არქივი

ნაპოლეონ ბონაპარტი (ეგვიპტის ექსპედიცია)

2084c0dde80e

 

 

 

 

 
ალბათ ყველამ ვიცით თუ ვინ იყო ნაპოლეონ ბონაპარტი და თუ რამხელა ადგილი უკავია 
ევროპის კერძოდ საფრანგეთის ისტორიაში.
ორთვიანი ფიქრის შემდეგ ნაპოლეონმა გადაწყვიტა, რომ სამხედრო-საზღვაო ძალები ჯერ კიდევ არ იყო იმისათვის საკმაოდ ძლიერი, რომ ინგლისის სამეფო ფლოტს დაპირისპირებოდა. მან საფრანგეთის მმართველ წრეებში წამოაყენა წინადადება ეგვიპტეში სამხედრო ექსპედიციის შესახებ და ამის საშუალებით ძირი გამოეთხარა ინგლისის სავაჭრო ინტერესებს ინდოეთში. ბონაპარტეს სურდა დაეარსებინა საფრანგეთის ინტერესების სფერო შუა აღმოსავლეთში და შეეკრა კავშირი ინგლისის მოწინააღმდეგე ტიპუ სულთანთან ინდოეთში. ნაპოლეონი არწმუნებდა დირექტორიას, რომ როგორც კი ის დაიპყრობდა ეგვიპტეს, მაშინვე დაამყარებდა კავშირს ინდოელ მმართველთან და მასთან ერთად დაამხობდა ინგლისურ მმართველობას.” 1798  წელს ტალეირანმა განაცხადა: ეგვიპტის დაპყრობით, ჩვენ გავაგზავნით 15,000 სამხედროს სუეციდან ინდოეთში, ისინი შეუერთდებიან ნაპოლეონისა და ინდოელთა ძალებს და ერთობლივი ძალებით გადააგდებენ ინგლისურ უღელს.”

ae995f112f06

1798 წლის მაისში ნაპოლეონი მეცნიერების ფრანგული აკადემიის წევრად აირჩიეს. ეგვიპტურ ექსპედიციაში მას თან ახლდა 167 მეცნიერისაგან შემდგარი ჯგუფი: მათემატიკოსები, ბუნებისმეტყველები, ქიმიკოსები.

1798 წლის 9 ივნისს ნაპოლეონმა მალტას მიაღწია, რომელსაც ფრანგი რაინდები მართავდნენ, თუმცა ფრანგული წარმოშობის რაინდებმა არ ინებეს ნაპოლეონის კუნძულზე შეშვება, მაშინ გენერალმა ჭკვიანური გეგმით, ძალით მოახერხა კუნძულის აღება და თითქმის უდანაკარგიდ (დაიღუპა 3 ჯარისკაცი) ჩაიგდო ხელში უმნიშვნელოვანესი საზღვაო ბაზა.

ბონაპარტე თავისი ექსპედიციით აცდა სამეფო ფლოტს და 1 ივლისს ალექსანდრიაში გადაჯდა. ჩობრაკიტის ბრძოლაში ნაპოლეონმა დაამარცხა მამლუქები, შუა აღმოსავლეთის უმნიშვნელოვანესი ძალა. ეს იყო ფრანგული გეგმის პირველი ეტაპი, მალევე ფრანგებმა კიდევ ერთი გამარჯვება პირამიდების ბრძოლაში, რომელიც პირამიდებიდან 6 კილომეტრის დაშორებით გაიმართა. ფრანგებმა 6 000-მდე მამლუქი მოკლეს, თავიანთი დანაკარგი კი მხოლოდ 200 კაცს შეადგენდა.

1 აგვისტოს ბრიტანეთის ფლოტმა ჰორაციო ნელსონის მეთაურობით გაანადგურა ყველა თითქმის ყველა ფრანგული გემი, ნაპოლეონის მიზანი, გაემყარებინა ფრანგული პოზიციები ხმელთაშუა ზღვაში, ჩავარდა. ადრეულ 1799 წელს ბონაპარტემ თავისი ჯარები დამასკოს ოტომანთა პროვინციისაკენ გაიძღოლა და 13 000 ჯარისკაცით აიღო სანაპირო ქალაქები: ელ-არიში,ღაზა,იაფა. განსაკუთრებით სისასტიკით გამოირჩეოდა იაფას ალყა, მამაკაცები, ქალები, ბავშვები სამი დღის განმავლობაში სასტიკად იხოცებოდნენ.

სხვადასხვა ავადმყოფობით, ძირითადად ბუბონის ჭირით დასუსტებული არმიით ნაპოლეონისათვის შეუძლებელი აღმოჩნდა აკოს აღება და მაისში ეგვიპტისაკენ გაბრუნდა. უკანდახევისას, 25 ივლისს, ნაპოლეონმა კიდევ ერთხელ დაამარცხა ოტომანთა ჯარები აბუკირთან.
3eabb23b8a8b

წყარო: ვიკიპედია

Back to top button