გასართობისაკითხავი

გამოცანაა :)

c6a2a10dc5d1

1)ციტატა რომანიდან: “მას არ შეუძლია ადამიანს ავნოს რამე, ან უმოქმედოდ იყოს, როცა ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია; იგი უნდა დამორჩილდეს ადამიანის ბრძანებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ბრძანება ეწინააღმდეგება პირველ კანონს; მან უნდა იზრუნოს საკუთარი უშიშროებისათვის, როდესაც ეს არ ეწინააღმდეგება პირველ და მეორე კანონებს”. კითხვა: დაასახელეთ ამერიკელი მსახიობი, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ამ რომანის მიხედვით გადაღებულ მხატვრულ ფილმში!

2) ეს ძალიან ცნობილი პერსონაჟი ზაფხულის მეორე თვის ბოლო დღეს დაიბადა. 1 წლის ასაკში მშობლები დაეღუპა და თავისი დაობლების წყალობით გახდა ყველაზე სახელგანთქმული პიროვნება მის მსგავს ადამიანებს შორის. 11 წელი რომ შეუსრულდა, მისი სახელი უკვე მილიონებისთვის გახდა ცნობილი. დაასახელეთ ამ პერსონაჟის მეორე სახელი, რომელიც მას მშობლებმა დაარქვეს!

3) იერუსალიმში, სიონის მთის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს ეკლესია, რომელსაც ეწოდება გალიკანტე. ეს ეკლესია წმინდა პეტრეს სახელობისაა. ლეგენდა გადმოგვცემს, რომ ეკლესია სწორედ იმ ადგილზეა აშენებული, სადაც პეტრეს შემოესმა… რა შემოესმა (ორი სიტყვა)?

4) თავის სტატიაში ბოლო წლების სამომხმარებლო ბუმის შესახებ, დიმიტრი ხარიტონოვი გერმანიას უწოდებს „გატეხილი X–ების ქვეყანა”. მითხარით რა არის X, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ჩემ შვილებს — გიორგის და ელენეს — ცალცალკე აქვთ თითო X და თანაც ჯერ–ჯერობით მთელი!

5)  ყველა თავის ინტერვიუში ეს პიროვნება ერთნაირად პასუხობს შეკითხვას ეთნიკური კუთვნილების შესახებ: “– მე იუგოსლავიელი ვარ, — ხაზს უსვამს ის — მამაჩემი ხორვატი იყო, დედა — სერბი, ცოლი კი მუსლიმანი მყავს”. დაასახელეთ ეს პარიზში მცხოვრები პიროვნება!

მსგავსი ამბები

Back to top button