საინტერესო და უცნაური ფაქტები #26
გამარჯობათ ძვირფასო მეგობრებო! ეს ჩემი პირველი პოსტია და შეევეცადე საინტერესო ფაქტები მომეძებნა. ჯერჯერობით გთავაზობთ ოცეულს… მერე რა თქმა უნდა გაიზრდება
1. ჭადრაკში თამაშის გახსნის მხოლოდ 7 ვარიანტი არსებობს.
2. თამაშში “ჩაძირობანა” გემებს უკრავიათ დაფის 100 უჯრიდან მხოლოდ 22. 3. კინემატოგრაფიაში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა ბოქსი.
4. ბოკს დაკანონებულ იქნა როგორც სპორტის სახეობა 1900 წელს.
5. NBA-ს მოთამაშეების 30% აქვს ტატუ, მაშინ როცა, საშუალოდ ამერიკის მოსახლეობის 4% აქვს ტატუ.
6. 1958 ჯეო ფოსტერმა მოიგო იამაიკის ნაციონალური ჩემპიონატი პინგ-პონგში, როცა ის იყო 8 წლის.
7. მაიკ ტაისონის მიერ პროფესიონალურ რინგზე ჩატარებული 51 ბრძოლიდან , 21 დაასრულა 1 რაუნდში ნოკაუტით. (40.8%) 8. აი ეს მომეწონა ყველაზე მაგრად… ქვეყანა ვატიკანის საფეხბურთო პირველობაში მონაწილეობას იღებენ შემდეგი გუნდები, ყურადღება!!! : ” ფოსტა” , ” არმიელები ” , ” ბანკი ” , ” ბიბლიოთეკა ” და რაც მთავარია მუზეუმები.
8. Detroit Free Press-ის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, პროფესიონალი ხოკეისტების 68% თამაშისას სულ ცოტა ერთ კბილს მაინც კარგავდნენ.. (ამიტომ არაა ხოკეი საქართველოში პოპულარული) მუშაობს მთავრობა რას ერჩი ..)))
9. ყველაზე გრძელი პარტია თამაშში “მონოპოლია” გაგრძელდა 1680 საათი ( 70 დღეზე მეტი) 1
10. საფეხბურთო სტადიონი Wambley( ინგლისი) შექმნილია მხოლოდ თამაშებისთვის, იქ იკრძალება ვარჯიში.
11. ბრაზილია – ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ყველა ფეხბურთის ყველა მსოფლიო ჩემპიონატში აქვს მონაწილეობა მიღებული.
12. ამერიკელები ყოველწლიურად ხარჯავენ 360 მილიონ დოლარს გოლფის ბურთების შესაძენად. ( იყიდე ერთი ბურთი და დააგდე რა სახლში, რა იცი რა ხდება.. იქ სტუმარი მოვა რაღაცა , გამოსატანი ხომ უნდა იყოს რამე )
13. იხვის ყიყინს არა აქვს ექო,თან საინტერსო ისაა რომ არავინ არ იცის რატომ))
14. რვაფეხას მართკუთხა თვალის გუგები აქვს.
15. გველებს შეუძლიათ ძილი 3 წლამდე საკვების მიღების გარეშე.
16. რულეტკაზე ყველა ციფრების ჯამია 666. (ხო მიდი და ითამაშე მერე..)
17. საშუალის ძალის ქარბორბალა იმდენ ენერგიას გამოიმუშავებს , რამდენსაც მსოფლიოს ყველა ატომური სადგური ერთად აღებული.
18. ამერიკის ერთ-ერთმა ავიაკომპანიამ პირველი კლასის მენიუდან , სალათიდან ერთი ზეთისხილის ამოღებით 40 მილიონ დოლარს გაუკეთა ეკონომია. (ეს ის ხალხია წეღან გოლფის ბურთებს რომ ყიდულობდნენ)
19. ახალდაბადებულ ადამიანს გააჩნია 300 ძვალი , ზდრასრულობაში კი მხოლოდ 206 რჩება..
20 . და ბოლოს ისევ ამერიკელებზე.. ძაან სერიოზული ხალხია …
1976 წელს, როდესაც ლოს-ანჯელესის ექიმებმა გამოაცხადეს გაფიცვა და აღარ მუშაობდნენ , ამ პერიოდში ქალაქში სიკვდილიანობა შემცირდა 18%ით