არქივი

თანამედროვე სტრატეგიის შემოქმედნი – შვედეთის მეფე გუსტავ-ადოლფი PART 1

b49c7fdb38ab
გუსტავ – ადოლფის (1594-1632) მხედარმთავრული ნიჭი ოცდაათწლიანი ომისას გაიფურჩქნა. 1618-1648 წლებში მიმდინარე ამ საერთოევროპული ომის ერთ-ერთი მიზეზი იყო ავსტრიის საიმპერატორი კარის მცდელობა, მთელი გერმანია მოაქციათ ავსტრიის მმართველი დინასტიის, ჰაბსბურგების სკიპეტრქვეშ.

ამასთან ჰაბსბურგებს მაინცადამაინც იმდენად გართიანებული და გაბრწყინებული გერმანიის ხილვა კი არ აინტერესებდათ, რამდენადაც მსოფლიო კათოლიკური მონარქიის შექმნა მათი დინასტიის მეთაურობით.

ავსტრიის ეს მცდელობა აღიკვეთა. აღიკვეთა უპირველეს ყოვლისა კათოლიკური საფრანგეთის, პროტესტანტული შვედეთის (იმხანად მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი არმიის მქონე სახელმწიფო) და გერმანიის პროტესტანტული მმართველების გაერთიანებული ძალისხმევით (პრუსიის სამეფო ამ დროს ფაქტობრივად არც არსებობდა, უფრო ზუსტად ბრანდენბურგის მეორეხარისხოვანი სამთავროს სახით იყო წარმოდგენილი).

მხარეების მოტივაცია სრულიად გამჭვირვალე იყო. საფრანგეთი, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიის იმპერიის ერთმორწმუნე იყო, კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევდა თავის აღმოსავლეთ საზღვარზე ერთიანი გერმანული სახელმწიფოს შექმნას. გერმანიის დაქსაქსულობის შენარჩუნებისაკენ მიმართულ პოლიტიკის პოლიტიკას ატარებდა საფრანგეთის ყველა ხელისუფალი: ანრი IV-ის კანცლერ სულით დაწყებული, ნაპოლეონით დამთავრებული.

პიკანტური დეტალია : კათოლიკური ავსტრიის მცდელობები უნივერსალური კათოლიკური მონარქიის შექმნის გზაზე გერმანიის გაერთიანებისა, ჩაშალა ორმა კათოლიკე კარდინალმა: რიშელიემ და მაზარინიმ (შეთავსებით საფრანგეთის სამეფოს პირველმა მინისტრებმა).

სხვათა შორის, შვედების ამოცანა გარკვეულწილად სარკისებური იყო ჰაბსბურგებისა. თუ ეს უკანასკნელნი მსოფლიო კათოლიკური იმპერიის შექმნას აპირებდნენ, შვედები ოდნავ ნაკლებად ამბიციური იდეით გამოდიოდნენ: შვედეთის თაოსნობით უნდა შექმნილიყო დიადი პროტესტანტული კონფედერაცია ნორვეგიის პოლარული ზონებიდან ალპებამდე. თუმცა ეს სხვა საკითხია.

მართალია გუსტავ ადოლფმა სახელი ოცდაათწლიან ომში მონაწილეობით გაითქვა, მაგრამ მისი მხედართმთავრული ნიჭი პირველად რუსეთთან (უფრო ზუსტად მოსკოვის სამეფოსთან) ომში გამოვლინდა. 1613 წელს დაწყებულ ომში გუსტავმა გამანადგურებელი მარცხი მიაყენა მოსკოველებს.

1617 წლის სტოლბოვოს ზავით (დაიდო ინგლისისა და შოტლანდიის მეფე ჯეკობ I-ის შუამდგომლობით) რუსეთმა შვედებს გადასცა ივანგოროდი, კოპორიე, იამი, ორეშოკი და კარელა, ანუ უარი თქვა ბალტიაზე გასასვლელზე. მოსკოვმა უარი თქვა ლივონიასა და კარელიაზე. ამას გარდა მოსკოვმა შვედებს გადაუხადა კონტრიბუცია – 1 ტონა ვერცხლი.

ამ გამარჯვების შემდეგ შვედეთის რიკსტაგში (პარლამენტში) გამოსვლისას 21 წლის ძლევამოსილმა მეფემ განაცხადა: ”ახლა რუსები ჩვენს დაუკითხავად, ერთ ნავსაც ვერ გააგზავნიან ბალტიკაზე”.

