გართობაუცნაური

დაუჯერებელი და საინტერესო ფაქტები II

d94d1fcfc1b1

გთავაზობთ დაუჯერებელი და საინტერესო ფაქტების ნაკრებს, რომელიც რათქმაუნდა თემატურად განსხვავდება პირველისგან :)

ამჯერად გადავხედოთ ცოტა საჭმელ-სასმელს და შემდეგ ყველაფერი ეს სპორტითა და თამაშით მოვინელოთ :)))

მაშ ასე:

  1. იცოდით, რომ კოკა-კოლა ორიგინალში იყო მწვანე და არა რაიმე სხვა ფერი, ამას კი განაპირობებდა მასში შემავალი კაკაოს ფოთლები;
  2. თაფლი ერთადერთი საჭმელია რომელიც არ ფუჭდება;
  3. მარწყვი ერთადერთი ხილია რომელსაც თესლი გარედან აქვს კანზე;
  4. ყველა ბოსტნეული ყოველ წელიწადს თავიდან უნდა დაითესოს გარდა ორისა. ესენია: ასპარაგუსი და რუბარბისა, რომლებსაც თავად შეუძლიათ ხელახლა აღმოცენება რამოდენიმე წელიწადის განმავლობაშI.
  5. გოლფის ბურთზე 366 ჩაღრმავებაა;
  6. ჭადრაკში პირველი ოთხი სვლის გასაკეთებლად 318,979,564,000 შესაძლო ვარიანტი არსებობს (მიდი ეხლა და იმტვრიე თავი რომელია წაუგებელი სვლები);
  7. სათამაშო კარტი ინდოეთში მრგვალი ფორმის არის;
  8. ბოქსი ერთადერთი სპორტია, რომელშიც არც მაყურებლებმა და არც მონაწილეებმა არ იციან ანგარიში მანამდე, სანამ ორთაბრძოლა არ დასრულდება;
  9. და ბოლოს ისევ კარტს ვუბრუნდებით. იცით თუ არა რომ ნებისმიერ კარტში K – გამოხატავს ისტორიაში უდიდეს მეფეს. კონკრეტულად კი: ყვავის K – მეფე დავითს (ისტორიულ მეფე დავითს და არა აღმაშენებელს;)), ჯვრის K – ალექსანდრე დიდს, გულის K – შარლემანს და ბოლსო აგურის K – იულიუს კეისარს.

 

 

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button