრებაა.

2. ფაქტია რომ კაცობრიობა არასდროს შეხვედრია რომელიმე დროში მოგზაურს მომავლიდან, ნიშნავს ეს იმას რომ დროის მანქანას არასდროს გამოიგონებენ?

პასუხი: არა. შესაძლებელია ჩვენ არ ვართ მათთვის საინტერესო. ეს ჩვენ ვფიქრობთ რომ ჩვენ ისეთი განვითარებულები და მაგრები ვართ რომ მათთვის სასურველი უნდა იყოს ჩვენთან მოსვლა მაგრამ შესაძლებელია რომ ჩვენ მათთვის ძალზედ პრიმიტიულები ვართ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ წარმოიდგინეთ ჭიანჭველების კოლონიაში რო ჩავიდეთ ადამიანები და ვუთხრათ ჭიანჭველებს რომ ჩვენ მოგცემთ თქვენ ძვირფასეულობას, სამკაულებს და ა. შ. ჩვენთვის ეს ფაქტი ხომ დიდი სისულელე იქნება. ის კიარა ადამიანები იმაზე ვსაუბრობთ უნდა დავაბიჯოთ თუ არა ფეხი მათ და რომელ კომუნიკაციაზეა საუბარი?

მაგრამ ტექნოლოგიური დაშორება ადამიანებსა და ჭიანჭველებს შორის ძნელად თუ შეედრება იმ დაშორებას რაც ჩვენსა და იმ ცივილიზაციას შორისაა რომელმაც დროის მანქანის შექმნა შეძლო. სრულიად მოსალოდნელია რომ ისინი ათასობით ან თუნდაც მილიონობით წლით იყვნენ წინ ჩვენს ტექნოლოგიურ მიღწევებთან შედარებით. შესაბამისად მოსალოდნელია რომ მათ საერთოდ არ გააჩნდეთ რაიმე ინტერესი ჩვენთან სტუმრობისა. მაგრამ თუ ერთ დღეს ვინმე მოგიკაკუნებთ და გეტყვით რომ ის თქვენი შვილთაშვილის შვილთაშვილია ნუ მიუჯახუნებთ ცხვირწინ კარებს. სავსებით შესაძლებელია რომ სადღაც შორეულ მომავალში ადამიანებმა შექმნეს დროის მანქანა და რომელიმე თქვენს შთამომავალს მოუნდა მისი წინაპრის ნახვა.

3. რეალურია მსოფლიოს შიში რობოტებთან დაკავშირებით? შესაძლებელია ისინი მოგვევლინონ ტერმინატორების სახით?

პასუხი: დიახ. შესაძლებელია ოდესღაც რობოტებმა მსოფლიო ჩაიგდონ ხელში. მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი გამაფრთხილებელი ნიშნები გვექნება ამისა. ამჟამად რობოტებს ხოჭოების ინტელექტი აქვთ – შენელებული სულელი ხოჭოების. ჩვენს ყველაზე განვითარებულ რობოტსაც კი 6 საათი სჭირდება იმისთვის რომ მისთვის უცხო ოთახში ცოტათი მაინც აზრზე მოვიდეს. ათწლეულები დასჭირდება იმას რომ რობოტების  ინტელექტი თაგვებისას მაინც გაუტოლდეს, შემდეგ მათი სიჭკვიანე კურდღლებისას დაემსგავსება, შემდეგ ძაღლების ან კატებისას და საბოლოოდ მაიმუნისას. სწორედ იმ დროისთვის როდესაც მათი ინტელექტი მაიმუნისას გაუტოლდება მოსალოდნელია რომ ისინი უკვე საშიშნი გახდებიან ადამიანებისთვის. განვითარების ასეთ დონეზე რობოტებს გაუჩნდებათ საკუთარი სიცოცხლის შეგრძნება. მაგრამ ვიმეორებ ეს ყველაფერი გაფრთხილება უნდა იყოს ადამიანებისთვის და იმ პერიოდისთვის როდესაც რობოტები მაიმუნებივით ჭკვიანები გახდებიან ადამიანებს გათვალისწინებული უნდა ჰქონდეთ მათთვის სპეციალური ჩიპების ჩამონტაჟება რომ მოხდეს მათი ტვინის გათიშვა იმწამსვე როდესაც მათ გაუჩნდებათ ფიქრები მკვლელობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის კი გამოსავალი ისაა რომ საკმაოდ დიდი დრო გვაქვს მანამ სანამ მათი განვითარება და ცნობიერება მიაღწევს ისეთ დონეს რომ გაუჩნდეთ საკუთარი მიზნები და სურვილები.