არსებობს გადმოცემა გუსტავ-ადოლფის დაღუპვის შესახებ. 1632 წლის 16 ნოემბერს, ლუტცენის საბედისწერო ბრძოლის წინ (ბრძოლაში შვედებმა დაამარცხეს ჰაბსბურგები ვალენშტაინის სარდლობით, მაგრამ გუსტავ-ადოლფი სასიკვდილოდ დაიჭრა) ადიუტანტს უთხოვია მეფისთვის კირასა (თორის ტიპის აბჯარია, რომელიც სურათზე აცვია კიდეც გუსტავს) ჩაეცვა. ”ჩემი კირასა უფალიაო” თავდაჯერებულად უთქვია მეფეს. არადა კირასა რომ ცმოდა…

გუსტავ-ადოლფი უაღრესად განათლებული ადამიანი იყო. ის თავისუფლად ფლობდა გერმანულს, ჰოლანდიურს, ფრანგულს, იტალიურსა და ლათინურს. საუბრობდა პოლონურად და რუსულადაც. ბრწყინვალედ იცნობდა იმ დროის შრომებს ისტორიასა და მათემატიკაში. მან კვლავ აღადგინა უფსალის უნივერსიტეტი და დააარსა ტარტუს უნივერსიტეტი.

სხვათა შორის გუსტავ-ადოლფს ევროპაში ”თოვლის მეფესაც” ეძახოდნენ. ეს სახელი მას შემდეგ დაერქვა რაც ფერდინანდ II ჰაბსბურგმა თავდაჯერებულად განაცხადა ”იმპერატორის მზე თოვლის მეფეს დაადნობსო”.

გუსტავ-ადოლფი

ნიუპორტის პრძოლის შემდეგ ჰოლანდიის ტაქტიკურმა სისტემამ დიდი ყურადღება მიიპყრო. ჰოლანდიის არმია მიჩნეულ იქნა საუკეთესოდ ევროპაში და ”ეს ცუდი იყო თუ კარგი”, როგორც შენიშნვდა ერთი მწერალი, პატარა ქვეყნები (Low countries) გახდნენ“ სამხედრო სკოლები სადაც ევროპის ახალგაზრდობის უმრავლესობა ეუფლებოდა სამხედრო ხელოვნებას”.

ორანელთა რეფორმების გადაღება ძირითადად, პროტესტანტულმა სახელმწიფოებმა შეsძლეს. შვედეთში, გუსტავ ადოლფმა “თავიდანვე დაამკვიდრა პრინც მორისის მეთოდები”, ოღონდ რამდენადმე სახეშეცვლილად იმ ასპექტებში, რომლებიც ეხებოდა შეტევას.

გუსტავი იყო პირველი ჯარისკაცი, რომელსაც მთლიანად ესმოდა დარტყმისა და ცეცხლის კომბინაციის მნიშვნელობა და ამიტომ გაზარდა ორივეს ეფექტიანობა ახალი საბრძოლო მეთოდებისა და გაუმჯობესებული იარაღის მეშვეობით.

მეფემ ააღორძინა წვევამდელთაგან დაკომპლექტებული ეროვნული არმია. თუმცა დიდი კამპანიების ჩატარებას ფიქრობდა დაქირავებული მეომრების მეშვეობით, რომლებსაც მისი ჩანაფიქრით დისციპლინას და ტაქტიკას შეასწავლიდა.

ამ ყველაფერში მას მხარს უჭერდნენ ოფიცრები, რომლებიც სამხედრო საქმეს ნიდერლანდებში იყვნენ დაუფლებულნი, მათ შორის იაკობ დე ლა გარდიე (Jacob de la Gardie), პიროვნება, რომელიც გუსტავისთვის იყო იგივე რაც “შვერინი იყო ფრიდრიხისათვის ან პარმენიონი ალექსანდრესთვის”.

მიუხედავად გუსტავის მიდრეკილებისა ბრძოლების წარმოებისკენ, იგი ისტორიაში უფრო ცნობილია თავისი ადმინისტრაციული და ტაქტიკური ინოვაციებით. თუმცა გუსტავი როგორც მონარქი, უფრო თავისუფალი იყო თავის გადაწყვეტილებებში და შეეძლო ჰქონოდა უფრო დიდი გეგმები ვიდრე მორისს (უკანასკნელი როგორც ვთქვით, სამოქალაქო ხელისუფლების ნებით იყო შეზღუდული). გუსტავი, ისევე როგორც მორისი, ფრთხილი და წინდახედული მეთაურების რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ”ყოველ ნაბიჯს გულდასმით წონიდა და საჭიროების გარეშე არაფერს რისკავდა”, თუმცა ამავე დროს იყო “სოლიდური და მეთოდური სტრატეგიც”.

