არქივი

გამოჩენილი ბიზნესმენები (მეორე ნაწილი)

106a95507fe2

ვაგრძელებ შემეცნებით-გასართობ ციკლს და ამჯერად, როგორც შეგპირდით, გთავაზობთ ბილ გეითსის მოღვაწეობას.

s
უილიამ (ბილ) გეითსი- კორპორაცია “მაიკროსოფტ”-ის (Microsoft) ერთ-ერთი დამფუძნებელი, მმართველობის თავმჯდომარე და პროგრამული უზრუნველყოფის მთავარი არქიტექტორი, პერსონალური კომპიუტერებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მსოფლიოში წამყვანი მწარმოებელია.
უილიამ გეითს-მესამე 1955 წლის 28 ოქტომბერს დაიბადა. ის თავის ორ დასთან ერთად სიეტლში გაიზარდა. საქმის წარმოების ტალანტი უილიამ გეითსმა მშობლებისგან მემკვიდრეობით მიიღო. მის მამას, წარმატებულ იურისტს და დედას, წარსულში მასწავლებელსა და “იუნაითედ უეი ინტერნეშენელ”-ის (United Way International) დირექტორს, ხშირად ჰქონდათ გაცხოველებული საქმიანი დისკუსიები. მსგავსმა საშინაო ვითარებამ გეითსს მისცა დამატებითი სტიმული საქმიანი ჩვევების განვითარებისაკენ.
გეითსი 14 წლის ასაკში გაიტაცა კომპიუტერმა, მას შემდეგ, რაც “ლეიკსაიდ მაზერს ქლაბ”-მა (Lakeside Mothers Club) მის მშობლიურ ქალაქში გარკვეული თანხა ტერმინალში დააბანდებინა, რომელიც ტელეფონით კომპიუტერთან იყო შეერთებული. მალე ბილმა და მისმა სამმა მეგობარმა “ლეიკსაიდ პრორამინგ გრუპი” (Lakeside Programming Group) ჩამოაყალიბა. თავის მეგობართან, პოლ ალენთან (Paul Allen) ერთად ის შედიოდა კომპიუტერულ ცენტრში, რათა ემუშავა იქ ღამით ან დღის საათებში, როცა ყველა ფიზკულტურით იყო დაკავებული. მისმა გატაცებამ გამოყენებითი პროგრამებით საბოლოო ჯამში მიიყვანა იქამდე, რომ მან შეიმუშავა სკოლაში ხელფასის გაანგარიშებისა და საგზაო მოძრაობის მონიტორინგის სისტემა. ერთი პერიოდი, ბილი მისმა მეგობრებმა “ლეიკსაიდ პროგრამინგ გრუპიდან” გამოაგდეს იმ მიზეზით, რომ ის ყველაზე უმცროსი იყო. თუმცა მალე აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციას არ შეეძლო მის გარეშე ფუნქციონირება და ბოლოს სთხოვეს, დაბრუნებულიყო და გამხდარიყო მათი პრეზიდენტი.
d
სტივ ბალმერი

