საკითხავისასარგებლოუცნაური

სამეცნიერო ფანტასტიკა და ადამიანის ზებუნებრივი შესაძლებლობები

მოგესალმებით უცნაური ბლოგის მკითხველებო, ეს ჩემი პირველი პოსტია და გადავწყვიტე პირველად   ცოტა რამ მომეყოლა  სამეცნიერო ფანტასტიკის, იგივე სამეცნიერო ფიქციის და შემდგომ სუპერ შესაძლებლობების შესახებ. ბოდიშს ვიხდი რომ ფანტასტიკის რაობის შესახებ ქართულ ვიკიპედიას მივმართე, თუმცა ქვემოთ მოყვანილი იქნება სუპერ შესაძლებლობები, რომელიც ვცადე მაქსიმალრად გამართულად მეთარგმნა თქვენთვის.  ამ თემით აუცილებლად დაინტერსესდება ყველა ის ადამიანი, ვისაც უყვარს ფანტასტიკა, კომიქსები და კინემატოგრაფიასა თუ ლიტერატურაში ასე დამკვიდრებული “მომავლის სამყარო”. დავიწყებ იმით თუ რას გულისხმობს ტერმინი სამეცნიერო ფანტასტიკა.

მაშ ასე, სამეცნიერო ფანტასტიკა იგივე Science fiction  მხატვრულილიტერატურის და კინემატოგრაფიის დარგია, რომელიც თანამედროვე ცოდნაზე (სამეცნიერო, ტექნოლოგიური, ეთნოლოგიური, სოციოლოგიურო და ა.შ.) დაყრდნობით აგებული ჰიპოთეზების მოშველიებით გვიხატავს შესაძლო მომავალს ან/და უცნობ სამყაროებს (შორეულ პლანეტებს, პარალელური სამყაროებს და ა.შ.). სამეცნიერო ფანტასტიკად მიიჩნევა აგრეთვე უქრონია ანუ ალტერნატიული ისტორია.

სამეცნიერო ფანტასტიკა განსხვავდება ფანტასტიკისა და ფანტაზიისაგან. სამეცნიერო ფანტასტიკა ფანტასტიკისაგან განსხვავებით არ შეიცავს აუხსნად ელემენტებს, ხოლო ფანტაზიისაგან განსხვავებით მასში არ არის ჯადოსნურ ელემენტები და სამყაროები.

სამეცნიერო ფანტასტიკის გაჩენა XIX საუკუნეში მომხდარმა სამრეწველო რევოლუციამ განაპირობა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა მოსაზრება, რომ მეცნიერება ყოვლისშემძლეა – ამოხსნის ბუნების ყველა საიდუმლოებას, გადაჭრის კაცობრიობის წინაშე მდგარ ყველა პრობლემას. თავდაპირველად ფანტასტიკა იყო ლიტერატურის ჟანრი, რომელიც აღწერდა მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევებს, მათი განვითარების პერსპექტივებს და ა.შ. სამეცნიერო ფანტასტიკის, როგორც ჟანრის, დაბადების წლად შეიძლება 1862 წელი მივიჩნიოთ, როცა გამოვიდა ჟიულ ვერნის პირველი რომანი სერიიდან “არაჩვეულებრივი მოგზაურობანი -ხუთი კვირა ჰაერბურთზე”.

თვით ჟანრის სახელწოდება – სამეცნიერო ფანტასტიკა (science fiction, სიტყვასიტყვით – სამეცნიერო ბელეტრისტიკა) – XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს შემოიტანა ამერიკელმა მწერალმა ჰიუგო გერნსბეკმა.

როგორც წესი, ფანტასტებს აქტუალური პრობლემატიკა აინტერესებთ – ანუ ისეთი, რაც უკვე დგას ანდა უახლოეს მომავალში დადგება კაცობრიობის წინაშე. მწერალი თითქოს დროს უსწრებს მომავალს, მოვლენათა განვითარების შესაძლო (ანდა-შეუძლებელ) ვარიანტს აღწერს. რა იქნება, თუკი დედამიწაზე ატომური ომი მოხდება? როგორი იქნება სამყარო, 100, 1000, 10000 წლის შემდეგ? რა იქნება, თუკი ენერგორესურსები საბოლოოდ ამოიწურება? რა იქნება, თუკი დედამიწაზე ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად ყინულის საფარი გადნება? რა იქნება, თუკი ადამიანს კომპიუტრთან-შეაჯვარებენ? რა იქნება, თუკი დედამიწას უცხოპლანეტელები შემოესევიან? და ა.შ. და ა.შ. ფანტასტიკა ახდენს პროგნოზირებას, ანუ მხატვრულად ამუშავებს სავარაუდო – როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ – ვარიანტებს მომავლისა, დღევანდელობისა და წარსულისაც კი

ქართული ტერმინი სამეცნიერო ფანტასტიკა უეჭველად შესაბამისი რუსული ტერმინის ( Научная фантастика) კალკია, რომლის ავტორადაც ითვლება რუსი, საბჭოთა, მეცნიერი, მეცნიერების პოპულარიზატორი და მწერალი იაკობ პერელმანი.