მისი ცნობილი კამპანიები გერმანიაში, ციხე-სიმაგრეებით გარემოცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, და ამიტომ, წარმოებული ოპერაციები შემოიფარგლებოდა გამაგრებული ადგილების დაპყრობითა და შენარჩუნებით, ასევე კომუნიკაციებისა და მომარაგების სისტემების კონტროლით. რა თქმა უნდა ეს ზღუდავდა გუსტავის შესაძლებლობას მიეღო სწრაფი გადაწყვეტილებები.

მორისის მსგავსად, იგი შეფასებული იქნა პოზიციური და მანევრული ომის ოსტატად (და არა სამხედრო ხელოვნად, რომელსაც შეუძლია ეფექტიანი გამანადგურებელი დარტყმები მიაყენოს მოწინააღმდეგს ერთ, ან რამოდენიმე გენერალურ ბრძოლაში-კ.კ.). ამ ტენდენციის გამო კლაუზევიცი მკაცრად აკრიტიკებდა გუსტავს. კლაუზევიცის თქმით გუსტავი არ იყო ”გულადი დამპყრობი” ამბობდა კლაუზევიცი, არამედ ”განსწავლული მეთაური, რომელიც ზომიერი და ფრთხილი კომბინაციების მომხრე იყო”.

როდესაც გუსტავ ადოლფი 17 წლის ასაკში ავიდა ტახტზე, მას დახვდა ცუდად ნავარჯიშები, არადისციპლინირებული, და უხეიროდ ორგანიზებული სამხედრო ისტაბლიშმენტი. ამგვარი მდგომარეობის მიზეზები 50 წლის წინანდელ პერიოდიდან, გუსტავ ვაზასა და ერიკ XIV-ს მმართველობის დროიდან იღებდა სათავეს. მათ ფეოდალური ჯარისა და დაქირავებული უცხოელი მეომრებისაგან შექმნეს სამეფოს ნაციონალური რეგულარული არმია.

შედარებიით მცირე ზომის ბატალიონებად ორიგინალურად ორგანიზებულ სამეფო არმიას კარგად ქონდა შემუშავებული ცეცხლსასროლი იარაღის სროლისა და ცივი იარაღის გამოყენების კომბინაციაც. თუმცა აღნიშნული ინოვაციები ევროპის ძირითად ტენდენციებს მოწყვეტილი იყო და ამიტომ გავლენას ვერ ახდენდა მასზე.

შვედეთის არმიამ იმის შემდეგ დაიწყო დაკნინება, რაც გამუდმებული ბრძოლების წარმოება მოუხდა ჰოლანდის, პოლონეთისა და რუსეთის წინააღმდეგ. როდესაც იოჰან ნასაუელი (Johann of Nassau-siegen) აკვირდებოდა შვედების არმიას პოლონეთში 1605 წელს ძლიერ იმედგაცრუებული დარჩა. ეს არმია აღარ იყო ახალგაზრდა პრინცის ამბიციების ექვივალენტური ინსტრუმენტი.

მიუხედავად იმისა რომ გუსტავს ზედაპირული სამხედრო განათლება გააჩნდა, რაც კლასიკური ლიტერატურისა და სხვადასხვა ჰუმანისტი მწერლების ნაწარმოებების ცოდნით შემოიფარგლებოდა, იგი კარგად იყო გაცნობილი ჰოლანდიის რეფორმებს. იგი ნათლად აცნობიერებდა არმიის ნაკლოვანებებს და ამიტომ შეიარაღებული ძალების განახლება მის მთავარ პრიორიტეტად იქცა.

გუსტავმა სასწრაფოდ დადო დროებითი ზავი პოლონეთთან, მოაგვარა საქმეები ჰოლანდიასთან, თუმცა არადამაკვაყოფილებელ პირობებში და შეეცადა მოეპოვებინა სასურველი მშვიდობა რუსეთთან 1617 წელს. 3 წლის შემდეგ, იმის შემდეგ რაც გააუმჯობესა თავისი არმიის მდგომარეობა, იგი შეიჭრა პოლონეთში, რომელიც იმ დროს ოტომანთა იმპერიის და რუსეთის წინააღმდეგ ომში იყო ჩართული. მაგრამ მისი მოლოდინი მოკლევადიანი და იოლი კამპანიისა არ გამართლდა.