1973 წელს გეითსი ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ჰარვარდში ბილი და სტივ ბალმერი (Steve Ballmer) ერთ სართულზე ცხოვრობდნენ. დღეისათვის ბალმერი “მაიკროსოფტის” ვიცე-პრეზიდენტია. ამავე წელს, გეითსმა პოლ ალენთან ერთად პროგრამირების ენა,- “ბეისიკი” (BASIC) შეიმუშავა “მიტც”-ის (MITS) კომპანიისთვის, რომელიც კორპორაცია “ინტელ”-ის (Intel) მიერ გამოშვებულ კომპიუტერულ ნაკრებს ჰყიდდა ახალი მიკროპროცესორით.
f
ბილ გეითსმა მესამე კურსზე ჰარვარდში სწავლა მიატოვა და გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი “მაიკროსოფტისთვის”, რომელიც პოლ ალენთან ერთად 1975 წელს დააფუძნა. მტკიცედ დარწმუნებულებმა იმაში, რომ პერსონალური კომპიუტერი შეუცვლელი იქნება ყოველ სამუშაო ადგილზე და ყოველ სახლში, მათ დაიწყეს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება პერსონალური კომპიუტერისთვის.
სკოლაში მიღებულმა გამოცდილებამ თავისი დადებითი როლი ითამაშა მათ წარმატებაში. მთელი რიგი წარმატებისა და წარუმატებლობის შემდეგ, რაც გამოწვეული იყო “მიტცის” ფინანსური პრობლემით, გეითსს შესაძლებლობა გაუჩნდა შეემუშავებინა “ემ-ეს-დოს”-ის (MS-DOS) საოპერაციო სისტემა “აი-ბი-ემ” (IBM) პერსონალური კოპიუტერებისთვის. ამ გარიგებამ “აი-ბი-ემ”-თან “მაიკროსოფტი” პროგრამული უზრუნველყოფის შემმუშავებელ წამყვან კომპანიათა რიგში გადაიყვანა და 1981 წლისთვის ფირმის შემოსავალმა 16 მილიონი დოლარი შეადგინა.
პირველი წლები ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა “მაიკროსოფტის” გადარჩენისთვის. მაგრამ გეითსმა არატიპური მეწარმის უნარი გამოავლინა. იმ დროს, როცა მისი კოლეგები დინამიკური კომპიუტერის ბიზნესიდან ან შევიწროვებულ იქნენ, ან თავისი ნებით წავიდნენ საქმიდან, მან არა მხოლოდ შეინარჩუნა “მაიკროსოფტ”-ზე კონტროლი, არამედ მიაღწია იმას, რომ კომპანიის ისტორია პროგრამული უზრუნველყოფის პრესტიჟულ ბაზარზე წარმატების ერთ-ერთ შთამბეჭდავ ისტორიად გადაქცეულიყო.
რამ შეუწყო მას ხელი შეენარჩუნებინა საწარმოს მდგრადობა ადრეულ ეტაპზე? აქ პასუხი ერთია: ეს შესაძლებელი გახდა კარგი საქმიანი ალღოს წყალობით და “მაიკროსოფტ”-ის გონივრული მართვით ამ კრიტიკულ პერიოდში.
გულდასმით ფინანსურმა დაგეგმვამ და ანალიზმა, კვალიფიციური თანამშრომლების დაქირავებამ სამუშოზე, ბაზრის გონივრულმა ანალიზმა კომპანია ღია ტიპის აქციონერულ კორპორაციად გადააქცია.
“მაიკროსოფტ”-ის წარმატება შეუძლებელი იქნებოდა პროგრამული უზრუნველყოფის მაღალკონკურენციულ ბაზარზე გულდასმით მართვისა და გონივრული გადაწყვეტილების მიღების გარეშე. ხანგრძლივმა საათებმა, რომელიც დაიხარჯა ახალი საოპერაციო სისტემის შემუშავებაზე, კომპანიას განსაკუთრებული რეპუტაცია შეუქმნა. ფირმის ზრდის შესაამისად გეითსმა ისწავლა პასუხისმგებლობის დელეგირება, ამასთან, შეინარჩუნა გარკვეული კონტროლი მისთვის დამახასიათებელი მართვის მკაცრი სტილით, რომელიც გამიზნულია სრულყოფილების მიღწევაზე. “მაიკროსოფტ”-ის გონივრულმა მართვამ საწყის ეტაპზე შესაძლებელი გახადა ისეთი მნიშვნელოვანი ახალი საქონლის შექმნა, როგორც პროგრამათა პაკეტი “უინდოუსი” (Windows) – გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა “აი-ბი-ემ”ის პერსონალური კომპიუტერებისთვის და “ექსელი” (Exel)- პაკეტი “მაკინტოში”-სთვის (Macintosh).
g
გეითსის მოქმედებას გარკვეული კრიტიკაც მოჰყვა. ზოგიერთებს მიაჩნდათ, რომ მის ცოდნას კომპიუტერული მეცნიერების სფეროში ბევრი ხარვეზი გააჩნია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის აგრძელებს თავისი ცოდნის გამოყენებით ახალი სფეროების ძებნას, რათა შეინარჩუნოს კომპანიის ზრდა. 1987 წელს “მაიკროსოფტ”-ის შემოსავლები და მოგება 87%-ით გაიზარდა და 70 მილიონ დოლარს მიაღწია, რამაც ის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიად აქცია აშშ-ში პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების სფეროში.
გეითსის ხელმძღვანელობით “მაიკროსოფტი” სისტემატურად ანვითარებს და სრულყოფს საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და პროდუქტებს. სწრაფვა იმისკენ, რომ კომპიუტერთან მუშაობა უფრო უბრალო, ეკონომიური და სასიამოვნო გახადოს,-“მაიკროსოფტ”-ის წარმატების საწინდარია. ამასთან, არც გრძელვადიანი, სამომავლო პერსპექტივებიც რჩება ყურადღების გარეშე- 1999 საფინანსო წელს მარტო სამეცნიერო კვლევით სამუშაოებზე 3 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო.
პერსონალური კომპიუტერის განვითარების თაობაზე ბილ გეითსის განჭვრეტის ნიჭი “მაიკროსოფტ”-ისა და მთლიანად პროგრამული უზრუნველყოფის წარმატების გასაღები ფაქტორი გახდა. გეითსი დღემდე აქტიურად მონაწილეობს კომპანიის მართვასა და სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაში. ასევე, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალი პროდუქტების ტექნიკურ შემუშავებაში. მისი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი კლიენტებთან შეხვედრებსა და მთელ მსოფლიოში კორპორაციის თანამშრომლებთან ელექტრონული ფოსტით ურთიერთობას მიაქვს.
უკვე რამდენიმე წელია, ბილ გეითსი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია. მისი ქონების ზრდის დინამიკა 1996 წლიდან 2002 წლამდე ასე გამოიყურება:
1996- $18,5 მლრდ.
1997- $36,4 მლრდ.
1998- $51 მლრდ.
1999- $90 მლრდ.
2000- $60 მლრდ.
2001- $58,7 მლრდ.
2002- $52,8 მლრდ.

