საკითხავი

რა არის ომი?

რა არის ომი? რა როლი აქვს მას ცხოვრებაში? შემოდი და ერთად ვიმსჯელოთ ამ მოვლენაზე.

დღე მშვიდობისა ჩემო მკითხველო.  ჩვენთვის ომი და მშვიდობა სიცოცხლის ანუ ცხოვრების მთავარი ინდიკატორია. მოდით სანამ ომზე ვისაუბრებთ რამდენიმე სიტყვა მშვიდობაზეც ვთქვათ. მშვიდობა ეს ხომ  თვით ჰარმონიაა და მისი ფასი მემგონი ქართველბზე მეტად არავინ არ იცის. პირადად მე  2 საშინელ ომს მოვესწარი სულ რაგაც ჩემი 20 წლის ცხოვრებაში, მართალია ერთის არსებობა არც ვიცოდი და სრულიადაც არ მაგღელვებდა, მაგრამ მისი შედეგები  მე და ჩემ თანატოლებს კარგად გვახსოვს. რაც მეტი დრო გადის მეტ გამოცდილებას ვიღებთ და იმასაც დღითიდღე ვაცნობიერებთ თუ რა მნიშვნელოვანია მშვიდობა, მაგრამ რაში გვჭირდება ომი?

ბევრს სიტყვა ომი ნეგატიურ ემოციებსა და მოგონებებს აღუძრავს, ზოგისთვის კი ის მიღებული და კარგად გათვითცნობიერებული მოვლენა. ომი არ არის მარტო ადამიანებს შორის დაპირისპირება, ის ყველგანაა, თუნდაც თქვენი ორგანიზმი ავიღოთ, იმუნური სისტემა მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში განუწყვეტლივ ბრძოლაშია.

imunitet

კი ხანდახან ის მარცხდება მაგრამ ის ამ მარცხით სწავლობს ახალ გზებს ეძებს ადაპტაციის ვარიანტებს. გამოვიდეთ ორგანიზმიდან, გადავინაცვლოთ გარეგან სამყაროში. ბუნება ეს ხომ ბრძოლის ველია სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, ჩვენც როგორ ძალიან გვიყვარს ამ ბრძოლის ველის ყურება, როგორ გვაოცებს და გვაინტრიგებს, მეც და ალბათ ბევრსაც სიამოვნებს და უყვარს ტელევიზორთან შემეცნებითი გადაცემების ყურება ცხოველთა სამყაროზე, მაგრამ როგორ არ გვიყვარს იმის ყურება თუ როგორ ვებრძვით ადამიანები ერთმანეთს. ეს რათქმაუდნა გამართლებულია იმით რომ ჩვენ 1 სახეობას მივეკუვნებით და ერთმანეთის მიმართ გაგვაჩნია თანაგრძნობა, უამისოთ ხომ ვერცერთი ცოცხალი არსება ვერ შეინარჩუნებდა თავისივე მსგავსის პოპულაციას. ევოლუცია მოითხოვს მსხვერპლს. თუ არ იქნება ბრძოლა საკვებისთვის არ იქნება არსებობის ახალ ეტაპზე გადასვლა ანუ შეგუება იმ გარემოს მიმართ სადაც კინკრეტული ცოცხალი ელემენტები არსებოენ. ძლიერი ჭამს სუსტს და ამ ცხოვრების პირამიდის მწვერვალზე ჩვენ ვდგავართ.

ადამიანის ფსიქოლიგიის ჩამოყალიბებასთან ერთად გაჩნდა ახალი სამყარო, თავისი  ომებით რომელიც ადამიანის თავში მოთავსდა. ეს ახალი თაობის დაპირისპირებაა რომელიც უძლიერესია და ამ ომებში ჩვენი გამარჯვება პრაქტიკულად შეუძლებელია, ერთი სიტყვით ძნელი მისაღწევი. ეს შეიძლება იყოს რელიგიური მოტივები ანუ ბრძოლა ეშმაკთან, ან ბრძოლა ემოციებთან ( ძირითად  შიშთან ) და საკუთარ თავთანაც კი.  ამას მივყავართ სტრესამდე, უიმედობამდე, ცხოვრების ხალისის დაკარგვამდე და ზოგჯერ ფატალურ დასასრულამდეც.
ადამიანის ფსიქოლოგიურ განივთარებას მოყვა საკუთარი წრის, ადგილის და საკუთრების დამკვიდრება სამყაროს გარკვეულ მონაკვეთში, რამაც მიგვიყვანა ადამიანთა ჯგუფებს შორის უთანხმოებამდე, ორი ან რამდენიმე განსხვავებული მუხტი  მატულობს, ის ვერსად ვერ მიდის  გარდა ერთი მიმართულებისა. განსხვავებით ყველა ჩამოთვლილ ცხოვრებისეულ ომებს შორის ყველაზე ჩახლართული და უაზრო ომი გახლავთ ადამიანურ მოდგმათა შორისი დაპირისპირება, რადგან იგი მოიცავს ყველას და ყველაფერს, მას არ აქვს საზღვრები და  აკრძალვა, იგი მოიცავს წარმოუდგენელ მასშტაბებს. “ტოტალური ბრძოლა წესების გარეშე” რომელშიც გამარჯვებულიც და დამარცხებულიც ადამიანია.  რომელი ერთი კატაკლიზმი ან უბედურება რომელიც თავს დახვევია ადამიანებს ყოფილა ომზე დამანგრეველი? რომელ მოველნას წაუყვანია ამ ქვეყნიდან 4 წელიწადში 50 მილიონზე მეტი სული, რომ აღარაფერი ვთქვა გარემოზე რომელსაც ჩვენ ზიანი მივაყენეთ.

