ახალი ამბებიგასართობი

ძალიან სწრაფი ზაპოოო!!!

ალბათ ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია და საინტერესოა თუ როგორი შესაძლებლობები გააჩნია ისეთ დატუნინგებულ ავტომობილს, როგორიც არის ეგრედ წოდებული “ზაპო” ზაპოროჟეცი. ავტომობილი რომელსაც ეხლა თქვენ ხედავთ სახელად HULK–ი, ანუ ერთ–ერთი ძალიან ძლიერი კინოგმირის სახელი ჰქვია. 

ძრავი – С20LET ტურბო

დგუში (პორშინი) – JE Pistons Castom

ტურბოდამბერი – გარეტი 3076

საბურავები – დრაგისთვის განკუთვნილი

წონა – 860 კილოგრამი.

ძრავის სიმძლავრე – 500-600 ცხენისძალა

აზოტი – + 100 ცხენისძალა

ალბათ მიხვდით, რომ ეს ავტომობილი განკუთვნილია დრაგში მონაწილე (სპორტ პრო) უკანა წამყვანიანი ავტომობილების კლასისთვის, რომელსაც ასევე ქალაქში სიარულიც შეუძლია.

პროექტი უკრაინაში განხორციელდა და ЗАЗ–ი იმიტომ იქნა არჩეული, რომ ხალხს ის განსაკუთრებულად უყვარს, მით უმეტეს საინტერესოა რეაქცია, როდესაც ის ნამდვილად სწრაფად მოძრაობს და ასწრებს ძალიან ძვირადღირებულ ავტომობილებს. როგორც ავტომობილის მფლობელი ამბობს, ყველაზე რთული ძრავის შოვნა იყო.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ავტომობილის ყველა ტექნიკური დეტალი გათვლილია 900 ცხენისძალიან დატვირთვაზე. ერთი სიტყვით რომ გითხრათ ძალიან მოდიფიცირებული და სპორტული ზაპოს საუკეთესო დრო დრაგზე, (ანუ 402 მეტრის დისტანციაზე) 10,51 წამს შეადგენს. ამ გარბენის დროს ავტომობილმა დააფიქსირა 243 კმ/სთ. აქვე დავამატებ რომ 0–100 კმ/სთ–მდე HULK–ი 2,7 წამში ჩქარდება და ავითარებს მაქსიმალურ 300 კმ/სთ–ს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close