1995 წელს ბილ გეითსმა, “მაიკროსოფტ”-ის ვიცე-პრეზიდენტ ნათან მირვოლდისა (Nathan Myhrvold) და ჟურნალისტ პეტრე რაინარსონის (Peter Rinearson) თანაავტორობით დაწერა წიგნი “გზა მომავლისკენ” (The Road Ahead), რომელშიც გადმოცემულია თავისი შეხედულებები იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით მიდის საზოგადოება ინფორაციული ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებით. წიგნი შვიდი კვირის მანძილზე პირველ ადგილზე იყო გაზეთ “ნიუ იორკ თაიმსის” (New York Times) ბესტსელერთა სიაში, ხოლო საერთოდ ბესტსელერთა სიაში 18 კვირის მანძილზე იყო შესული. “გზა მომავლისკენ” 20-ზე მეტ ქვეყანაში გამოიცა. მარტო ჩინეთში 400 000 ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა.
z
1996 წელს, როცა კორპორაცია “მაიკროსოფტ”-მა ორიენტაცია აიღო ინტერნეტ-ტექნოლოგიებზე, გეითსმა წიგნში მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა. წიგნის მეორე გამოცემაში გამოხატულება ჰპოვა იდეამ იმის შესახებ, რომ ინტერაქტიული ქსელის გამოჩენა მნიშვნელოვანი ეპოქაა კაცობრიობის განვითარების ისტორიაში. ასევე ბესტსელერი გახდა მეორე გამოცემაც, რომელიც რბილი ყდით გამოვიდა.
1999 წელს ბილ გეითსმა კოლინზ ჰემინგუეის (Collins Hemingway) თანაავტორობით დაწერა წიგნი “ბიზნესი აზროვნების სიჩქარით” (Business the Speed of Thought), რომელიც უჩვენებს, თუ როგორ შეუძლიათ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ბიზნეს-ამოცანების გადაწყვეტა სრულიად ახლებური მიდგომით. წიგნი გამოიცა 25 ენაზე და მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში იყიდებოდა, რომელმაც კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა და ბესტსელერთა სიაში შეიტანეს გაზეთებმა: “ნიუ იორკ თაიმსი” (New York Times), “იუ-ეს-ეი თუდეი”USA Today), “უოლ სთრით ჯორნალ” (Wall Street Journal) და ვებ-სერვერმა -“ამაზონქომ” (Amazon.com).
ორივე წიგნის რეალიზებიდან შემოსული თანხები გეითსმა საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა, რომლის საქმიანობაც მიმართულია სასწავლო პროცესებში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების მხარდასაჭერად.
კომპიუტერული ტექნოლოგიების გარდა, ბილ გეითსი დაინტერესებულია ბიოტექნოლოგიებით. ფლობს სხვადასხვა კომპანიების აქციებს.
1994 წლის 1 იანვარს ბილ გეითსი დაქორწინდა მელინდა ფრენჩზე (Melinda French). 1996 წელს შეეძინათ ქალიშვილი- ჯენიფერ კეტრინ გეითსი (Jennifer Katharine Gates), ხოლო 1999 წელს ვაჟიშვილი- როური ჯონ გეითსი (Rory John Gates).
h
ბილი და მელინდა

