საკითხავისაქართველო

ცხოვრება მაინც მშვენიერია !

18de55ce1ed7
ალბათ ამ სათაურის წაკითხვისას იტყვით მშვენიერი არა ის კიდე, მაგაზე რთული და საშინელი არაფერიაო, მაგრამ შემოდით სრულიადში და ნახავთ,რომ მიუხედავად ყველაფრისა ცხოვრება მაინც მშვენიერია .. ! : ))

ამ ქვეყანას ტირილით ვგებებით,მაგრამ წასვლაც არ გვინდა. ცხოვრება,მარტივი არავისთვისაა,იგი ყველასთვის მეტნაკლებად რთული და ჩახლართულია. ხშირად მესმის გარშემომყოფთაგან “რა უბედური ვარ” , “რატომ გავჩნდი”,”სიცოცხლე აღარ მინდა” და ა.შ. ქუჩაში ხალხი დაღვრემილი და ცხვირჩამოშვებული დადის,თუ შემთხვევით კარგ ხასიათზე ხარ,რაიმე გაგახსენდა და გაგეღიმა იტყვიან ეს ნამდვილად გიჟია,ქუჩაში რა უნდა წავიდეს ასათიანისკენ ჩაისეირნოსო. :)

დიდი თუ პატარა,თითქმის სრული უმრავლესობა დღედაღამ გაიძახის ფული,ფული,მეტი ფული გვინდაო. ყველა ფიქრობს,რომ ბეევრი ფული ბედნიერებისა და კეთიდღეობის საწინდარია,მაგრამ წარმოიდგინეთ თქვენი ცხოვრება მეგობრების,საყვარელი ადამიანებისა და ცხოველების გარეშე,უამრავი ფულითა და მდიდრული ვილებით. ახლა გულწრფელად თქვით, ბედნიერი იქნებით ?

პასუხი მარტივია,ვერ იქნებით იმიტომ,რომ არ გეყოლებათ გვერდით ის ადამიანები რომლებსაც უყვარხართ და გიყვართ,ვერ გაუზიარებთ მათ თქვენს გასაჭირსა თუ ბედნიერებას.

a8dd526ec5fc
ჯერ მარტო პატარა ბავშვის ღიმილი და ჩახუტება რამხელა სიხარულის მომტანია.როცა პაწია ხელებს კისერზე შემოგხვევს და ლოყაზე მაგრად გაკოცებს. ამ ბედნიერების გამოვლინება უნებლიე ღიმილია თქვენს სახეზე.

ნუთუ ერთი წუთით მაინც არ თვლით თავს ბედნიერად და ცხოვრებას მშვენიერად,როცა საყვარელი ადამიანის გვერდით ხართ?
520098002d15

95a0d18a0054

81519c7f5054

ჩვენს ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები რომელთა გარეშეც ცხოვრება წარმოუდგენელლია.ამ ადამიანებს ჩვენი უსიტყვოდ ესმით,ბევრ საჭირო რჩევას გვაძლევენ,ყველაზე კარგად გვიცნობენ და ყველაზე ახლოს მოდიან ჩვენს შინაგან სამყაროსთან. ალბათ მიხვდით,რომ ნამდვილ მეგობრებს ვგულისხმობ,ადამიანებს რომელებიც მუდამ ჩვენს გვერდით არიან და ჩვენი ბედნიერება საკუთარივით უხარიათ.

a5db5c51453d

3e26c6c9b80f

cfd2dc23d37a

0a081396f212

16145e213b9d

მეგობრობამ (ისევე როგორც სიყვარულმა) არ იცის კანის ფერი. მეგობრები, ერთი შეხედვით განსხვავებული ადამიანები შეიძლება გახდნენ,მაგრამ ჩინებულად გაუგონ ერთმანეთს.
28ef907e9081

2481218d5319

a6a3046b3d57

მეგობრები და ჩვენთვის სხვა საყვარელი ადამიანები ღვთის ჯილდო არიან,მათთან ერთად დავდივართ ამ ცხოვრების ვიწრო და დახლართულ ბილიკებზე,ისინი გვანიჭებენ უდიდეს სიხარულსა და ბედნიერებას. მიუხედავად წუთისოფლის სიმძიმისა,ყოველთვის გვაძლევენ მიზეზს რომ გავიღიმოთ,ცხოვრებას ოპტიმისტურად შევხედოთ და ვთქვათ :”მიუხედავად ყველა სირთულისა,ცხოვრება მაინც მშვენიერია,თითოეული დღე ახალი სასწაულია იმიტომ,რომ ჩემს გვერდით მეგობრები და საყვარელი ადამიანები არიან ! ”
efbeefccf7a2

990d93394b9e

მეგობრებოო მინდა ყველაას (უცნაურელების ჩათვლით გითხრათ :
c2870e1ac494

ახლა კი გაიღიმეთ,ცხოვრება მშვენიერია ! : ))
73f8932c66d2

 

P.S ეს ჩემი პირველი პოსტია ასეთ თემაზე. იმედია მოგეწონათ,თუ არადა ძალიან მკაცრად მაინც ნუ გამაკრიტიკებთ : ))

მსგავსი ამბები

Back to top button