პირიქით, გუსტავისთვის და მისი არმიისთვის ეს იყო დამღლელი ომი, სადაც ახალგაზრდა პრინცმა ლოგისტიკის, მობილურობის და საალყო ომისათვის სასარგებლო გაკვეთილები მიიღო. 1622 წელს დადებული 2 წლიანი ზავის შემდეგ, ომი 1629 წლამდე გაგრძელდა, როდესაც კიდევ ერთი ზავი იქნა დადებული. ამ დროისთვის გუსტავმა გაიაზრა, რომ უდიდესი კონფლიქტები გერმანიაში არა მხოლოდ საშიშროებას წარმოადგენდა, არამედ ხელსაყრელ ვითარებასაც ქმნიდა ძირეული ცვლილებებისათვის თავის სამხედრო ისთებლიშმენტში.

1625 წელს მან დაიწყო ახალწვეულების გაწვევის სისტემის შეცვლა. შემოღებული იქნა კანტონალური სისტემა, სადაც ადგილობრივ სამღვდელოება 18-დან 40 წლამდე მამაკაცთა აღრიცხვას აწარმოებდა. სამსახურის გასაწვევ ასაკად დადგენილი იქნა 20 წელი, მაგრამ ჩვეულებრივ მხოლოდ ათიდან ერთ კაცს ეძახდნენ და ისიც ოჯახური და პროფესიული გამონაკლისებით.

ქვეით ჯარისკაცებს ანაზღაურების სანაცვლოს ეძლეოდა მიწის ნაკვეთი, კავალერია დაკომპლექტებული იქნა დიდგვაროვნებით და მდიდარ ფერმერებით. ქალაქის მოსახლეობა მსახურობდა საზღვაო ძალებში. ხოლო დანარჩენი მოსახლეობას დაკისრებული გადასახადები ხმარდებოდა აღჭურვილობის შეძენას. აღნიშნულმა სისტემამ ჩამოაყალიბა მტკიცე და ძლიერი 40 ათას კაციანი ნაციონალური არმია, რაც ევროპაში პირველი შემთხვევა იყო.

სისტემა უპირველეს ყოვლისა განკუთვნილი იყო თავად შვედეთის ტერიტორიის დასაცავად. კამპანიები საზღვრებს გარეთ, კერძოდ მეფის მიერ წარმოებული ბრძოლები გერმანიაში, ვერ მოხერხდებოდა რაღაც ერთნახევარ მილიონიანი მოსახლეობის ბაზაზე (ამდენი იყო იმხანად შვედეთის მოსახლეობა. ამიტომ დაქირავებულს მებრძოლებს კვლავ უდიდესი ადგილი ეკავათ). მოუხედავად იმისა, რომ მეფის 1627 წლის წესდება ამტკიცებდა, რომ “სახელმწიფო უკეთ იქნება დაცული ადგილობრივ მკვიდრთა მიერ”, და უცხოელ მეომრებს აღწერდა როგორც “უმრწამსო, საშიშებს და ძვირად ღირებულებს”, იგი მაინც შეუდგა ინგლისური, შოტლანდიურ და გერმანული რეგიმენტების (იგივე ნაწილია რაც რუსული “პოლკი”) დაკომპლექტებას.

1631 წლისათვის უცხოური ჯარები შეადგენდნენ მისი არმიის უდიდეს ნაწილს და ბრძოლათა უმეტესობაშიც ისინი მონაწილეობდნენ. ეს იყო წინასწარგანზრახული პოლიტიკა, რადგან თუკი არმია დიდ ზიანს განიცდიდა, შვედური შენაერთები მაინც მზად იქნებოდნენ დაეცვათ თავისი მიწაწყალი. ამიტომ ისინი როგორც წესი სტრატეგიულ რეზერვში იმყოფებოდნენ და იცავდნენ კომუნიკაციათა ქსელებს. მონტეკუკოლი შენიშნავდა რომ “ყველა საზღვაო პორტი შვედი მეთაურების და გარნიზონების მიერ არის დაცული; ისინი არ ენდობიან არც ფინელებს, არც ლივონიელებს და არც გერმანელებს.

”1632 წლისათვის, როდესაც გუსტავი მოკლული იქნა, მის დაქვებდებარებაში მყოფი 120,000 კაციდან მხოლოდ ერთი-მეათედი იყო შვედი. უცხოური შენაერთების უმრავლესობას ათვისებული ჰქონდა შვედურ ტაქტიკა, რისი პირველი ილუსტრაციაც გახდა ბრაიტენფილდის ბრძოლა 1631 წელს. ეს იყო “მობილურობისა და ცეცხლის ძალის გამარჯვება რიცხვობრიობასა და ალებარდებზე”, რამაც იძულებული გახადა დანარჩენი ევროპის ქვეყნები გადაეხედათ თავისი ბრძოლის მეთოდებისათვის.