ბილ და მელინდა გეითსებმა დააფუძნეს საქველმოქმედო ფონდი და მასში შეიტანეს 17 მილიარდ დოლარზე მეტი ჯანდაცვისა და განათლების სფეროში ფილანტროპიული ინოვაციების მხარდასაჭერად. ამ ფონდმა 2000 წლისთვის უკვე გადასცა 300 მილიონ დოლარზე მეტი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს, 54 მილიონზე მეტი წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის სანაპიროს ქვეყნებში საზოგადოებრივი პროექტებისთვის, 29 მილიონზე მეტი სხვა სპეციალური პროექტებისთვის და ყოველწლიური საქველმოქმედო კამპანიების ფარგლებში.
ბილ გეითსი ბევრს კითხულობს, ასევე უყვარს გოლფისა და ბრიდჯის თამაში.
1997 წელს გეითსი მოსკოვს ეწვია. მან კრემლის სახელმწიფო სასახლეში მოხსენება წაიკითხა თემაზე: “კომპიუტერული ტექნოლოგიების დღევანდელობისა და მომავლის შესახებ”.
კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, თუ როგორ შეიძლება დაიკარგოს 11 მილიარდი დოლარი 13 დღის განმავლობაში:
1999 წლის 22 ივლისის მონაცემებით ბილ გეითსის სიმდიდრე შეადგენდა- 106 929 000 000 აშშ დოლარს, ხოლო ამავე წლის 5 აგვისტოს მონაცემებით კი- 95 918 200 000 აშშ დოლარს. სად წავიდა 11 010 800 000 აშშ დოლარი?
საქმე იმაში გახლავთ, რომ 1999 წლის 22 ივლისს 1 აქციის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 94,69 აშშ დოლარს, ხოლო იმავე წლის 5 აგვისტოსთვის- 84,94 აშშ დოლარს, გეითსის აქციების რაოდენობა კი იმ დღისთვის დაახლოებით 1 129 280 000 ცალს შეადგენდა.

 

x

 

ბილ გეითსის სიმდიდრის ინდექსი

ბილ გეითსის პერსონალურ ანგარიშზე ფიქსირებულმა თანხამ 40 მილიარდ დოლარს გადააჭარბა (მონაცემები აღებულია 1998 წლის დასაწყისში). მან იცის, თუ რა გზით იშოვოს ფული. წარმოიდგინეთ, რომ ბილმა ეს ტანხა 22 წლის განმავლობაში დააგროვა, ე.ი. მას შემდეგ, რაც 1975 წელს დაარსდა ფირმა “მაიკროსოფტი”. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ამ ფირმის დაარსებიდან მოყოლებული გეითსის სამუშაო დღე 14 საათს გრძელდება, საათში ის ნახევარ მილიონ დოლარს, ე.ი წამში დაახლოებით 150 დოლარს გამოიმუშავებს.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სახლიდან ოფისისკენ მიმავალ გზაზე ბილი თუ შეამჩნევს, ან თუ შემთხვევით დაუვარდება 500 დოლარიანი თამასუქი, ის მის აღებაზე დროს არ დახარჯავს, რადგან მეტს გააკეთებს, თუ არ დააყოვნებს და ოფისში დროზე მივა. ჩვენი გამოთვლებით, იმისათვის, რომ დაიხაროს და აიღოს თამასუქი მას 4 წამი დასჭირდება. რა თქმა უნდა, მას შეუძლია დაიქირავოს ადამიანები, რომლებიც მის მიერ შემთხვევით დაგდებულ 500 დოლარიან თამასუქებს აიღებენ. მაგრამ ის ამას არ გააკეთებს, რადგან თავის ქონებასა და დროზე სხვაგვარად ფიქრობს.

1998 წლის იანვრიდან ივლისამდე მან 16 მილიარდი გამოიმუშავა. ე.ი (ამ თანხის გათვალისწინებით) თუ ის 10 000 დოლარის ღირებულების თამასუქს იპოვის დაუფიქრებლად გააგრძელებს გზას და არც კი დაიხრება მის ასაღებად.

1999 წლის 22 ივნისის ნომერში გაზეთმა “ინტერნეშნლ ჰერალდ ტრიბუნ”-მა (International Herald Tribune) გამოაქვეყნა სტატია სათაურით- “გეითსი (კიდევ ვინ?) ლიდერობს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიას”. გთავაზობთ ამ სტაიას უმნიშვნელო შემოკლებით:

 

გეითსი (კიდევ ვინ?) ლიდერობს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიას

ახლად შექმნილი ინტერნეტის მრავალფეროვნებისა და საფონდო ბირჟის გაზრდის შედეგად მსოფლიო მილიარდერთა კლუბის წამომადგენელთა რიცხვმა 465-ს მიაღწია და 200 ყველაზე მდიდარი ადამიანის საერთო კაპიტალის მოცულობამ ერთ ტრილიონს გადააჭარბა.

