საკითხავისასარგებლოსაქართველო

ქართული სისხლი სხვათა სამსახურში (6) პეტრე ბაგრატიონი

ჩვენ უკვე ვირტუალურად ვიმოგზაურეთ ირანში, ავღანეთში, ერაყში, ეგვიპტეში. ახლა კი დროა ჩრდილოეთით გადავინაცვლოთ და შევეხოთ ისეთ ქვეყანას როგორიცაა… რუსეთი.

ქართველთა როლი რუსეთში ისევე უდიდესი და ამოუწურავი თემაა, როგორც ქართველები თუნდაც ირანში ან სხვა ქვეყნებში. თუმცა რუსეთი კიდე უფრო მეტად გამორჩეულია და ამას ცოტა ხანში დავინახავთ. რუსეთი ის ქვეყანაა, რომელმაც ალბათ ყველაზე ფარო მასშტაბებით გამოიყენა ქართული გენი. ამ ქვეყანაში ჰპოვა ქართულმა ნიჭმა უზარმაზარი გამოხატულება, თუმცა ეს იყო საქართველოსა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საზინოდ.

საუბარს ვიწყებ სამხედრო გენიოსით, პეტრე ბაგრატიონით, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ნაპოლეონის დამარცხებაში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქართველების ისტორია რუსეთში პეტრე ბაგრატიონით არ იწყება, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ასეთ აშკარად გამორჩეულ პიროვნებებს შევეხოთ და თუ დაგაინტერესებთ სხვა ქართველების შესახებ, შეგიძლიათ უფრო ღრმად გაეცნოთ თქვენ თვითონ, იმიტომ რომ ასეთო ფორმით ამ საკითხების ამომწურავად და სიღრმისეულად აქ გაანალიზება შეუძლებელია.

პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი დაიბადა 1765 წელს ყიზლარში (ახლანდელი დაღესტანი). პეტრე იყო ვახტანგ VI-ის ძმის, იესეს შთამომავალი. მამა, ივანე, რუსეთის არმიის პოლკოვნიკი იყო. 17 წლის პეტრე ბაგრატიონმა სამხედრო სამსახური დაიწყო კავკასიის მუშკეტერთა პოლკის სერჟანტად.

ბაგრატიონი მონაწილეობდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. მან ასევე თავი გამოიჩინა 1787-1791 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. 1793-1794 წლებში მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში. მივაქციოთ ყურადღება ამ თარიღებს, ეს ჯერ კიდევ ერეკლე მეორის ეპოქაა, სწორედ ბედის დაცინვაა, რომ გენიოსი ქართველი, სამხედრო საქმის დიდოსტატი იბრძვის რუსეთის ბოროტების მანქანის დიდებისათვის, როცა მის სამშობლოს ასეთი ადამიანები სასიცოცხლოდ ჭირდება.

1799 წელს პეტრე ბაგრატიონი მონაწილეობდა ალექსანდრე სუვოროვის ლაშქრობებში იტალიასა და შვეიცარიაში. საფრანგეთთან 1805-1807 წლების ომში განსაკუთრებით თავი გამოიჩინა სოფ. შენგრაბენთან. მან 6-ათასიანი რაზმით შეაჩერა ფრანგთა 30-ათასიანი არმია. ბაგრატიონმა თავი გამოიჩინა აგრეთვე აუსტერლიცის, პრეისიშ-ეილაუსა და ფრიდლანდის ბრძოლებში. 1808-1809 წლებში მონაწილეობდა შვედეთთან ომში, სარდლობდა 21-ე დივიზიას. 1809-1810 წლებში მარტამდე სარდლობდა მოლდავეთის არმიას რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1811 წლის აგვისტოდან სარდლობდა პოდოლსკის არმიას, 1812 წლის მარტიდან — II დასავლეთის არმიას. ბოროდინოს ბრძოლაში იგი სარდლობდა რუსეთის არმიის მარცხენა ფრთას. ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა და მას გამოეთიშა. გარდაიცვალა სოფ. სიმში. დაკრძალეს იქვე, 1839 წელს კი ბოროდინოს ველზე გადაასვენეს.

მისი 30 წლიანი სამხედრო კარიერა მოიცავდა 20 კამპანიას და 150 ბრძოლას, ის იყო რუსეთ-საფრანგეთის ომის ერთ-ერთი დიდი გმირი.

განსაკუთრებით აღსანიშნავი და ხაზგასასმელია, რომ სახელოვან ქართველ გენერალს რუსები ბოგრატიონს ეძახდნენ, ანუ ომის ღმერთს.

საჭიროა აღინიშნოს რომ 1812 წლის რუსეთ–საფრანგეთის ომში სახელგანთქმული პეტრე ბაგრატიონის გარდა არაერთი სხვა ქართველიც მონაწილეობდა, მათი სრული სიის შედგენა ალბათ შეუძლებელია, თუმცა გარკვეული ცნობები მაინც არსებობს. ერთ–ერთი ასეთი ცნობის მიხედვით ამ ომში მონაწილეობა 70 ქართველს მიუღია, თუმცა მონაწილეთა რიცხვი გაცილებით დიდი იყო, რადგან რასაკვირველია არავინ აღწერდა რიგითებს ან უბრალოდ დაბალი რანგის მეომრებს. ამას ადასტურებს ისიც, რომ ამ 70 კაციდან 12 გენერალი ყოფილა. მათ შორის ორი ბაგრატიონი, ორი ფანჩულიძე, სამი ჯავახიშვილი, შალიკაშვილი, განგებლიშვილი, ბიბილური და ორი იაშვილი (პეტერბურგის ზამთრის სასახლის გმირთა გალერეაში არის მხატვარ დოუს ნახატი „გენერალი იაშვილი“.) ამ ქართველებმა მრავალგზის გამოიჩინეს თავი, რასაც ადასტურებს უამრავი ჯილდო, ორდენები მამაცობისთვის, ოქროს ხმლები და სხვა.

Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close