გუსტავის ტაქტიკურ სისტემაში შეტევით მოქმედებას ჰქონდა ესმებოდა ხაზი. ქვეითი რეგიმენტი ორი ესკადრონისაგან შედგებოდა, რომლებიც ძირითადი ადმინისტრაციულ და ტაქტიკურ ერთეულებს წარმოადგენდნენ. სულ თითო რეგიმენტში 800 კაცი და განსაკუთრებული დავალებებისთვის 94 მუშკეტერი შედიოდა. რეგიმენტები მცირე რაზმებად იყო დაყოფილი და კონტრმარშის დრისაც კი შეეძლოთ წინსვლა.

შეტევისას ახლო მანძილიდან ბრმა სროლა შეიცვალა ერთიანი მძლავრი ბათქით (ზალპით) , რომელიც მოდიოდა სამ რიგად მდგომი მუშკეტერებისაგან. როგორც აღნიშნავდნენ ეს იყო “ერთი ხანგრძლივი და დიდი ჭექა-ქუხილი… რომელიც უფრო საშინელი რამ იყო ჩვეულებრივ მოკვდავთათვის, ვიდრე ათი წყვეტილი ან სხვადასხვა დროს განხორციელებული რამოდენიმე ზალპი”. კავალერია, რომელსაც მხარს მუშკეტერები უჭერდნენ, მოწინააღმდეგის ფლანგების წინააღმდეგ გამოიყენებოდა. ხოლო არტილერია ამ დროს ცეცხლს ხსნიდა ფიქსირებული საცეცხლე ხაზიდან.

ახალი შვედური არმია როგორც სტრატეგიული ინსტრუმენტი გაცილებით ნაკლებად ეფექტური იყო. გუსტავი აცნობიერებდა, რომ ტაქტიკური მობილურობა ეფუძნებოდა დისციპლინას, ხოლო დისციპლინა ეფექტურ ადმინისტრირებას. მაგრამ შვედური სამხედრო საქმის ეს ასპექტი მტკიცე ვერ იყო. ვარჯიშმა უმეტესობა შვედური სამხედრო შენაერთების მომზადების დონე აამაღლა. იგი მისაღები აღმოჩნდა დაქირავებული მებრძოლებისთვისაც, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით გუსტავის მოკავშირეების შენაერთებსა და სხვა კონტინგენტზე.

გუსტავმა მკაცრი მორალური კოდექსი დანერგა არმიაში, რასაც მხარს უჭერდნენ სამხედრო მღვდლები. მიუხედავად ამისა, 1630 წლის დასაწყისიდან დისციპლინირებულობამ არმიაში იწყო კლება. ამისა მიზეზი დაქირავებულ მებძოლთა საქციელი კი არ ყოფილა, არამედ ჩავარდნები შეიარაღებული ძალებისუზრუნველყოფაში. მიუხედავად იმისა, რომ გუსტავმა ლოგისტიკური უზრუნველყოფა გააუმჯობესა, შვედეთის რესურსებმა ვერ შეძლეს არმიის მომარაგება გერმანიაში. როგორც ერთო შვედი დიპლომატი ამბობდა “სხვა ნაციები ომში მიდიოდნენ იმიტომ, რომ მდიდრები იყვნენ, შვედები კი იმიტომ რომ – ღარიბები.

საფრანგეთის და ჰოლანდიის სუბსიდიებმაც ვერ შეძლეს სიტუაციის შეცვლა. უფრო მეტიც, როდესაც დახმარება გამოყოფილი იქნა, პრობლემები შეიქმნა მათ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. 1631 წლის გაზაფხულისთვის შვედეთის ჯარები პროტესტანტთა ქალაქებში დათარეშობდნენ, ხოლო ზაფხულისთვის გუსტავის ჯარები რეგიონალური მომარაგების გარეშე დარჩნენ.

მიუხედავად იმისა რომ საბრძოლო დისციპლინა ბოლომდე შენარჩუნებული იქნა, შვედური არმია, იმ დროის სხვა არმიების მსგავსად, იძულებული იყო ადგილობრივი რესურსების ხარჯზე ეცხოვრა. გუსტავის არმიის გადაადგილებას ადამიანებისა და ცხენების დაპურების საჭიროება განსაზღვრავდა და არა ოპერატიული მოსაზრებები.

წყარო : Presa.Ge

მსგავსი ამბები

Back to top button