კულტურაუცნაური

გეოგრაფიული რეკორდები

6371d857f75b
გამარჯობა, უცნაურელებო! ეს ჩემი პირველი პოსტია, ვნახოთ როგორ შეაფასებთ
გეოგრაფიულ “რეკორდებში” წარმოდგენილია ისეთი გეოგრაფიული ობიექტი ან მოვლენა, რომელიც თავისი მასშტაბურობით და განუმეორებლობით გამოირჩევა. მათ შორისაა:

ჩერაპუნჯა – ყველაზე ტენიანი ადგილი მსოფლიოში.
ატაკამის უდაბნო – ყველაზე მშრალი ადგილი მსოფლიოში.
ქალაქ ტრიპოლის მიდამოები – ყველაზე ცხელი ადგილი მსოფლიოში.
ომიაკონის ღრმული – ყველაზე ცივი ადგილი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.
ანხელი – ყველაზე დიდი ჩანჩქერი მსოფლიოში.
სტრომბოლი – ყველაზე აქტიური ვულკანი მსოფლიოში.
აკონკაგუა – ყველაზე მაღალი ჩამქრალი ვულკანი მსოფლიოში.
გრელანდია – ყველაზე დიდი კუნძული მსოფლიოში.
არაბეთის ნახევარკუნძული – ყველაზე დიდი ნახევარკუნძული მსოფლიოში.
მარიანის ღრმული – ყველაზე ღრმა ადგილი მსოფლიოში.
ჯომოლუნგმა ანუ ევერესტი – ყველაზე მაღალი მწვერვალი მსოფლიოში.
კორდილიერები – ყველაზე გრძელი მთათა სისტემა მსოფლიოში.
ტიბეტი – ყველაზე მაღლა მდებარე და დიდი ზეგანი მსოფლიოში.
ამაზონი – ყველაზე წყალუხვი მდინარე მსოფლიოში.
ნილოსი – ყველაზე გრძელი მდინარე მსოფლიოში.
საჰარა – ყველაზე დიდი უდაბნო მსოფლიოში.
კასპიის ზღვა – ყველაზე დიდი ტბა მსოფლიოში.
ბაიკალი – ყველაზე ღრმა ტბა მსოფლიოში.
ფედჩენკო – ყველაზე დიდი მთის მყინვარი მსოფლიოში.
ყველაზე თავსხმა წვიმა აღირიცხა კუნძულ რეუნიონზე.
ყველაზე ქარიანი ადგილი დედამიწაზე გეორგ V-ის სახელობის სანაპიროა ანტარქტიდაში.
მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანები პიგმეები არიან.
ყველაზე პატარა ქალაქი მსოფლიოში ალვინია.
მსოფლიოში ყველაზე მაღალი სახელმწიფოა ნეპალი.
მსოფლიოში ყველაზე დაბალი სახელმწიფოა მალდივის კუნძულების რესპუბლიკა.
მოსახლეობის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფოა ჩინეთი.
ფართობის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფოა რუსეთი.
ფართობითა და მოსახლეობის მიხედვით ყველაზე პატარა სახელმწიფოა ვატიკანი.
მამონტის გამოქვაბული – ყველაზე დიდი გამოქვაბული მსოფლიოში.

მსგავსი ამბები

Back to top button