საკითხავიუცნაური

შავი კატა !..


შავი კატა ევროპული და ამერიკული ტრადიციებით ასოცირდება რაღაც უბედურებასთან.    ეს ყოველდღიურობაშიც კარგად ჩანს, შავი კატა თუ წინ გადაურბენს, ზოგიერთი ადამიანი უკან ბრუნდება სახლში, ზოგი კი სხვას გაატარებს წინ და ისე გაივლის გზაზე : ) ერთი შეხედვით ეს შიში სასაცილოა, მაგრამ …
წარმოდგენა,რომ შავი კატები ეშმაკთან არიან კავშირში ძველი ევროპული წარმოდგენაა, თუმცა როგორც ამბობენ კატას შეუძლია ადამიანს ბედნიერებაც მოუტანოს. დღესდღეობით არსებობს სხვადასხვა რიტუალები, როგორიცაა შავი კატის სანთლის დანთება,რომელიც აზარტული თამაშის მოყვარულებისთვისაა, ასევე არსებობს შავი კატის აბაზანის კრისტალები, შავი კატის ზეთი (იყიდება).

..:: შავი კატის ძვალი ::..

შავი კატის ძვლის რიტუალი საკმაოდ ცნობილია და სისასტიკითაც გამოირჩევა, ეს რიტუალი ევროპული მაგიიდან მოდის.გადმოცემის თანახმად ძვალი ადამიანის გაქრობისთვის გამოიყენებოდა, (ანუ უჩინარი ხდებოდა მაგი) რიტუალის დროს ცოცხალ კატას აგდებენ მდუღარე წყლიან ქვაბში, დანარჩენს აღარ ვიტყვი, თორე მიუხედავად ასეთი საშინელი რიტუალისა, ვიღაც მაინც გააკეთებს :D

აფრო-ამერიკელი ნოველისტი და ფოლკლორისტი Zora Neale Hurtson სწავლობდა ჰუდოს ფლორიდაში და ლუიზიანაში 1930 წელს, ასევე Harry Middleton Hyatt, რომელმაც შეაგროვა 1300-ზე მეტი ჯადოს რეცეპტი 1600-ზე მეტი აფრო-ამერიკელისგან. აქედან ბევრი ამტკიცებდა, რომ ყოველ შავ კატას აქვს ერთი მაგიური თვისებების მქონე ძვალი. (მაგიური თვისება: ადამიანის უხილაობა, დაკარგული სიყვარულის დაბრუნება). აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ მაგიური ძვლის მოპოვების ხერხებში. ზოგი ამბობდა, რომ ცხოველი უნდა მოეხარშათ ცოცხლად შუაღამეს, მანამ უნდა ეხარშათ, სანამ ძვალი და ხორცი ერთმანეთისგან არ განცალკევდებოდნენ.(გამოტოვებულია დეტალები, თქვენივე უსაფრთხოებისთვის, ვაიდა სულმა წაგძლიოთ და გააკეთოთ :D ) ზოგი ამბობდა, რომ ეს იქნებოდა ის ძვალი, რომელიც მარცხენა მხარეს ამოვიდოდა წყლის ზედაპირზე ხარშვის დროს. სხვები ირწმუნებოდნენ, რომ მაგიური ძალის გამოვლენა შესაძლებელი იყო მხოლოდ პრაქტიკით. თითოეული ძვალი უნდა გამოეცადა ერთ ადამიანს პირში ენის ქვეშ ჩადებით და როცა აღმოაჩენდნენ საჭირო ძვალს, ანუ როცა უჩინარი გახდებოდა ეს ადამიანი, ამას მეორე შეატყობინებდა.
Hართსონმა ერთხელ მოითხოვა ასეთ რიტუალზე დასწრება, მაგრამ მას ცნობები ამ რიტუალის შესახებ სააშკარაოზე აღარ გამოუტანია. შავი კატის ძვლის რიტუალი დღემდე პოპულარულია.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close