ჩემთვის 10 საუკეთესო ქართული დრამა
მოგესალმებით… სულ რაღაც 1 კვირაა რაც უცნაურის არსებობის შესახებ შევიტყვე, მაგრამ იმდენად დამაინტერესა აქ განთავსებულმა სიახლეებმა, რომ თითქმის ყველა პოსტი წავიკითხე და ძველი პროფესიის გახსენებასაც კი ვცდილობ რომელსაც უკვე დიდი ხანია თავი გავანებე(ბლოგერობაზეა საუბარი)… ცოტა ხნის წინ ახალ ქართულ ფილმს ”მამაჩემის გერლფრენდს” ვუყურე. მოგეხსენებათ, რომ როდესაც ფილმს ბოლომდე უყურებ ბოლოს რაღაც აზრი უნდა გამოიტანო, ან რაღაცის მიმართ შეხედულება უნდა შეგეცვალოს, მაგრამ რომელ შეხედულებებზეა საუბარი როდესაც საქმე გვაქვს უცხოური ფილმების დაბალბიუჯეტიან საცოდავ პაროდიასთან. ჩემთვის გაუგებარია რატომ დახარჯეს გარკვეული თანხა ამ ფილმის გამო. რამე აზრი ხომ უნდა ქონდეს ფულის გადაყრას?! რატომ ავირჩიე ჩემი პირველი პოსტის თემად მაინცდამაინც 10 საუკეთესო ქართული დრამა?! – იმიტომ, რომ ყველას დავანახო, რომ შესაძლებელია იგივე ან უფრო დაბალი ბიუჯეტით ისეთი ფილმის გადაღება, რომლის ნახვის შემდეგაც სულ მცირე რამეზე მაინც შეგეცვლება შეხედულება…მოკლედ ძალიან გაგვიგრძელდა საუბარი და მოდი საქმეზე გადავიდეთ.
N1.
მთავარი მიზეზი თუ რატომ მივიჩნებ ქართული დრამებიდან საუკეთესოდ , ისაა რომ ხარისხით რომლითაც ეს ფილმია გადაღებული, საკმაოდ ძნელია მაყურებელს მიახვედრო რისი თქმაც გინდა. ასევე ნათლად გამოხატავს იმ დროს როცა ეს ფილმი გადაიღეს და ხალხის რეალურ მდგომარეობას და არ შეიძლება არ აღინიშნოს მსახიობების ძალიან კარგი შესრულება.
N2.
ყველა ქართველმა ადამიანმა აუცილებლად უნდა ნახოს ეს ფილმი და მეტი კომენტარი ალბათ საჭიროც არაა.
3.
ნატვრის ხე. თუ რატომ არის ეს ფილმი ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ფილმებიდან, ალბათ ვისაც ნანახი გაქვთ ეს კითხვა არავის არ გაგიჩნდებათ. მართლაც, რომ გენიალურია და გენიალური მსახიობები თამაშობენ.
N4.
მონანიება. ამ ფილმის გასააზრებლად საჭიროა საკმაოდ ძლიერი ფსიქიკა და ლოგიკური აზროვნება. დარწმუნებული ვარ ძალიან ცოტას გექნებათ ეს ფილმი თავიდან ბოლომდე გააზრებული.
N5.
სანამ წერას დავიწყებდი არ მეგონა თუ ახალ ქართულ ფილმებსაც მოვახვედრებდი ამ ათეულში, მაგრამ ვისაც ნანახი გაქვთ ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ საკმაოდ კარგი ფილმია და მსახიობებიც კარგად ართმევენ თავს საკუთარ მოვალეობას.
N.6
ამ ფილმთან დაკავშირებით დარწმუნებული ვარ სხვადასხვა აზრი გექნებათ, მაგრამ საკმაოდ კარგი საყურებელი ფილმია და საბოლოო აზრი გააჩნია სხვა ახალი ქართული ფილმებისგან განსხვავებით.
N.7
ყველასთვის ნაცნობი ფილმი, რომელიც მიუხედავად იმისა რომ ცუდი დასასრული აქვს ყველასთვის სასიამოვნო საყურებელია.
N.8
ფილმი რომელიც მთლად დრამა არაა, სათქმელი იუმორითაა გამოხატული, მაგრამ ძალიან დიდი აზრი დევს. მეც დღეს ვუყურე პირველად და ყველას გირჩევთ რომ ნახოთ ეს ფილმი, ვისაც აქამდე არ უნახავს.
ფილმი რომლის ყურების შემდეგაც ვაღიარე, რომ ზურა ყიფშიძე ერთ-ერთი უნიჭიერესი მსახიობია, არა მარტო საქართველოში…
ფილმი რომელიც ყველა ქართველს გულზე მოხვდება. ეს ფილმი ჩვენს რეალობას გამოსახავს და ძალიან საინტერესო მსახიობიც ასრულებს.
P.s ეს ფილმები მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გემოვნებითაა არჩეული და უაზრო კომენტარებისგან თავი შეიკავეთ. სულ ეს იყო შემდეგში უფრო საინტერესო სიახლეებს დაგახვედრებთ.
Dato Mosaxlishvili.