ახალი ამბებიუკატეგორიო

11 სექტემბერი – ქრონიკა

11 სექტემბრის ქრონიკა

მინდა თვალი გადავავლოთ 11 სექტემბერის ტერაქტის ქრონიკას… მეც არ მავიწყდება ის დღე როდესაც ტელევიზორთან მიჯაჭვული ვიყავი და გაშტერებული ვუყურები ამ სურათებს… მაშინ დავრწმუნდი იმაში რომ თურმე “სხვისი ჭირი,ღობეს ჩხირი” არ იყო პირადად ჩემში და დარწმუნებული ვარ ეს დღე ბევრს ახსოვს და ბევრმა გულთან მიიტანა ის ყველაფერი რაც 2001 წლის 11 სექტემბერს მოხდა…

2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი – ბოინგ-767 ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს 93-ე და 99-ე სართულებს შორის, ადგილობრივი დროით, 08:45 საათზე შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის – 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 11 წევრი. თვითმფრინავი საკმაოდ დიდი რაოდენობის ნავთობით იყო დატვირთული.

შეჯახების მომენტში გაჩენილი ხანძრის შედეგად, რამდენიმე წუთში, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, ლიფტის შახტიდან გამოსული სიცხით კი ადამიანები ფოიეში უჰაერობის გამო იღუპებოდნენ.

მეორე თვითმფრინავი, ადგილობრივი დროით, 09:03 საათზე “ტყუპების” სამხრეთ ცათამბჯენს, 77-ე და 81-ე სართულებს შორის შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 56 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის – ეკიპაჟის 9 წევრი და 5 ტერორისტი. 09:59 საათზე, მცირე ინტერვალებით, ორივე ცათამბჯენი მთლიანად ჩამოინგრა.

მესამე გატაცებული თვითმფრინავი – ბოინგ-757 პენტაგონის მახლობლად, ადგილობრივი დროით, 09:45 საათზე ჩამოვარდა. დაიღუპა 184 ადამიანი, მათ შორის – 59 მგზავრი, 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 6 წევრი.

მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის ტყეში, სამხრეთ-დასავლეთით, პიტსბურგიდან 125 კილომეტრში ჩამოვარდა.

დაიღუპა 37 მგზავრი, მათ შორის – 4 ტერორისტი და ეკიპაჟის 7 წევრი.

2001 წლის 11 სექტემბერს სულ დაიღუპა 1973 ადამიანი, აქედან 24 დღემდე დაკარგულად ითვლება.

“ტერორიზმი მარცხისთვისაა განწირული”
…ყველაფერი სამშაბათს დილით მოხდა – ჩვეულებრივი სამუშაო დღის მყუდროება გამაყრუებელმა ხმამ დაარღვია – “ბოინგ 757” ნიუ-იორკის სავაჭრო მსოფლიო ცენტრის სამხრეთ კოშკს დაეჯახა. იმ დღეს მანჰეტენის ერთ-ერთ ქუჩაზე დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ. “ბოინგის” ძრავების ხმაური და გაოგნებულ გამვლელთა პირველი რეაქციები დოკუმენტალისტებმა სრულიად შემთხვევით ჩაიწერეს.

18 წუთის შემდეგ, თავზარდაცემულმა ამერიკელებმა უკვე ტელევიზორით ნახეს, როგორ დაეჯახა კიდევ ერთი გატაცებული თვითმფრინავი “ტყუპებს”. ამ დროისთვის აშშ-ის თითქმის ყველა ტელეკომპანია ალში გახვეულ სამხრეთ კოშკს უჩვენებდა და მეორე დაჯახება ტელემაყურებელმა პირდაპირი ეთერით იხილა.

“ო, ღმერთო ჩემო,” – ამ სიტყვებით გაწყვიტა ტელეკომპანია ABC-ის კორესპონდენტმა დონ დალერმა თავისი რეპორტაჟი. ნათელი გახდა, რომ საქმე გვქონდა არა უბედურ შემთხვევასთან, არამედ კოორდინირებულ, კარგად ორგანიზებულ ტერორისტულ ოპერაციასთან.

