არქივი

ჩემთვის 10 საუკეთესო ქართული დრამა

998cb85044e2
მოგესალმებით…  სულ რაღაც 1 კვირაა რაც უცნაურის არსებობის  შესახებ  შევიტყვე, მაგრამ იმდენად დამაინტერესა აქ განთავსებულმა სიახლეებმა, რომ  თითქმის ყველა პოსტი წავიკითხე და ძველი პროფესიის გახსენებასაც კი ვცდილობ  რომელსაც უკვე დიდი ხანია თავი გავანებე(ბლოგერობაზეა საუბარი)…  ცოტა  ხნის წინ ახალ ქართულ ფილმს ”მამაჩემის გერლფრენდს” ვუყურე.  მოგეხსენებათ, რომ როდესაც ფილმს ბოლომდე უყურებ ბოლოს რაღაც აზრი უნდა  გამოიტანო, ან რაღაცის მიმართ შეხედულება უნდა შეგეცვალოს, მაგრამ რომელ  შეხედულებებზეა საუბარი როდესაც საქმე გვაქვს უცხოური ფილმების  დაბალბიუჯეტიან საცოდავ პაროდიასთან. ჩემთვის გაუგებარია რატომ დახარჯეს  გარკვეული თანხა ამ ფილმის გამო.  რამე აზრი ხომ უნდა ქონდეს ფულის  გადაყრას?! რატომ ავირჩიე ჩემი პირველი პოსტის თემად მაინცდამაინც 10  საუკეთესო ქართული დრამა?! – იმიტომ, რომ ყველას დავანახო, რომ  შესაძლებელია იგივე ან უფრო დაბალი ბიუჯეტით ისეთი ფილმის გადაღება, რომლის  ნახვის შემდეგაც სულ მცირე რამეზე მაინც შეგეცვლება შეხედულება…მოკლედ ძალიან გაგვიგრძელდა საუბარი და მოდი საქმეზე გადავიდეთ.

N1.

998cb85044e2

მთავარი მიზეზი თუ რატომ მივიჩნებ ქართული დრამებიდან საუკეთესოდ , ისაა რომ ხარისხით რომლითაც ეს ფილმია გადაღებული, საკმაოდ ძნელია მაყურებელს მიახვედრო რისი თქმაც გინდა. ასევე ნათლად გამოხატავს იმ დროს როცა ეს ფილმი გადაიღეს და ხალხის რეალურ მდგომარეობას და არ შეიძლება არ აღინიშნოს მსახიობების ძალიან კარგი შესრულება.

N2.

3263b6835cdd

ყველა ქართველმა ადამიანმა აუცილებლად უნდა ნახოს ეს ფილმი და მეტი კომენტარი ალბათ საჭიროც არაა.

3.

684a6e71cb93

ნატვრის ხე. თუ რატომ არის ეს ფილმი ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ფილმებიდან, ალბათ ვისაც ნანახი გაქვთ ეს კითხვა არავის არ გაგიჩნდებათ. მართლაც, რომ გენიალურია და გენიალური მსახიობები თამაშობენ.

N4.

142a7ccb4e0a

მონანიება. ამ ფილმის გასააზრებლად საჭიროა საკმაოდ ძლიერი ფსიქიკა და ლოგიკური აზროვნება. დარწმუნებული ვარ ძალიან ცოტას გექნებათ ეს ფილმი თავიდან ბოლომდე გააზრებული.

N5.

ec8b10f7acd5

სანამ წერას დავიწყებდი არ მეგონა თუ ახალ ქართულ ფილმებსაც მოვახვედრებდი ამ ათეულში, მაგრამ ვისაც ნანახი გაქვთ ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ საკმაოდ კარგი ფილმია და მსახიობებიც კარგად ართმევენ თავს საკუთარ მოვალეობას.

N.6

ce15a4d0cc48

ამ ფილმთან დაკავშირებით დარწმუნებული ვარ სხვადასხვა აზრი გექნებათ, მაგრამ საკმაოდ კარგი საყურებელი ფილმია და საბოლოო აზრი გააჩნია სხვა ახალი ქართული ფილმებისგან განსხვავებით.

N.7

1579cb024770

ყველასთვის ნაცნობი ფილმი, რომელიც მიუხედავად იმისა რომ ცუდი დასასრული აქვს ყველასთვის სასიამოვნო საყურებელია.

N.8

3a34b7b4d514

ფილმი რომელიც მთლად დრამა არაა, სათქმელი იუმორითაა გამოხატული, მაგრამ ძალიან დიდი აზრი დევს. მეც დღეს ვუყურე პირველად და ყველას გირჩევთ რომ ნახოთ ეს ფილმი, ვისაც აქამდე არ უნახავს.

 

760f7e2b35ca

ფილმი რომლის ყურების შემდეგაც ვაღიარე, რომ ზურა ყიფშიძე ერთ-ერთი უნიჭიერესი მსახიობია, არა მარტო საქართველოში…

eaa089635dab

ფილმი რომელიც ყველა ქართველს გულზე მოხვდება. ეს ფილმი ჩვენს რეალობას გამოსახავს და ძალიან საინტერესო მსახიობიც ასრულებს.

 

P.s ეს ფილმები მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გემოვნებითაა არჩეული და უაზრო კომენტარებისგან თავი შეიკავეთ. სულ ეს იყო შემდეგში უფრო საინტერესო სიახლეებს დაგახვედრებთ.

 

 

 

Dato Mosaxlishvili.

 

მსგავსი ამბები

Back to top button