გთავაზობთ დაუჯერებელი და საინტერესო ფაქტების ნაკრებს, რომელიც რათქმაუნდა თემატურად განსხვავდება პირველისგან :)
ამჯერად გადავხედოთ ცოტა საჭმელ-სასმელს და შემდეგ ყველაფერი ეს სპორტითა და თამაშით მოვინელოთ :)))
მაშ ასე:
- იცოდით, რომ კოკა-კოლა ორიგინალში იყო მწვანე და არა რაიმე სხვა ფერი, ამას კი განაპირობებდა მასში შემავალი კაკაოს ფოთლები;
- თაფლი ერთადერთი საჭმელია რომელიც არ ფუჭდება;
- მარწყვი ერთადერთი ხილია რომელსაც თესლი გარედან აქვს კანზე;
- ყველა ბოსტნეული ყოველ წელიწადს თავიდან უნდა დაითესოს გარდა ორისა. ესენია: ასპარაგუსი და რუბარბისა, რომლებსაც თავად შეუძლიათ ხელახლა აღმოცენება რამოდენიმე წელიწადის განმავლობაშI.
- გოლფის ბურთზე 366 ჩაღრმავებაა;
- ჭადრაკში პირველი ოთხი სვლის გასაკეთებლად 318,979,564,000 შესაძლო ვარიანტი არსებობს (მიდი ეხლა და იმტვრიე თავი რომელია წაუგებელი სვლები);
- სათამაშო კარტი ინდოეთში მრგვალი ფორმის არის;
- ბოქსი ერთადერთი სპორტია, რომელშიც არც მაყურებლებმა და არც მონაწილეებმა არ იციან ანგარიში მანამდე, სანამ ორთაბრძოლა არ დასრულდება;
- და ბოლოს ისევ კარტს ვუბრუნდებით. იცით თუ არა რომ ნებისმიერ კარტში K – გამოხატავს ისტორიაში უდიდეს მეფეს. კონკრეტულად კი: ყვავის K – მეფე დავითს (ისტორიულ მეფე დავითს და არა აღმაშენებელს;)), ჯვრის K – ალექსანდრე დიდს, გულის K – შარლემანს და ბოლსო აგურის K – იულიუს კეისარს.