ამრიგად, ადამიანი, რომლის კომპიუტერული პროგრამებით მსოფლიოს პერსონალურ კომპიუტერთა დიდი უმრავლესობა სარგებლობს, მოექცა არა მხოლოდ გაზეთ “ფორბს”-ში (Forbes) გამოქვეყნებულ მსოფლიოში მილიარდერ ადამიანთა სიაში, არამედ, მისი ქონება სამჯერ აღემატება ამ სიის რიგით მეორე ადგილზე მყოფი პიროვნების კაპიტალს.

ბილ გეითსი, “მაიკროსოფტ”-ის თავმჯდომარე და ერთ-ერთი დამაარსებელი, ადამიანი, რომლის პირად ანგარიშზე 90 მილიარდი ამერიკული დოლარია, ბევრად უსწრებს წინ სიაში რიგით მეორე ადგილზე მყოფ უორენ ბაფეტს (Warren Buffett), რომელიც 36 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს.

ეს არის მსოფლიო მილიარდერთა სიის მეცამეტე ყოველწლიური მონაცემები, რაც 5 ივლისს გამოქვეყნდა.

ეკონომიკური ბუმის ფონზე, რაც ფაქტობრივად მართავს ამერიკის საფონდო ბირჟას, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში 7 ამერიკელია.

ზემოხსენებული გაზეთის მონაცემებით 200 მილიარდერის საერთო კაპიტალი ორჯერ აღემატება 463 მილიარდს, ე.ი. თანხას, რომელიც 10 წლის წინ გააჩნდა 200 უმდიდრეს მილიარდერს. გეითსის ქონება უტოლდება 10 წლის წინ სიაში პირველ 9 ადგილზე მყოფ ადამიანთა საერთო ქონებას.

მისი სიმდიდრე, შარშანდელთან შედარებით, ორჯერ გაიზარდა და აპრილში თითქმის 100 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. აღნიშნული სია 30 აპრილის მონაცემებს (1999წ) ეფუძნება.

პირველ ხუთეულში “მაიკროსოფტ”-ის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა დაიკავა ადგილი. ეს გახლავთ პოლ ალენი, რომელიც მესამე ადგილზეა. მისი სიმდიდრე 30 მილიარდი აშშ დოლარით განისაზღვრება. “მაიკროსოფტ”-ის პრეზიდენტი, სტივენ ბალმერი, რომელიც 19,5 მილიარდს ფლობს, მეოთხე ადგილზეა.

პირველ ათეულში ფაქტობრივად თერთმეტი ადამიანია, რადგან სიაში 8-დან 11-ის ჩათვლით ვოლტონის ოჯახის მემკვიდრეები არიან. ისინი აწ გარდაცვლილი სემ ვოლტონის (Sam Walton), “უოლ-მარტ სთორ”-ის (Wal-Mart Stores Inc) დამფუძნებლის, მემკვიდრენი არიან. გაზეთმა “ფორბს”-მა თითოეულის კაპიტალი 16 მილიარდ აშშ დოლარად განსაზღვრა.

მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ქალბატონად მიიჩნევენ ფრანგ ლილიან ბეტენქორტს (Liliane Bettencourt), რომლის სრული ქონება 13,9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ვინაიდან ამ ქალბატონს სიმდიდრე მემკვიდრეობით გადაეცა, მან ვერ დაიმკვიდრა ადგილი იმ პიროვნებათა გვერდით, რომლებმაც საკუთარი შრომით შეაგროვეს ქონება.

მეორე ცნობილი უმდიდრესი ქალბატონი გახლავთ ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე (Elizabeth II), მაგრამ “ფორბს”-ის ინფორმაციით, დედოფლის პირადი ქონება მხოლოდ 450 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, დანარჩენი 16 მილიარდი, მისი ძვირფასეულობანი და ა.შ. , განიხილება როგორც არა დედოფლის, არამედ მთელი ერის საკუთრება.

გაზეთის მიხედვით იმ 86 ადამიანთა შორის, რომელთა კაპიტალი არ აღემატება 4 მილიარდს 7 იაპონელია.

გაზეთის რედაქტორის მოადგილის, კერი დოლანის (Kerry Dolan) განცხადებით “რეალობაში მდიდარნი მდიდრდებიან, ხოლო ხალხს ისიც არა აქვს გააზრებული, თუ რა არის მილიარდი დოლარი”.

 

 

პ.ს. შემდეგში შემოგთავაზებთ ჯონ როკფელერის მოღვაწეობას……

წყარო: გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხვრებიდან.

 

 

მსგავსი ამბები

Back to top button