არქივი

სასწაულები ლურდში

5412d27b1d48

გამარჯობა საყვარელო მკითხველო, არ ვიცი რამდენად იცით ეს ამბები,თუმცა ვინც არ იცის,მისთვის მოვყვები :) სოფელი ლურდი მდებარეობს საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში.აქ ცხოვრება ჩვეულებრივად მიმდინარეობდა 1858 წლის 11 თებერვლამდე,როდესაც პირველი სასწაული მოხდა…

თუმცა,ამ ყველაფერზე მცხოვრებლებმა მხოლოდ რამოდენიმე კვირაში გაიგეს,მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი.. მნიშვნელოვანია ის რაც მოხდა:

14 წლის გოგონა ბერნადეტა სუბირუ,რომელიც წვალობდა ასთმით და ტუბერკულოზით,წავიდა ტყეში შეშისთვის.რომელიღაც მომენტში მან უცნაური სინათლე დაინახა მოშორებით,ცოტა ხანში კი მის წინ “ლამაზი ქალი” წარსდგა,რომელსაც ხელში კრიალოსანი ეჭირა.ბერნადეტა ამ ადგილას ყოველ დღე მოდიოდა და ეს ქალიც ყოველდღე ეცხადებოდა.ერთხელაც,გოგონამ ძალა მოიკრიბა და ჰკითხა,თუ ვინ იყო ის.ქალმა რაღაც უპასუხა,ბერნადეტამ ვერ გაიგო,მაგრამ მეტჯერ არ უკითხავს.

შემდეგ ახალგაზრდა ქალმა ბერნადეტას უთხრა გროტში(ზუსტად არ ვიცი როგორ არის ქართულად) წასულიყო და იქ ებანავა,მკურნალ წყაროში. ” მაგრამ იქ არანაირი წყარო არ არის”- გაიკვირვა გოგონამ.”დალიეთ მისი წყალი და იბანავეთ მასში”- უპასუხა ხმამ და გაქრა.

ბერნადეტა წავიდა იმ ადგილას, გამოქვაბულში მართლაც იყო წყარო!მან დალია წყაროს წყალი,ხელები და სახე დაიბანა და უკეთესად იგრძნო თავი.გოგონამ ეს ყველაფერი მეგობრებს,მშობლებს და მღვდელს უამბო.

ადგილობრივმა მთავრობამ ეს ისტორია მოგონილად ჩათვალა,მაგრამ მოსახლეობამ დაიჯერა!ამბავმა,რომ უბრალო ლურდელ გოგონას გამოეცხადა ღვთისმშობელი,მოიარა მთელი ქვეყანა.ლურდში ბევრი ადამიანი ჩამოვიდა.

1af96ec43043

სკეპტიკოსები

თითქმის მიტოვებული სოფელი ლურდი მალე ქალაქად გადაიქცა,მოსახლეობის რიცხოვნობაც საგრძნობლად გაიზარდა.აქ გაიყვანეს რკინიგზა.გაჩნდა ბევრი სასტუმრო,მაღაზია,ბისტრო და ა.შ. სასწაულმოქმედ გროტთან ააგეს ტაძარი.

პირველ პერიოდში ბევრმა ადამიანმა განკურნებულად გამოაცხადა თავი.მაგრამ,უფრო ხშირად ეს ხდებოდა თვითდარწმუნების გზით.ასეთი ინცინდენტები სკეპტიკოსებს აძლევდნენ საშუალებას ეთქვათ,რომ ლურდის სასწაული არის სულიერების სპეკულირება და იმედიანი ხალხის მოტყუება.

ერთ-ერთი ასეთი სკეპტიკოსი იყო ემილ ზოლია,რომელმაც თავის მოთხრობა “ლურდში” აღწერა ყველაფერი როგორც დიდი აფიორა.

განკურნება კონტროლის ქვეშ

თანდათან ლურდში ჩამოყალიბდა მრავალსაფეხურიანი კონტროლის სისტემა განკურნებული ხალხისთვის.სრულიად არ იყო საკმარისი,რომ ვინმეს გამოცხადებინა თავი განკურნებულად.ქალაქში,სადაც დღესდღეობით 5-7 მილიონი ადამიანი ჩადის,არსებობს სპეციალური ბიურო,რომელიც აღრიცხავს ყველა “განუკურნებელ” ან მძიმე სენით შეპყრობილ ადამიანს.თუ ვინმე მათგანი გამოაცხადებს თავს განკურნებულად,იქმნება კომისია,რომელიც ამოწმებს ამ ყველაფერს.

თუ კომისია აღიარებს,რომ განკურნება მართლაც “უცნაურია”,მაშინ საქმე ლურდის საერთაშორისო სამედიცინო კომიტეტს გადაეცემა,რომელიც შედგება ავტორიტეტული ექიმებისგან,მაგრამ მათ სათავეში მღვდელია.განკურნება უნდა იყოს “უცაბედი”, სამედიცინო ჩარევის გარეშე.ასევე ადამიანი სრულიად უნდა განიკურნოს და დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას.ეს პროცედურა დაახლოებით 3 წელიწადზე იწელება.მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, შემდეგ საქმე ვატიკანს გადაეცემა..საერთო ჯამში ყველაფერი დაახლოებით 15 წელიწადს გრძელდება.

17e0f77d7a63

სასწაულებრივი განკურნება მაინც ძალიან ცოტაა ლურდში. 7 ათასიდან მხოლოდ 68 არის აღიარებული როგორც სასწაული.

ბერნადეტასთან ერთად სასწაულებრივად განიკურნა იმავე სოფლის მცხოვრები კატრინ ლატაპი.მონაზონი კატარინა დრექსელი არ დადიოდა ლურდში განსაკურნებლად.დიდი ქონების მქონემ,უბრალოდ უარი თქვა ყველა მიწიერ სიამოვნებაზე და მთელ დროს უთმობდა ავადმყოფებს.ის 1955 წელს გარდაიცვალა,ხოლო 1988 წელს წმინდანად შერაცხეს.

მოხდა ისე,რომ რამოდენიმე წლის შემდეგ,ერთმა ქალბატონმა მრევლიდან მიიყვანა ლურდში 7 წლის გოგონა,რომელიც ყრუ იყო და წმინდან კატარინას სთხოვა განეკურნებინა იგი.დედისთვის ეს ბოლო იმედი იყო,რადგან ექიმებმა ვერ უშველეს.და აი მოხდა სასწაული! გოგონას იქვე დაუბრუნდა სმენა!

ეს შემთხვევა სასწაულად მიიჩნიეს და კატარინაც წმინდანად შერაცხეს.1999 წელს სასწაულებრივ განკურნებაზე 19 ადამიანმა შეატყობინა ვატიკანს.მაგრამ აქედან მხოლოდ 6 იყო სიმართლე.ბოლო, 68-ე სასწაული კი ჩვენს საუკუნეში მოხდა.

adfcee9a3e4e

ფრანგ სერჟ ფრანსუას მარცხენა ფეხი ჰქონდა პარალიზებული,იგი შევიდა გროტში და დიდხანს ლოცულობდა.ფეხი დაიბანა წყაროს წყლით და იგრძნო “თბილი ნათება”.ის განიკურნა!ამ ფაქტმა არ გამოიწვია ეჭვები,მაგრამ როგორც სასწაული ის სულ ახლახანს, 2011 წლის აპრილში აღიარეს.

აი ასეთი სასწაულებიც ხდება სამყაროში :) იმედია დაგაინტერესათ.

BY ნაწკა

მსგავსი ამბები

Back to top button