არქივი

უძველესი წინასწარმეტყველებები სამყაროს დასასრულის შესახებ

7b2e012424c9

ადამიანებს ოდითგანვე აინტერესებდათ როდემდე იარსებებდა კაცობრიობა და შესაძლებელი იყო თუ არა სამყაროს დასასრულის წინასწარმეტყველება. სწორედ ამიტომ, ისტორიამ შემოინახა უამრავი ცნობა რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თარიღს ასახელებდნენ აპოკალიფსის დასაწყისად.

მივყვეთ ქონოლოგიურად:

ჩვ.წ. 70წელს რაბინმა იოშემ იწინასწარმეტყველა რომ სამყაროს დასასრული 130 წელს დადგებოდა.

ტიქონიუს აფრიკანუსმა (Tychonius Africanus) რომელიც მეოთხე საუკუნეში რომის აფრიკაში ცხოვრობდა, სამყაროს დასასრული 381 წელს ივარაუდა.

ჰიპოლიტუსმა (170-236) და ლაქტანტიუსმა (250-330) სამყაროს დასასრული 500 წელს ივარაუდეს.

900 წლის ბოლოს უამრავი ადამიანი ამტკიცებდა, რომ საყაროს აღსასრული დადგებოდა 1000 წელს.

1179 წელს Jonh of Toledom-მ 1186 წელი დაასახელა აპოკალიფსის თარიღად.

დედა შიპტონმა (1488-1561) 1881 წელი ივარაუდა.

ჯოზეფ სმიტს (ამერიკელი რელიგიური მოღვაწე 1805-1844) 1890 წელს ეგონა სამყაროს დასასრულად.

1874 წელს ჩარლს ტეზ რასელმა  ზეცად ამაღლება იწინასწარმეტყველა 1910, ხოლო სამყაროს დასასრული 1914 წელს

ინკების კალენდარით 2012 (თუ ჩვენ სწორად ვშიფრავთ, ეს თარიღი უნდა იყოს)

ისააკ ნიუტონის გამოთვლებით სამყაროს დასასრული უნდა იყოს 2060 წელს

ნოსტრადამუსის მიხედვით 3786 ან 3797 წელს.

ბიბლია ამბობს (მათე24:36) „არავინ უწყის ადც დღე და არც საათი, არც ანგელოზებმა ზეცად, არც ძემ, მხოლოდ მამამ“.

მე მაინც მგონია, რომ დასასრული არც ისე ახლოს უნდა იყოს (2012 ვგულისხმობ J), მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ვიჩქაროთ რაღაც-რაღაცებიის გაკეთება:))))

მსგავსი ამბები

Back to top button