არქივი

ფრაზები,რომლებიც გაიძულებს გააკეთო შენაძენი

69da0b781594

ძალიან იშვიათია, როცა ადამიანი დანახვისთანავე ყიდულობს რაიმე ნივთს.ხშირ შემთხვევაში იგი ჯერ ათვალიერებს, ყნოსავს,სინჯავს,იზომებს,აანალიზებს ფასს და მხოლოდ ამის შემდეგ აკეთებს შენაძენს.მაგრამ გამყიდველი ცდილობს დააჩქაროს ეს პროცესი და მაღაზიის სასარგებლოდ წარმართოს საქმე.ასეთ შემთხვევაში ისინი იყენებენ ყველასათვის ნაცნობ ფრაზებს,რომელიც ისე თუ ასე ზემოქმედებს ადამიანის გადაწყვეტილებაზე.თქვენ ალბათ არაერთხელ გსმენიათ მსგავსი ფრაზები,მაგრამ მაინც შეგახსენებთ ზოგიერთ მათგანს.

1.მე თვითონაც მაქვს ასეთი სახლში

კონსულტანტს შეუძლია აბსოლუტურად გულწრფელად აღიაროს ,რომ თვითონაც ხმარობს მსგავს პროდუქციას.მაგრამ ეს მხოლოდ სარეკლამო სვლაა,თქვენამდე 10 მყიდველს მაინც უთხრა იგივე,არადა შეუძლებელია მას სახლში 10 ერთნაირი პროდუქტი ჰქონდეს.მყიდველი ხშირად ტყუვდება ამ ფრაზით,რადგან მას მიაჩნია რომ გამყიდველი თავისთვის ცუდ პროდუქტს არ შეიძენდა.

2.ისეთი,თქვენ რომ გსურთ არ არსებობს

წარმოიდგინეთ რომ მაღაზიაში ტანსაცმელს ისინჯავთ,მაგრამ მაინცადამაინც არ მოგწონთ,ან იქნებ სხვა ფერის რომ იყოს…ან სხვანაირი ღილებით…საბოლოოდ გამყიდვლის მოთმინება ივსება და ის გიცხადებთ,რომ ისეთი თქვენ რომ გინდათ ბუნებაში არ არსებობს.არადა სამყაროში არსებობს ყველაფერი რასაც კი ისურვებთ ოღონდაც ამისათვის ბევრის გადახდა მოგიწევთ.უბრალოდ მოერიდეთ ასეთ გამყიდველს,რომლის ფანტაზიაც მაღაზიას არ ცდება.

3.ყიდულობთ?მაშინ გაჩვენებთ

ხშირად ხდება როდესას გამყიდველი უხეშად მოგმართავთ და გთხოვთ არ შეეხოთ ნივთს თუ მის ყიდვას არ აპირებთ.თითქოსდა მას სურს ამით პროდუქტს ელიტურობა შესძინოს,ვითომდა ის ყველასთვის არაა, მხოლოდ მათთვის ვისაც ფული აქვს.არ არის საჭირო გამყიდველთან ჩხუბის ატეხა,დაიმახსოვრეთ ვერავინ გაიძულებთ ნივთის შეძენას მხოლოდ იმიტომ, რომ ის მოიზომეთ.

ef5d1f3a44c9

4.ძალიან გიხდებათ.ზუსტად თქვენთვისაა

კომპლიმენტები ხშირად აბნებს ადამიანს და აიძულებს არასასურველი ნივთი შეიძინოს.განსაკუტრებიტ ასეთ მახეში ქალები ებმებიან,ისინი ყიდულობენ პროდუქტს,მერე კი ნანობენ ამის გამო.ამიტომაც კარგად დაფიქრდითსანამ რაიმეს შეიძენთ,გახსოვდეთ ყველა მაღაზია არ იბრუნებს პროდუქციას.

5.გაიწელება

განსაკუთრებით მაშინ ხმარობენ როცა საქმე ეხება ნატურალური ტყავის პროდუქტს.დაიმახსოვრეთ, ტყავის ფეხსაცმელი არ გაიწელება,შეიძლება დროთა განმავლობაში ზომაში გაიწიოს,მაგრამ ეს არ იქნება ლამაზი.

9317a14bbb9f

6.ეს ბოლო ეგზემპლარია!

თქვენ ძალიან მოგეწონათ რაღაც ნივთი,მაგრამ არ გადაგიწყვეტიათ იყიდოთ თუ არა.ამ დროს გამყიდველი გიმტკიცებთ,რომ ეს ბოლოა.თქვენ უცებ იღებთ საფულეს და ყიდულობთ ბოლო ეგზემპლარს, დაფიქრდით იქნებ ეს არც ისეთი იშვიათი ნივთია.

7.იყიდეთ ორი პროდუქტი და მესამე გადმოგეცემათ საჩუქრად

კარგად დაფიქრდით აწყობს თუ არა მაღაზიას ყოველ მყიდველს აჩუქოს დამატებითი პროდუქტი.რა თქმა უნდა,არა. ეს მხოლოდ მაშინ ხდება,როცა ფასია გაზრდილი.

მსგავსი ამბები

Back to top button