4. რომ შეგეძლოთ, გადაწერდით თქვენს გონებას კომპიუტერში? ნიშნავს ეს სამარადჟამო ცხოვრებას? თუ ეს იქნება საკუთარი თავი გამომწყვდეული ქილაში?

პასუხი: ქილაში ცხოვრება ნამდვილად არაა ჩემთვის ცხოვრების იდეა. ასეა თუ ისე, შორეულ მომავალში ჩვენს მიერ შექმნილ რობოტებთან ინტეგრაცია ყველაზე კარგი ალტერნატივა აღმოჩნდება. ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება სუპერ-ადამიანური შესაძლებლობები. ვიცხოვრებთ სამუდამოდ და ვიმოგზაურებთ შორს სამყაროში ისე რომ ჩვენი სხეული იქნება მტკიცე და კარგად დაცული სამყაროს ნებისმიერ პირობებში. არ არსებობს ფიზიკის კანონი რომელიც ადამიანთა ასეთ განვითარებას რამენაერად უშლიდეს ხელს ან კრძალავდეს. თუ ჩვენ ოდესმე შევძლებთ კონტაქტი დავამყაროთ რომელიმე მაღალგანვითარებულ ცივილიზაციასთან კოსმოსში, ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს რომ მათ უკვე შეძლეს თავიანთი ბიოლოგიური ორგანოების შემადგენლობისა და გენეტიკის ცვლილება მათივე საჭიროებებისამებრ. ჩემთვის მართლაც გასაკვირი იქნება თუ ასე განვითარებულ ცივილიზაციას არ ექნება შეტანილი კორექტივები საკუთარ ორგანოებსა და გენეტიკაში. ასევე კარგად დაიმახსოვრეთ რომ ჩვენ, შორეულ მომავალში, აუცილებლად უნდა დავტოვოთ დედამიწა. ამის მიზეზი ბევრია… დიდი გამყინვარება რომელიც დაიწყება დაახლოებით 10 000 წლის შემდეგ, მეტეროების დარტყმა რომელიც დაახ. 10 მილიონი წლის შემდეგ დაატყდება თავს ჩვენს პლანეტას. ან თუნდაც მზის სიკვდილი რომელიც მართალია 5 მილიარდი წლის შემდეგ მაინც მოკვდება. სანამ ეს ყველაფერი მოხდება ადამიანები აუცილებლად გაუკეთებენ საკუთარ თავს (როგორც ბიოლოგიურ ისე გენურ) მოდიფიკაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში რომელიმე ამ მოვლენათაგანი გაანადგურებს ადამიანებს.

5. პირველად რას გააკეთებდით რომ გქონდეთ საკუთარი, მატერიის შემქმნელი?

პასუხი: ზოგი ალბათ იტყოდა ბრილიანტებს, ოქროს ზოდებს ან ფულით გატენილ სატვირთო მანქანებს. მაგრამ მე არასდროს მისურვია მდიდარი ვყოფილიყავი. ფული არ იწვევს ჩემს ინტერესს. ფული არის ის რაც გრყვნის და შემდეგ შენთან ერთად კვდება. მაგრამ იდეები იცოცხლებენ მუდამ და მათ შეუძლიათ შეცვალონ სამყარო.

6. არსებობს რაიმე სატელევიზიო სერიალი ან ფილმი რომელზეც იტყოდით რომ კარგად აღწერს მომავალს ან დროში მოგზაურობას?