სწორე დიმ დროს, როცა ტერორისტებმა აშშ-ზე შეტევა დაიწყეს, ქვეყნის იმჟამინდელი პრეზიდენტი, ჯორ ბუში ფლორიდის შტატის ქალაქ სარასოტის ერთ-ერთ დაწყებით სკოლას სტუმრობდა. თავდაპირველად პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო და ვიზიტი არ შეწყვეტა, მაგრამ კანცელარიის უფროსმა, ენდრიუ კარდმა ბავშვებით გარემოცულ პრეზიდენტს ანაზდეულად ჩასჩურჩულა:

“ბატონო პრეზიდენტო! ვაჭრობის მსოფლიო ცენტრს მეორე თვითმფრინავი დაეჯახა. ამერიკას თავს დაესხნენ!”

“მე ვესაუბრე ვიცე-პრეზიდენტს, ნიუ-იორკის გუბერნატორს, გამოძიების ფედერალური სამმართველოს დირექტორს და გავეცი განკარგულება, ფედერალური მთავრობის მთელი რესურსები მიმართულ იქნეს მსხვერპლთა და მათი ოჯახების დასახმარებლად, ჩატარდეს ფართომასშტაბიანი გამოძიება ამ აქტის ჩამდენთა გამოსავლენად და დასაჭერად”.

“ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ტერორიზმი მარცხისთვისაა განწირული,” – განაცხადა სკოლის დატოვებამდე პრეზიდენტმა.

“ხალხი ფანჯრებიდან ხტება. მე დავინახე, როგორ გადმოხტა, სულ ცოტა, 13-14 ადამიანი. ეს რაღაც საშინელებაა! ვერ დამიჯერებია, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ხდება,” – გაიხსენებენ მოგვიანებით თვითმხილველები.

ორი საათის მანძილზე ორივე, 110-სართულიანი შენობა ნანგრევებად იქცა. პირველი კოშკის ჩამონგრევიდან დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ პენსილვანიის შტატის ცაში კიდევ ერთი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა დაიწყო:

ოთხმა ტერორისტმა გაიტაცა ნიუ-იორკიდან სან-ფრანცისკოში მიმავალი თვითმფრინავი, რომელშიც 38 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც გამომძიებლები ვარაუდობენ, ტერორისტებს სურდათ, ეს თვითმფრინავიც ბომბად გამოეყენებინათ, მაგრამ მგზავრთა ერთმა ჯგუფმა, როგორც ჩანს, გამტაცებლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა გადაწყვიტა. შედეგად, თვითმფრინავი პატარა ქალაქ შენკსვილის მახლობლად, ტყეში ჩამოვარდა. გამომძიებელთა ვარაუდით, მგზავრების ამ ნაბიჯმა აფეთქებისგან, შესაძლოა, თეთრი სახლი იხსნა.

ნაშუადღევს პრეზიდენტმა ბუშმა მეორედ მიმართა ამერიკელ ხალხს.…

უპრეცედენტო მასშტაბის ტერაქტების ამსახველმა კადრებმა ამერიკასთან ერთად მთელი მსოფლიო გააოგნა. მოგვიანბეით პრეზიდენტი ბუში გაიხსენებს, რომ უცხოელი კოლეგებიდან პირველმა ვლადიმირ პუტინმა დაურეკა თანაგრძნობისა და მხარდაჭერის გამოსაცხადებლად. იმავე დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ტელევიზიით მიმართა თანამემამულეებს:

”დღეს რაც მოხდა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რაოდენ აქტუალურია რუსეთის წინადადება ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიო თანამეგობრობის გაერთიანების შესახებ. ტერორიზმი არის 21-ე საუკუნის შავი ჭირი. რუსეთმა ტერორი საკუთარ თავზე გამოსცადა, ამიტომ ყველაზე უკეთ გვესმის ამერიკელი ხალხის”.

გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა კი ბევრი ევროპელი კოლეგის აზრი ამ სიტყვებით გამოხატა: “ეს მთელი ცივილიზებული სამყაროსათვის ომის გამოცხადებაა!”

