არქივი

ისააკ(აიზეკ) აზიმოვი

5c1daa234193
ალბათ ცოტაოდენს თუ სმენია ამერიკელი მწერლის ისააკ აზიმოვის შესახებ, რომელიც გახლავთ სამეცნიერო ფანტასტიკური მოთხრობების მწერალი.

აიზეკ აზიმოვი დაიბადა 1920 წლის 2 იანვარს. ის არა მარტო მწერალი არამედ პროფესორიც იყო ბიოქიმიის დარგში. აზიმოვი ითვლება ყველაზე ნაყოფიერ მწერლად მთელს მსოფლიოში.
მას მიეკუთვნება მოთხრობა რომლის მიხედვით გადაიღეს ცნობილი ფილმი მე,რობოტი.
0c4432117fc5

განათლება და კარიერა
აიზეკი გაიზარდა ბრუკლინში, 5 წლის ასაკში მან დამოუკიდებლად ისწავლა კითხვა და სკოლაში მიაბარეს (სკოლაში სიარული წესით 6 წლის ასაკში უნდა დაეწყო, მაგრამ დედამისმა გადააკეთა მისი დაბადების მოწმობა და დაბადების თარიღად ჩაწერა 1919 წლის 7 სექტემბერი, რათა აიზეკს შესძლებოდა სწავლის ადრე დაწყება). ბავშვობის განმავლობაში იგი მუშაობდა ოჯახურ მაღაზიაში სადაც სხვათა შორის სამეცნიერო ფანტასტიკური ჟურნალები იყიდებოდა; ამან ახალგაზრდა აიზეკს სამეცნიერო ფანტასტიკის გაცნობის საშუალება მისცა. დაახლოებით თერთმეტი წლის ასაკში მან თავისი პირველი ნოველა დაწერა.
აიზეკმა შესძლო სტიპენდიის მიღება და სწავლის გაგრძელება რადგან კარგი მოსწავლე იყო. ათწლედის დამთავრების შემდეგ, 1935 წელს, 15 წლის აიზეკი აზიმოვი მოეწყო Seth Low Junior College–ში, მაგრამ ვინაიდან ეს კოლეჯი ერთი წლის მერე დაიხურა, იგი გადავიდა კოლუმბიის უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე. სადაც 1939 წელს მიიღო ბაკალავრის (B.S.) ხარისხი, ხოლო 1941 წელს კი — ქიმიის მეცნიერებათა მაგისტრის (M. Sc.) და მოეწყო ასპირანტურაში. 1942 წელს აიზეკმა მიატოვა ასპირანტურა და ქიმიკოსად დაიწყო მუშაობა ფილადელფიის გემსაშენში (აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად ამავე გემსაშენზე მუშაობდა სხვა ფანტასტი მწერალიც რობერტ ჰაინლაინი).

1945 წლის ოქტომბრიდან 1946 წლის ივლისამდე აიზეკ აზიმოვი მსახურობდა ჯარში, ჰქონდა კაპრალის სამხედრო წოდება. აიზეკ აზიმოვმა სამხედრო სამსახურის შესრულებისას უარი განაცხადა ბიკინის ატოლებზე მიმდინარე ატომური ბომბის გამოცდებში მონაწილეობაზე.

1948 წელს აიზეკ აზიმოვმა დაიცვა დოქტორის წოდება ბიოქიმიაში. დოქტორის ხარსიხის მოპოვების შემდეგ მან მუშაობა დაიწყო მასწავლებლად ბოსტონის უნივერსიტეტში. 1951 წელს გახდა პროფესორის თანაშემწე (ინგლ. assistant professor), 1955 წელს კი — ასოცირებული პროფესორი (ინგლ. associate professor). იმავდროულად აიზეკ აზიმოვმა ხელი წერას მიჰყო და ნელ-ნელა თავი ანება საუნივერსიტეტო მოღვაწეობას; 1958 წელს უნივერსიტეტმა შეუწყვიტა ჯამაგირის გადახდა თუმცაღა შეუნარჩუნა წოდება. 1979 წელს აიზეკ აზიმოვს მიენიჭა სრული პროფესორის (ინგლ. full professor) წოდება.

