არქივი

სპრაიტი

sprite

სპრაიტი ეს არის ერთ-ერთი საოცარი ფენომენი, რომელიც ელვის განსაკუთრებულ სახეობას წარმოადგენს.

ამ მოვლენის შესწავლა მეცნიერებმა სულ ახლახანს დაიწყეს თუ არ ვცდები 90-იანი წლებიდან.   სიმაღლე რომელზეც სპრაიტები ჩნდებიან მერყეობს 40-დან 120 კილომეტრამდე, ერთი სპრაიტის სიმაღლე 16 კმ-ს არ აღემატება ხოლო სიგანე შეიძლება 70 კმ-მდეც კი იყოს. სპრაიტი ჩნდება თითქმი ყველა ჭექა-ქუხილის ზემოთ, მაგრამ მისი დანახვა ყოველთვის არ არის შესაძლებელი, ის ვიზუალურად მხოლოდ მაშინ ჩანს როდესაც განმუხტვა ძალიან ძლიერია. ყველაზე დამაჯერებლად ამ მოვლენას მეცნიერები ხსნიან იმით, რომ ჩვეულებრივი ჭექა-ქუხილის დროს მის თავზე წარმოიქმნება ელექტრულად დამუხტული ველი რომელიც ჩნდება სპეციფიკური ელვის დროს.

არსებობს მრავალი მომსწრე რომელიც ამბობდა, რომ მათ ცაში დაინახეს კოლოსალური ზომის წითელი ნათება, თავიდან ლოგიკურია რომ ადამიანებს სპრაიტები ამო(ამოუცნობი მფრინავი ობიექტი) ეგონათ.

სპრაიტის ერთ-ერთი უცნაური თვისებაა მათი ხშირი წარმოქმნა ჯგუფებად, ასევე ამოუხსნელია მათი მიმართულების თავისებურება. სპრაიტების ფერი დამოკიდებულია სიმაღეზე, ძირითადად მათი ფერი არის ლურჯი რომელიც შემდეგ გადადის წითელში ან მთლიანად წითელი.

რათქმაუნდა ეს არის მწირი ინფორმაცია ამ ფენომენის შესახებ, მაგრამ დღესდღეისობით მხოლოდ ეს არის რაც ვიცით სპრაიტების შესახებ.

დიდი ბოდიშს გიხდით, რატომღაც აქ ვიდეო ვერ დავდე, მაგრამ ამ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ ეს ფენომენი რეალურად

DaviDovicH

var taviseburi xasiatis mqone bichi, ver vitan usamartlobas, uzrdelobas da garyvnolobas. miyvars sayvarel adamianebtan urtiertoba, cota daleva :D da ra tqma unda ucnauri blogic.

მსგავსი ამბები

Back to top button