პასუხი: ფილმი „2001 კოსმოსური ოდისეა“ მართალია აცდენილია დროში მაგრამ ვფიქრობ რომ ეს ფილმი გახლავთ ყველაზე კარგი პორტრეტი კოსმოსური ცივილიზაციისა. განვითარებული ცივილიზაცია არ ეცდება კოსმოსში გაგზავნოს რაიმე ფლოტი ან გიგანტური და ძვირადღირებული კოსმოსური ხომალდი. ეს არაეფექტური და უგუნური იქნება. უფრო მოსალოდნელია რომ გაიგზავნოს რობოტები რომლებიც მოძებნიან სხვადასხვა მთვარეებს (მთვარეებს იმიტომ რომ ისინი მილიონობით წლების განმავლობაში ინარჩუნებენ სტაბილურობას) ამის შემდეგ ისინი ააგებენ რობოტების ქარხნებს საკუთარი თავის რეპროდუქციისათვის და შექმნიან მილინობით სხვა რობოტებს. შემდეგ ისინი ისევ გაფრინდებიან სხვადასხვა მთვარეებზე და იქაც ასეთ ქარხნებს ააგებენ. ერთი რობოტით იწყება და ტრილიონობით ახალი რობოტები გაჩნდებიან სამყაროში სხვადასხვა პლანეტებზე რომლებიც სინათლის სიჩქარით განაგრძობენ ზრდას. ეს შეიძლება ძაან ფანტასტიკურად მოგეჩვენოთ მაგრამ ზუსტად იგივე ხდება თქვენს სხეულში. რობოტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ვირუსი რომელსაც შეუძლია მოახდინოს თქვენი ტრილიონობით უჯრედის კოლონიზირება სულ რაღაც 2 კვირაში რომელსაც თქვენ გრიპს ეძახით. ზუსტად ამ გზით შეიძლება გავრცელდნენ რობოტები რომლებიც შეძლებენ მთელი გალაქტიკის 100, 000 წელში დაპყრობას.  და ამის შემდეგ ისინი დაელოდებიან იმ ინტელიგენტ სახებობებს სიცოცხლისა რომლებიც პირველყოფილი ადამიანებიდან აღმოცენდნენ. სინამდვილეში კი სტენლი კუბრიკი სანამ ამ ფილმის გადაღებას დაიწყებდა, მეცნიერებისგან აიღო რჩევები და ინტერვიუები, რომლებიც ფილმს მოვლენათა ამხსნელად უნდა მოყოლოდა მაგრამ ბოლო წუთში გადაიფიქრა და ამოჭრა ფილმიდან ეს ინტერვიუები.

7. რისგან დაამზადეთ ატომის ხელნაკეთი გამხლეჩი თანაც სახლის პირობებში?

პასუხი: როდესაც 16 წლის ვიყავი ვესტინგჰაუსთან წავედი და წამოვიღე 22 მილის სიგრძე სპილენძის მავთული და 181 კილოგრამი ფოლადის გამტარი. შემდეგ ავაშენე 2.3 მილიონი ელექტრო ვოლტზე ატომის გამხლეჩი დედაჩემის ავტო-ფარეხში. მაგნიტები წარმოქმნიდნენ ისეთ მაგნიტურ ველს რომლიც საკმარისი იქნებოდა თქვენი კბილებიდან მეტალის შემავსებლების ამოსაგლეჯად თუ ცოტათი ახლოს დადგებოდით. როდესაც ჩავრთე ის მოიხმარდა 6000 ვატის სიმძლავრეს რამაც გამოიწვია მთელს სახლში დამცველების აფეთქება.  დედაჩემი ალბათ კითხავდა საკუთარ თავს: „რატომ არ მყავს ისეთი ბავშვი ვინც თამაშობს კალათ-ბურთს ან ბეიზბოლს“. მაგრამ მე არასდროს ვინანებ რომ ავაგე ატომის გამხლეჩი რადგან ეს დამეხმარა მოვმხვდარიყავი ჰარვარდში სადაც შევძლებდი საკუთარი ოცნებების ასრუულებას.

8. შეგიძლიათ პატარა რეზიუმე გაუკეთოთ „ყველაფრის თეორიას“ ?

პასუხი: დღესდღეობით მთელი ცოდნა ფიზიკაში შეიძლება შეჯამდეს ორი თეორიით: კვანტური თეორია(რომელიც აღწერს ელექტრულ, მაგნიტურ და ატომურ სიმძლავრეებს) და ფარდობითობის თეორია (რომელიც აღწერს გრავიტაციას). კვანტური თეორია აღწერს სამყაროს ყველაზე პატარა ნაწილაკებიდან ხოლო ფარდობითობის თეორია აღწერს სამყაროს ძალზედ დიდინაწილებიდან (მაგ. სამყაროს ზრდა და შავი ხვრელები).