ლიტერატურული მოღვაწეობა

აიზეკ აზიმოვს წერა 11 წლის ასაკში დაუწყია, მიუხედავად ამისა პირველად მისი ნაწარმოები გამოქვეყნდა ჟურნალ Amazing Stories-ის 1939 წლის 10 იანვრის ნომერში, ამ ნაწარმოების სახელია „ვესტას ტყვეობაში“ (ინგლ. Marooned Off Vesta).

აიზეკ აზიმოვის ლიტერატურული მოღვაწეობა შეიძლება სამ პერიოდად დაიყოს.

ადრეული სამეცნიერო ფანტასტიკური ხანა — 1939 წლიდან აზიმოვი ძირითადად მოკლე სამეცნიერო ფანტასტიკურ მოთხრობებს წერს, 1950 წლიდან მათ ემატება ნოველები; ეს ხანა მთავრდება 1958 წელს მოთხრობით „გაშიშვლებული მზე“ (ინგლ. The Naked Sun);

სამეცნიერო ლიტერატურის ხანა — 1952 წლიდან მოყოლებული სამეცნიერო ფანტასტიკური ნაწერების პარალელურად აზიმოვი იწყებს სამეცნიერო და სამეცნიერო პოპულარული ნაშრომების წერას. 1957 წლის მერე აიზეკ აზიმოვი ნაყოფიერად მუშაობს ამ ასპარეზზე და თითქმის მთელი 30 წლის მანძილზე მხოლოდ ოთხ სამეცნიერო ფანტასტიკურ ნოველას წერს. ეს ხანა გაგრძელდა მე-20 საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისამდე;
1982 წელს გამოქვეყნდა აიზეკ აზიმოვის „დაფუძნების კიდე“ (ინგლ. Foundation’s Edge), რომლითაც იწყება სამეცნიერო ფანტატსიკური შემოქმედების მეორე ხანა აიზეკ აზიმოვის მოღვაწეობაში და ეს ხანა მისი სიკვდილის ბოლომდე გასტანს.

აზიმოვის შემოქმედების ნაყოფია ისეთი სიტყვები თუ ცნებები როგორიცაა: რობოტიკა, ფსიქოისტორია, რობოტიკის სამი კანონი, პოზიტრონული და ა.შ.

თხზულებანი

აიზეკ აზიმოვის თხზულებები 500-ზე მეტ ნაწარმოებს ითვლის.
ქვემოთ ჩამოთვლილია მათი ნაწილი.

სამეცნიერო და სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურა:
ბიოქიმია და ადამიანის მეტაბოლიზმი (ინგლ. Biochemistry and Human Metabolism) (ბ. უოლკერისა და უ. ბოიდის თანაავტორობით);
ადამიანები და რასები (ინგლ. Races and People) (უ. ბოიდის თანაავტორობით);
ქიმია და ადამიანის ჯანმრთელობა (ინგლ. Chemistry and Human Health) (ბ. უოლკერისა და მ. ნიკოლასის თანაავტორობით);
ატომის შიგნით (ინგლ. Inside the Atom);
მზის სამეფო (ინგლ. The Kingdom of the Sun);
ნახშირბადის მსოფლიო (ინგლ. The World of Carbon);
აზოტის მსოფლიო (ინგლ. The World of Nitrogen);
რომის რესპუბლიკა (ინგლ. The Roman Republic);
რომის იმპერია (ინგლ. The Roman Empire);

