არქივი

სიყვარულის 10 საიდუმლო

36b62cac0b5a

აქ არის მოცემული ფსიქოლოგების რჩევა სიყვარულის შესახებ.იმედია ცხოვრებაში გამოგადგებათ…..

 

1.ფიქრის ძალა

სიყვარული ფიქრით იწყება.ჩვენ ვხვდებით იმ სამყაროს ნაწილი,რომლებსაც ფიქრში ვქმნით.ეს სამყარო სავსე

სიყვარულითა და სიცოცხლით.

2.პატივისცემის ძალა

რომ შეგიყვარდეს,ჯერ პატივს უნდა სცემდე.სხვას რომ სცემდე პატივს,ჯერ საკუთარი თავის პატივისცემა უნდა ისწავლო.

3.გაცემის ძალა

თუ სიყვარულის მიღება გინდა,მისი გაცემაც უნდა შეგეძლოს.რაც უფრო ბევრ სიყვარულს გასცემ,მეტს მიიღებ უკან.სიყვარულის

ფორმულა იმაში კი არ მდგომარეობს,რისი აღება შეგიძლია,არამედ იმაში,რისი გაცემა შეგიძლია.

4.მეგობრობის ძალა

ნამდვილი სიყვარული რომ იპოვო,ჯერ ნამდვილ მეგობარს უნდა მიაგნო.სიყვარული ერთმანეთის ყურებას კი არა,სამყაროს ერთად ყურაბას ნიშნავს

5.შეხების ძალა

ნაზი შეხება სიყვარულის ძლიერი გამოხატულებაა,რომელიც ანგრევს ბარიერს,

მყარებს ურთიერთობას.ოღონდ ეს შეხება არ უნდა იყოს ვულგარული.

6.თავისუფლების ძალა

თუ ვინმე გიყვარს,მიეცი მას თავისუფლება.თუ დაგიბრუნდა,ესე იგი ის შენია,თუ არ დაგიბრუნდა,

არ იდარდო,ესე იგი ის არც არასოდეს ყოფილა შენი.

ჭეშმარიტი სიყვარულის დროსაც კი სჭირდებათ ადამიანებს საკუთარ სამყაროში თავისუფლება,ნუ შეზღუდავთ მას.

7.ურთიერთობის ძალა

როცა გულწრფელად ვურთიერთობთ,ცხოვრება გაცილებით იოლია.

ნუ შეგრცხვებათ სამი ჯადოსნური სიტყვის თქმა-“მე შენ მიყვარხარ”.ნუ მოერიდები მის შექებას.

8.ერთგულების ძალა

სიყვარული რომ ნამდვილი იყოს,მისი ერთგული უნდა იყო.რამდენ ხანსაც იქნებით ერთმანეთის ერთგულნი,იქამდე გასტანს თქვენი სიყვარული.

9.გრძნობის გამოხატვის ძალა

გრძნობა და განცდები აღვივებს სიყვარულის ცეცხლს და ჩაქრობის საშუალებას არ აძლევს.გამოხატე შენს რჩეულთან გრძნობები.

ნურც სიურპრიზებს მოერიდები,გამორიცხული არ არის,საპასუხო სიურპრიზი მიიღო.

10.ნდობის ძალა

ნდობა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია სიყვარულისათვის.საპირისპირო შემთხვევაში ერთი ეჭვიანი და მუდმივად გაღიზიანებული ხდება,

მეორე ხაფანგსჰი გრძნობს თავს.მიეცი მას მეტი თავისუფლება და უფრო  მეტად მოუნდება შენთან მოსვლა.


1ce61c78197c

0d1438f2a046

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button