TECH & მეცნიერებაგართობა

კონკურსი 9 (დასრულდა)

da7b2f3c3b32
ვინც უცნაურის აქტიური მომხმარებელია, მან კონკურსების შესახებ ალბათ ყველაფერი იცის, მაგრამ ვინც ახლა შემოგვიერთდა ვეტყვი, რომ წესები ძალიან მარტივია, პრიზი კი საკმაოდ კარგი, სპონსორი უფრო კარგი, ასე რომ წარმატებებს გისურვებთ :)

გადავწყვიტე დღევანდელ კონკურსში ყველაფერი გამემარტივებინა, რადგანაც ბევრი სირთულის გამო ვერ იღებდა ხოლმე მონაწილეობას, დღეს გამონაკლისი იქნება, ნებისმიერი ასაკისა და გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანი შეძლებს მონაწილეობას, მაგრამ მათ შორის გაიმარჯვებს ყველაზე გონებამახვილი და ორიგინალური.

mj1hi

რაც შეეხება პრიზს, როგორც იცით ჩვენი სპონსორი გახლავთ სვუპი.. იგივე swoop.ge, იგი ქართველ მომხმარებელს ახალ და საინტერესო სერვისს სთავაზობს.. მომხმარებლებს წარმოუდგენელი ფასდაკლებით შეუძლიათ შემოთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურების ყიდვა. იხილეთ ფეისბუქზე სვუპის გვერდი და გაიგეთ ყოველდღიური შემოთავაზებები.. http://www.facebook.com/SWOOP.ge

დღევანდელი გათამაშებისთვისაც სვუპმა დააწესა პრიზი, ეს გახლავთ კინოსეანსი კინო-კლუბ კაშეში. აქ დაგხვდებათ ინდივიდუალური მყუდრო ოთახები მაღალი ხარისხის აუდიო აპარატურით, პროექტორით და სამ მეტრიანი ეკრანით, შეგიძლიათ თქვენი მეგობრების გარემოცვაში განმარტოვდეთ და უყუროთ ნებისმიერ ფილმს თქვენი გემოვნებით. შეგიძლიათ ერთად 12 ადამიანი მიხვიდეთ :)

არ დაგავიწყდეთ, რომ როცა გამარჯვებულს გამოვაცხადებთ, და ეს თქვენ იქნებით.. უნდა მოგვწეროთ სახელი და გვარი, ამასთანავე იმეილიც! დაუკვირდით კონკურსის წესებს,რომელიც ქვევითაა მოცემული!!!

დრო საკმაოდ ბევრი გაქვთ, კონკურსი დასრულდება 23:59 წუთზე : )
რაც შეეხება დავალებებს, გაქვთ 3 ,,თემა”, უფრო სწორედ სათაური
1. რა არის სვუპი?
2. რატომ უნდა მოიგოთ ეს კონკურსი? (ეს პრიზი)
3. რას გააკეთებდით ეს პრიზი რომ მოგეგოთ? (კონკურსი)

ამ სამი კითხვიდან ამოარჩიეთ ერთ-ერთი, რომელიც თქვენ მოგწონთ და კომენტარებში დაწერეთ რაც შეიძლება ორიგინალური, მხიარული, შემოქმედებითი, მახვილგონიერი პასუხი. შემფასებელი კი არის უცნაურის აუდიტორია, რომელი კომენტარიც მეტ ლაიქს დააგროვებს ის იქნება გამარჯვებული.
გაითვალისწინეთ რომ 1 ადამიანს 1 კითხვაზე მხოლოდ 1 პასუხის დაწერა შეგიძლიათ. თუკი სხვა კითხვებიც მოგწონთ შეგიძლიათ მათაც უპასუხოთ, ოღონდ ერთ კომენტარში ნუ მოაქცევთ ყველა პასუხს, ცალ-ცალკე კომენტარში დაწერეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოეთიშებით კონკურსს.

წარმატებებს გისურვებთ

დასრულდა კონკურსი და გამარჯვებული გახდა ucha1019, რომელმაც 23:59 წუთისთვის 122 ლაიქის დაგროვება მოახერხა.
aamk8

მადლობთ მონაწილეობის მიღებისთვის და შემდეგში თქვენც აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას )) მოგებულს კი ვულოცავ და იქნებ სახელი და გვარი და იმეილი მომწეროს : )

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button