სამეცნიერო ფანტასტიკა ლიტერატურა
„დიდი დაფუძნების” ციკლები
თავიდან რობოტების ციკლი არ იყო დაფუძნების ციკლის ნაწილი, სიცოცხლის დასასრულ აიზეკ აზიმოვმა მოახდინა ამ ორი ციკლის „შერწყმა“, რათა მოეცა გალაქტიკის ერთიანი აწყობილი ისტორია. შერწყმული ციკლი ცნობილია სახელწოდებით „დაფუძნება“ (ინგლ. Foundation).
რობოტების ციკლი:
ფოლადის მღვიმეები (ინგლ. The caves of steel);
გაშიშვლებული მზე (ინგლ. The Naked Sun);
ალიონის რობოტები (ინგლ. The Robots of Dawn);
რობოტები და იმპერია (ინგლ. Robots and Empire);
გალაქტიკური იმპერიის ციკლი:
კენჭი ცაში (ინგლ. Pebble in the Sky);
ვარსკვლავნი ვითა მტვერი (ინგლ. The Stars, Like Dust);
კოსმოსის დინებანი (ინგლ. The Currents of Space);
დაფუძნების თავდაპირველი ტრილოგია:
დაფუძნება (ინგლ. Foundation);
დაფუძნება და იმპერია (ინგლ. Foundation and Empire);
მეორე დაფუძნება (ინგლ. Second Foundation);
დაფუძნების გავრცობილი ციკლი:
დაფუძნების კიდე (ინგლ. Foundation’s Edge);
დაფუძნება და დედამიწა (ინგლ. Foundation and Earth);
დაფუძნების პრელუდია (ინგლ. Prelude to Foundation);
დაფუძნებისაკენ (ინგლ. Forward the Foundation) (მოქმედება ვითარდება „დაფუძნების პრელუდიასა“ და „დაფუძნებას“ შორის);
დაფუძნების კიდევ უფრო გავრცობილი ციკლი — დაფუძნების მეორე ტრილოგია:
დაფუძნების შიში (ინგლ. Foundation’s Fear);
დაფუძნება და ქაოსი (ინგლ. Foundation and Chaos);
დაფუძნების ტრიუმფი (ინგლ. Foundation’s Triumph);

ლაკი სტარის (პოლ ფრენჩის) ციკლი
დავით სტარი, კოსმოსის მცველი (ინგლ. David Starr, Space Ranger);
ლაკი სტარი და ასტეროიდების მეკობრეები (ინგლ. Lucky Starr and the Pirates of the Asteroids);
ლაკი სტარი და ვენერის ოკეანეები (ინგლ. Lucky Starr and the Oceans of Venus);
ლაკი სტარი და მერკურის დიდი მზე (ინგლ. Lucky Starr and the Big Sun of Mercury);
ლაკი სტარი და იუპიტერის მთვარეები (ინგლ. Lucky Starr and the Moons of Jupiter);
ლაკი სტარი და სატურნის რგოლები (ინგლ. Lucky Starr and the Rings of Saturn);

განცალკევებული თხზულებანი

ვარსკვლავით (*) მონიშნული თხზულებებს აქვთ მცირე კავშირი დაფუძნების ციკლთან.

მარადისობის აღსასრული* (ინგლ. The End of Eternity);
ფანტასტიკური მოგზაურობა (ინგლ. Fantastic Voyage);
თვითონ ღმერთები (ინგლ. The Gods Themselves);
ფანტასტიკური მოგზაურობა II: დანიშნულება ტვინი (ინგლ. Fantastic Voyage II: Destination Brain);
ნემეზიდა* (ინგლ. Nemesis);
და დადგება ღამე (ინგლ. Nightfall) (არსებობს ამ ნოველის ვრცელი ვერსიაც, რომელიც აიზეკ აზიმოვმა რობერტ სილვერბერგის თანაავტორობით დაწერა);
მახინჯი ბიჭუნა (ინგლ. The Ugly Little Boy);
პოზიტრონული ადამიანი (ინგლ. The Positronic Man) (რობერტ სილვერბერგთან ერთად);

აიზეკ აზიმოვს სხვადასხვა უნივერსიტეტისაგან აქვს მიღებული საპატიო დოქტორის 14 წოდება.
1997 წელს, სიკვდილის შემდეგ, იგი შეყვანილ იქნა სამეცნიერო ფანტასტიკის და ფანტაზიის დიდების დარბაზში.
2009 წელს მისი სახელი ეწოდა კრატერს პლანეტა მარსზე

წყარო; wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button