ამ ყველაფრის მიუხედავად ნუ ვიქნებით კრიტიკულები და ამ ყველაფერს სხვა რაკურსითაც შევხედოთ. რომ არ ყოფილიყო ომი სამყარო უფრო კარგი იქნებოდა? ნურას უკაცრავად რომ არ ყოფილიყო ომი ორგანიზმის იმუნიტეტი არ განვითარდებოდა, არ იქნებოდა ევოლუცია რომელმაც დღვეანდელ დღემდე მოიტანა სიცოცხლე, არ ვიქნებოდით მორალურად, ფსიქიკურად და სულიერად ძლიერები, ვერ განვითარდებოდა ადამიანი ტექნოლოგიურად!..   სამი სიტყვით  არ იქნებოდა პროგრესი.

ადამიანის ნახტომი ბორბლიდან კოსმოსურ შატლებამდე ხომ სულ რაღაც 100 წელიწადში მოხდა, იმ პეროდში როდესაც 2 მსოფლიო ომი, ცივი ომი და სხვა არანაკლებ  მნიშვნელოვანი კონფლიქტი მოხდა, იმ პეროდში როდესაც ომებისგან ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  ნუთუ ჩვენს შორის ომი ადამიანების შეცდომა და ჭირია? ან იქნებ ეს ბუნების ხრიკებია? ომი კი არ იქცა ჭირად ჩვენი ვიქეცით ჭირად და ჩვენივე პლანეტა ცდილობს რომ გამოასწოროს ის შეცდომა რაც მან ჩაიდინა, მაგრამ ჩვენ ვმრავლდებით ბუნებას კი სულ უფრო ცოტა დრო რჩება შეცდომის გამოსასწორებლად.
ჩვენ უკვე საკმაოდ მოვედეთ პლანეტას და საკმარისია დედა ბუნებამ ერთი დარტყმა მოგვაყენოს სუსტ წერტილში და ყველაფერი დამთავრდება… ჩვენი სისუსტე ჩვენივე სიმრავლეა, მხოლოდ ერთი სრულყოფილი ვირუსი ელვისებურად მოგვიღებს ბოლოს, შესაძლოა ბუნებამ ერთმანეთი გადაგვკიდოს და ასეც ხდება, რესურსები სულ უფრო ცოტა და ცოტა რჩება, ჩვენ კი ვმრავლდებით… კონფლიქტები გარდაუალია თან ეხლა ატომის ძალაც ვიცით. ჩვენ საკუთარ თავსვე გავანადგურებთ თუ მანამდე შემოქმედმა არ დაგვსაჯა. ჩვენ მიერ განადგურებული სიცოცხლე ისევე აღდგება და უჩვენოდაც მშვენივრად განვითარდება. საკითხავია როდის. ბუნება ომს გამოგვიცხადებს? შეიძლება არა მაგრამ ამის ნიშნები რომ კარგად ჩანს რა ვუყოთ? ამდენი ავადმყოფობა ეს ქათმის და ღორის გრიპები, მიწისძვრები, ამერიკა ხომ ქარიშხალად იქცა უკვე… ვინ იცის წინ კიდევ რა გველის.

ხომ შეიძლება ეს ყველაფერი თავიდან იქნეს აცილებული?  შეიძლება… მაგრამ არა ადამიანისთვის!

თეგები

DaviDovicH

var taviseburi xasiatis mqone bichi, ver vitan usamartlobas, uzrdelobas da garyvnolobas. miyvars sayvarel adamianebtan urtiertoba, cota daleva :D da ra tqma unda ucnauri blogic.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close