არქივი

არქიტექტურული საოცრებანი-“ყველაზე დიდი შადრევანი მსოფლიოში”

ab368d96a894

წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე დიდ და უნიკალურ შადრევანს...
გაერთიანებული არაბული ემირატების ქალაქი "დუბაი",იგი არ გაჰყვა ამავე რეგიონის სხვა ქვეყნებს
ნავთობის ვაჭრობით გამდიდრების გზაზე,არამედ სხვა მხრივ გადაწყვიტა გამდიდრებულიყო.მისი
მიზანია დედამიწაზე ტურისტული სამოთხის აშენება,რასაც თბილი ზღვა,უფრო სწორედ სპარსეთის
ყურე და სუბტროპიკული კლიმატი კარგად უწყობს ხელს.დუბაი დღითი დღე იზრდება,ჩაიფიქრებს
და ახორციელებს ერთი მეორეზე დაუჯერებელ და ამბიციურ პროექტებს.უნდა ითქვას,რომ
ახლო მომავალში დუბაი გახდება ქალაქი სადაც მოხვედრა ყოველი ტურისტის ოცნება გახდება.

ყველაზე დიდი შადრევანი მსოფლიოში-იგი მდებარეობს ცათამბრჯენ "ბურჯ დუბაი"_ის(828 მ)
ტერიტორიაზე,უფრო სწორედ მის ახლოს გაშენებულ ხელოვნურ წყალსაცავზეა განლაგებული,
ხოლო მთლიანი კომპლექსი(ცათამბრჯენი,წყალსაცავი და შადრევანი) "Downtown Burj Dubai"_ის
გულში მდებარეობს.

დუბაის შადრევანი ცნობილია არა მარტო განსაკუთრებული ზომების წყალობით,არამედ გასაოცარი
ვიზუალური და მუსიკალური სპეცეფექტებით.მფრინავი წყლის ნაკადის გაერთიანებით,მუსიკასთან
და სინათლესთან შადრევნის ავტორებმა შექმნეს ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი სანახაობა ქალაქში.

c70419490730

სამშენებლო კომპანიამ "Emaar"_მა,2008 წლის ივნისში გამოაქვეყნა ცნობა მშენებლობასა
და შადრევნის ბიუჯეტთან დაკავშირებით.წყლის ფილტრაციისთვის,ხელოვნური წყალსაცავის
და თავად შადრევნის ასაშენებლად გამოყოფილ იქნა 218 მილიონი ამერიკული დოლარი,
რითაც ჯერ არ აშენებული შადრევანი მსოფლიოს რეკორდების წიგნში მოხვდა,როგორც
ყველაზე ძვირადღირებული პროექტი მსგავს პროექტებს შორის.

შადრევნის მშენებლობა მიანდვეს კალიფორნიულ(აშშ) კომპანიას "Wet Design",რომელიც
ლიდერია მსოფლიოში მოცეკვავე შადრევნების მშენებლობაში.

თანამედროვე შადრევნების მშენებლობაში დიდი როლი მიუძღვის რევოლუციურ გამოგონებას
სახელწოდებით "მსროლელი"(shooter). ეს არის სპეციალური აპარატი,რომელიც მაგრადება
მილის წვერზე და ეხმარება წყლის ნაკადს უფრო მაღალ სიმაღლეზე ასვლაში.
საცდელი გაშვება 2009 წლის გაზაფხულზე განხორციელდა,ხოლო ამავე წლის ბოლოს შადრევანი
ექსპლუატაციაში შევიდა.

e59a6d821a79

1f27daa7a1c6

df7d65ad2440

fd9032128e10

პროექტის მიხედვით დუბაის შადრევნის ფართობი 275 მეტრია,სადაც განლაგებულია
2 ძირითადი ურთიერთმკვეთი რკალი, და 5 სხვადასხვა სიდიდის რკალი,აღჭურვილი
სხვადასხვა დიამეტრის მილებით,რომლებზეც განსხვავებული ზომის "მსროლელებია'"
დამაგრებული.ყოველივე ამას შეუძლია ჰარეში აიყვანოს,აბრუნოს,მუსიკალურ ტემპში
აცეკვოს წყლის რამდენიმე ძლიერი ნაკადი სხვადასხვა სიმაღლეზე.

ეს რთული კონსტრუქცია წყლის ქვეშაა განლაგებული და დაფარულია ადამიანის თვალისგან,
რაც უფრო ძლიერ შეგრძნებებს იწვევს ტურისტებში,როცა წყლის ზედაპირიდან უეცრად
წარმოიქმნება წყლის უზარმაზრი ნაკადი,გარკვეულ ფიგურას ქმნის ჰაერში და განსაკუთრებული
ხმით უბრუნდება წყალსაცავს.შადრევანს ერთდროულად 22 000 გალონი(83 000 ლიტრი)
წყლის ატყორცნა შეუძლია მაქსიმუმ 150 მეტრ სიმაღლეზე.

1b32b3f2c05d

47434f0b5202

მრავალფეროვან შოუს მუსიკასთან ერთად უზრუნველყოფს 50 დიდი "მანათობელი"
და 1,5 მილიონი ნათურა,რომლებიც 6600 ფერთა შეხამებას უზრუნველყოფენ.
ღამით განათებული შადრევანი კოსმოსიდან ჩანს,ხოლო მისი ლაზერული შოუს
სინათლე 20 კმ ვრცელდება.ჯერ ჯერობით კონსტრუქციის რეპერტუარში
7 კომპოზიციაა,ძირითადად კლასიკური და არაბული მუსიკა.

მოცეკვავე შადრევანი მართავს კონცერტებს ყოველდღიურად, სამუშაო დღეებში
18:00 საათიდან 22:00 საათამდე,ხოლო დასვენების დღეებში 18:00_დან
23:00 საათამდე.
ყოველდღიურად ათასობით ტურისტი იკრიბება შადრევნის სანახავად და ტკბება
ადამიანის გამოგონებრიობითა და წყლის სილამაზით.

ჩვენ უცხონი ვართ ამ ცხოვრების დღესასწაულზე.

                               (ფრაზა ფილმიდან "12 სკამი")

c458621e08d2

1593e03f9730

04ff50c3c4c4

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button