ყველაფრის თეორია კი აერთიანებს ამ ორს ერთ კარგად დალაგებულ თეორიაში. აინშტაინმა თავისი ცხოვრების 30 წელი გაატარა თავისი თეორიის დევნაში რომელიც მისცემდა მას საშუალებას „გაეშიფრა ღმერთის გონება“ მაგრამ მან მარცხი განიცადა. დღესდღეობით ჩვენი საუკეთესო და ერთადერთი კანდიდატი არის სიმების თეორია, ის რისთვისაც მე ვცოცხლობ. ვფიქრობ ამ ზაფხულს „დიდი ჰადრონის კოლაიდერი“ (უდიდესი ატომის მხლეჩელი მსოფლიოში) შეძლებს გატესტოს ამ თეორიის მცირედი პერიფერიული ნაწილი მაინც. თუ სიმების თეორია დამტკიცდება ეს იქნება 2000 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი და დამაგვირგვინებელი აღმოჩენა. იმაზე მნიშვნელოვანი რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ მას შემდეგ რაც ბერძნებს გაუჩნდათ შეკითხვა: „რისგან ვართ შექმნილნი?“

9. შეიცვალა რამე თქვენს ხედვაში სამყაროს მიმართ სტუდენტობიდან დღემდე?

დიახ. როდესაც ბავშვი ვიყავი მიყვარდა სხვადასხვა ფანტასტიკური ჟანრის წიგნების კთხვა. ვოცნებობდი დროში მოგზაურობაზე, პარალელურ სამყაროებზე, ანტი-მატერიაზე, მეოთხე განზომილებაზე და ა.შ.   დღეს კი, წლების შემდეგ როდესაც ვისწავლე უმაღლესი მათემატიკა და ფიზიკა როდესაც ვაწარმოებ კვლევებს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ფიზიკურ მოვლენებზე ვხვდები სად მთავრდება ფანტასტიკა და ასევე სად მთავრდება ფიზიკა.  ეს არის ერთერთი მიზანი რატომაც დავწერე წიგნი Physics of the Impossible, სწორედ ასე შემიძლია ვუთხრა ახალგაზრდებს ჩემი აზრი სამყაროსა და მის მომავალზე.

10. როგორ უყურებს დანარჩენი მსოფლიო ამერიკის მიდგომას მეცნიერებასთან დაკავშირებით?

პასუხი: მოდით გადავდოთ პოლიტიკა გვერდზე და ვისაუბროთ მხოლოდ მეცნიერებაზე. ბევრ ლექციას ვატარებ მსოფლიოს გარშემო და სადაც არ უნდა წავიდე მაკვირვებს ის ფაქტი რომ ხალხი აღმერთებს ამერიკაში არსებულ მეცნიერებას და მის განვითარებას.  მაკვირვებს იმიტომ რომ ამერიკას აქვს ყველაზე ცუდი განათლების სისტემა მეცნიერების მხრივ. ამერიკელი ბავშვები იღებენ გაცილებით დაბალ ქულებს მათენატიკისა და ფიზიკის გამოცდებში ვიდრე სხვა ქვეყნის მცხოვრებნი. მაგრამ რატომ არ ინგრევა მეცნიერების ინსტიტუტი ამერიკაში? ორი საიდუმლო იარაღია აქვს ამერიკის მთავრობას: პირველი ეს არის H1B ვიზა (გენიალური ვიზა) რომელიც საშუალებას აძლევს მაღალი ინტელექტის მქონე იმიგრანტებს ვინც დაინტერესებულია მეცენიერებით ადვილად მოიპოვონ მწვანე ბარათი და ამას ის შედეგი მოაქვს რომ ჭკვიანი ხალხი რჩება ქვეყანაში და ქმნიან წარმატებულ ინდუსტრიებს. ეს არის ინტელექტის უწყვეტი წყარო. და მეორე ეს არის ჩვენი განათლების სისტემა რომელიც ახდენს გამორჩეული სტუდენტების გამოყოფას. ამით ეს სისტემა ჯობნის აღმოსავლურ განათლების სისტემას.

იმედია მოგეწონათ მიჩიო კაკუ :)

მე ძაან ვისიამოვნე ამ პოსტზე მუშაობისას :)

ვისაც მეტი გაინტერესებთ, შეგიძლიათ გაეცნოთ პროფესორ კაკუს წიგნს: „Physics of the Impossible“

წყარო: mecnieri.co.cc  და Discovery Science

მსგავსი ამბები

Back to top button