არქივი

პუნიკური ომები

aaed606c9272
გაგრძელება აქვეა…

ჰანიბალი იყო დიდი კართაგენელი მხედართმთავარი. იგი იყო ასევე ცნობილი კართაგენელი სარდლის ჰამილკარ ბარკას უფროსი შვილი. ჰანიბალს ჰყავდა ორი ძმა ჰასდრუბალი და მაგონი, რომლებმაც ისევე როგორც ჰანიბალმა დიდი კვალი დატოვეს კართაგენის ისტორიაში. ჰანიბალი დიდად გამოირჩეოდა მისი თანამედროვე სარდლებისაგან, რომელნიც გატკეპნილი გზით მიდიოდნენ დიდებისაკენ. ჰანიბალი დაიბადა ძვ.წ. 247 ან ძვ.წ 246 წელს. მან მიიღო კარგი განათლება და პატარაობაშივე დადო ფიცი, რომ რომს არ აპატიებდა კართაგენისთვის მიყენებულ შეურაცყოფას და ამ ფიცის ერთგული დარჩა სიცოცხლის ბოლომდე.

03e3f74e9f16

პირველი პუნიკური ომი (ძვ.წ 264-ძვ.წ 242 წ) დაწყების მიზეზი იყო დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთზე ჰეგემონობა. მოცემულ დროს რომაელებმა უკვე მთლიანად დაასრულეს იტალიაში ექსპანსია და სურთად ზღვაზე ბატონობის მოპოვება, მაგრამ მათ არც გამოცდილება ჰქონდათ არც ფლოტი, ხოლო კართაგენი უკვე აკონტროლებდა დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის დიდ ნაწილს, მას დაპყრობილი ჰქონდა სიცილია, სარდინია, კორსიკა და სამხრეთ ესპანეთი. მიუხედავად ამისა რომაელებმა მოიპოვეს ამ ომში გამარჯვება რის შედეგადაც დაიპყეს სიცილია, თვითონ კართაგენში კი ამ დამარცხებისგან ისე აირია სიტუაცია რომ რომაელებმა უპრობლემოდ დაიკავეს სარდინიაც და კორსიკაც.

2f8d98fd02bc

მეორე პუნიკური ომი (ძვ.წ 218- ძვ.წ 202წ) კართაგენი არ აპირებდა მარცხთან შეგუებას.ზღვაზე დაკარგული კუნძულების სანაცვლოდ კართაგენმა ახალი ესპანური ოლქები დაიპყრო.ძვ.წ.226/225 წლებში რომმა და კართაგენმა პირინეს ნახევარკუნძულზე თავიანთი გავლენის გამყოფ ზოლად მდ. ებრო დაასახელეს.ეს შეთანხმება რომაელებმა დაარღვიეს, როცა კართაგენის ზონასჰი მდებარე ქ. საგუნტუმი თავის მფლობელობაში მოაქციეს.ეს გახდა რომსა და კართაგენს შორის ახალი ომის საბაბი.ძვ.წ. 219 წელს 25 წლის კართაგენელმა სარდალმა ჰანიბალმა აიღო საგუნტუმი.საპასუხოდ რომმა კარტაგენს ბრძოლა გამოუცხადა.ასე დაიწყო მეორე პუნიკური ომი.ჰაიბალმა გადაწყვვიტა მტრის ტერიტორიაზე ეომა.ძვ.წ. 218 წელს მან 40 000–იანი ჯარით ალპები გადალახა და ჩრდილო იტალიაში შევიდა.რომის მოძულე გალური ტომები, რომლებიც ჰანიბალს გამათავისუფლებლად მიიჩნევდნენ, მის ,ებრძოლთა რიგებს ავსებდნენ.რომი ბრძოლას ბრძოლზე აგებდა.გარდატეხა რომის სასარგებლოდ დაიწყო მხოლოდ ძვ.წ. 210 წლიდან,მას სჰემდეგ, რაც რომის მტავარსარდლად დაინიშნა პუბლიუს კორნელიუს სციპიონი.სციპიონმა ჯერ ესპანეთში მიაყენა დარტყმა კართაგენელებს,შემდეგ ჩრდილო იტალიაში,სულ ბოლოს კი საბძოლო მოქმედებები აფრიკაში გადაიტანა. ძვ.წ. 202 წელს სციპიონი და ჰანიბალი შეხვდნენ ზამასთან.ამ ბრძოლისას ნუმიდიელთა მხედრობამ ურალატა ჰანიბალს და რომაელთა მხარეზე გადავიდა.ჰანიბალი დამარცხდა.ასე დამთავრდა მეორე პუნიკური ომი.კართაგენმა დაკარგა სამფლობელოები ესპანეთში, დაედო კონტრიბუცია 10000 ტალანტის ოდენობით, აეკრძალა სამზედრო ფლოტისა და საბრძოლო სპილოების ყოლა.

a9afff89c9bd

მესამე პუნიკური ომი (ძვ.წ 149-ძვ.წ 146 წ)მეორე პუნიკურ ომში დამარცხების შემდეგ კართაგენი ძლიერ დასუსტდა, მაგრამ რომს ჰანიბალის აჩრდილი მოსვენებას არ აძლევდა. სენატორი კატონ უფროსი სენატის ყოველ სხდომაზე ერთი და იმავეს იმეორებდა:”კართაგენი უნდა დაინგრეს!” ძვ.წ. 149 წელს რომაელებმა კართაგენს ალყა შემოარტყეს. ამჯერად რომაელებს სარდლობდა სციპიონ აფრიკელი უმცროსი, შთამომავალი სახელოვანი პუბლიციუს კორნელიუს სციპიონისა. ჯარის გარეშე დარჩენილი კართაგენის მოსახლეობა 3 წლის განმავლობაში მამაცურად იცავდა თავს, ამაგრებდა თითოეულ სახლს. ალყა 3 წელს გრძელდებოდა, ბოლოს რომაელებმ აირეს კართაგენი. ჯერ დაანგრიეს, შემდეგ გადახნეს და მარილი დათესეს, რომ არაფერს გაეხარა ამ მიწაზე.კართაგენის სამფლობელოები რომის ხელში გადავიდა.
d5f2cf8a10b6
რომაელები კართაგენელებს პუნებს უწოდებდნენ ამიტომ ეწოდა ამ ომებს-პუნიკური ომები.

 
წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button