11 სექტემბერს, ნაშუადღევს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვაშინგტონზე უფრო უსაფრთხოდ მიჩნეულ ადგილას – ნებრასკის შტატში მდებარე სამხედრო-საჰაერო ბაზაზე გადაიყვანეს, ხოლო ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის სახელგანთქმულ კიბეებზე ამერიკელი კონგრესმენები შეიკრიბნენ, რათა პირობა დაედოთ, რომ გაერთიანებული ძალებით დაუპირისპირდებოდნენ იმათ, ვისაც შემზარავი ტრაგედიის პასუხისმგებლობა ეკისრებოდა.

მაგრამ ვის ეკისრებოდა ეს პასუხისმგებლობა?

ტერაქტებიდან სულ რამდენიმე საათი იყო გასული, როცა შეერთებული შტატების პოლიტიკურ წრეებსა და მედიაში ალაპარაკდნენ მომხდართან ”ალ-ქაიდისა” და მისი ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის შესაძლო კავშირზე. ბრალდება იმავე დღეს კატეგორიულად უარყო თალიბანმა – ავღანეთის მაშინდელმა მმართველმა გასამხედროებულმა ისლამურმა ორგანიზაციამ, რომელიც ბინ ლადენს იფარებდა, თუმცა თალიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უაკილ აჰმედ მუტაუაკილმა ბრალდება უარყო და განაცხადა:

”ვფიქრობ, ძალიან დიდი რამ მოხდა და ისეთი ადამიანის დადანაშაულება, რომელიც თქვენც ვერ წარმოგიდგენიათ ასეთი თავდასხმის მომწყობად, უბრალოდ, უსამართლობაა”.

ფედერალური ბიუროს სამძებრო სამსახურმა მალევე დააკავა ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილები, ეს იყო ყველაზე დიდი და ფართომასშტაბიანი ოპერაცია ფედერალური ბიუროს მთელს ისტორიაში. 7 000 კაცისგან დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამ საქმეზე მუშაობდა. აშშ-ს მთავრობამ გამოიტანა დასკვანა, რომ ეს იყო ოსამა ბინ ლადენის მიერ დაგეგმილი ტერაქტი, რომელიც ალქაიდას ტერორისტებმა განახორციელეს.

ამ განცხადების მიუხედავად, ფედერალური ბიუროს სამძებრო სამსახურმა მალევე დააკავა ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილები. ეს იყო ყველაზე დიდი და ფართომასშტაბიანი ოპერაცია ფედერალური ბიუროს ისტორიაში – ამ საქმეზე 7 000 კაცისგან დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფი მუშაობდა.

აშშ-ის მთავრობამ გამოიტანა დასკვანა, რომ ეს იყო ოსამა ბინ ლადენის მიერ დაგეგმილი ტერაქტი, რომელიც ალ-ქაიდას ტერორისტებმა განახორციელეს.

გამოძიებით დადგინა, რომ 11 სექტემბრის ტერაქტის იდეა ეკუთვნოდა ჰალიკ შეიჰ მუჰამედს, რომელმაც ეს იდეა პირველად 1996 წელს გაანდო ბინ ლადენს.

1998-99 წლებში დაიგეგმა ეს ოპერაცია ბინ ლადენისა და მის თანაშემწის, მუჰამედიმიერ.

1999 წლის ბოლოს უკვე დაგეგმილი იყო შეტევის განხორციელების თითქმის ყველა სერია. მათ მოამზადეს ყვეალფერი შეტევისთვის. ტერაქტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ ალ-ქაიდას ტერორისტები, რომლებიც მანმადე ბოსნიაში იბრძოდნენ.

ისინი ამერიკაში 2000 წლის იანვარში ჩავიდნენ. ამ დროისთვის მათ შეისწავლეს გარემო, აითვისეს ენა და უკვე 2001 წლის ივლისში ოპერაციის განხორციელბის გეგმა ბოლომდე იყო გაწერილი.

ბინ ლადენს ერთი სული ჰქონდა, როდის დაიწყებდა შეტევას…

უკომენტაროდ …..

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close