სამეცნიერო ფანტასტიკის შესატყვისი დასავლურ ევროპულ ენებში არის სამეცნიერო ფიქცია, რომელიც პირველად გამოყენებულ იქნა ინგლისურ ენაში 1851 წელს.სამეცნიერო ფანტასტიკა იმდენად ვრცელი ჟანრია, რომ ძალიან ძნელია მისი მოკლე და ზუსტი განმარტება. გავრცელებული შეხედულების თანახმად სამეცნიერო ფანტასტიკა მოგვითხრობს მოვლენებს რომლებიც არ მომხდარა ან რომელთა მოხდენაც შეუძლებელია ცოდნის თანამედროვე დონეზე, თუმცაღა ეს მოვლენები შეესაბამება სამომავლო ცოდნასა და აღმოჩენებს და ამდენად შეიძლება ითქვას, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა მოგვითხრობს შესაძლო მოვლენების შესახებ.

ეს აღწერა ერთობ ზოგადია იგი მრავალ ქვეჟანრს მოიცავსმ მაგალითად : ხისტი ანუ ჩვეულებრივ სამეცნიერო ფანტასტიკა. (Hard science fiction) განვითარებული მოვლენები არ არღვევენ მეცნიერების ცნობილ კანონებს, ეყრდნობიან საბუნებისმეტყელო მეცნიერებების მონაპოვრებს და არც სცდებიან მათ მიერ დადგენილი შესაძლებლის ჩარჩოებს. უქრონია (ანუ ალტერნატიული ისტორია) — რეალობას აჩენს ისეთს, როგორიც იგი შეიძლებოდა ყოფილიყო თუკი ამბავი ერთ-ერთ საკვანძო მომენტში განსხვავებულად წარიმართებოდა. ალტერნატიული ისტორია არ უნდა აგვერიოს ალტერნატიულ ისტორიულ თეორიებში ანუ რევიზიონიზმში, რომლის თანახმადაც ისტორიული მეცნიერებების მიერ წარმოდგენილი სურათი მცდარია. ვთქვათ, რა მოხდებოდა, მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერს რომ გაემარჯვა?

კოსმოსური ოპერა — სათავგადასავლო სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი ჟანრია, რომლის მოქმედებაც სხვა პლანეტებზე ან კოსმოსურ სივრცეში პირობით-წარმოსახვით გარემოცვაში ხდება.

კიბერპანკი — აღწერს არცთუ შორეულ მომავალს, რომელშიც მაღალი ტექნოლოგიები (ქსელები, ხელოვნური გონება და ა.შ.) ერწყმის ცივილიზაციის დაცემას ან მის რადიკალურ ცვლილებებს.

დროში მოგზაურობა — სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი ჟანრია, რომელშიც მოქმედება წარსულსა თუ მომავალში გადაადგილებას ეფუძნება. დროში მოგზაურობის მოთხრობები როგორც წესი გართულებულია ლოგიკური პრობლემებით სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი ჟანრია, რომლის. დროში მოგზაურობის მოთხრობებს წინამორბედები მე-18 საუკუნიდან უჩნდებათ, მათ პოპულარობას ხელი შეუწყო ჰერბერტ უელსმა ნაწარმოებით “დროის მანქანა”

სამეცნიერო ფანტასტიკაზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ  ზეადამიანი, ანუ ადამიანი რომლის უნარები და შესაძლებლობები აღემატება თანამედროვე ადამიანის ბუნებრივ შესაძლებლობებს.

მაშ ასე, დღესდღეობით ლიტერატურაში თუ კინოხელოვნებაში გვხვდება შემდეგი ზებუნებრივი უნარები:

1) ტექნოპათია– თანამედროვე ტექნოლოგიების ელექტრონული გზით კონტროლირების ნიჭი

2)ტექნოკინეზი-გარკვეული მატერიალის მეშვეობით მანქანების და სხვადასხვა დანადგარების შექმნის ნიჭი (მაგალითად ადამიანის მკლავის გარდაქმნა შესაკეთებელ დანადგარად)

3)კიბერპათია-გონების მეშვეობით დაკავშირება კომპიუტერულ სისტემებთან, ვირუსების გაგზავნა,  ქსელების მართვა

4) ტელეკინეზი-ერთ-ერთი ყველაე პოპულარული უნარი. გულისხმობს გონების მეშვეობით ნივთების გადაადგილების, ამოძრავების და მათზე სხვადასხვა ზემოქმედების  უნარს. შეუმჩნეველია სხვისთვის.

5)  ორბიტული ტელეკინეზი -იგივე ნიჭი ოღონდ სხვისთვის შესამჩნევია ანუ ხილულია.

6)მულტიპლიკაცია– ერთი ნივთის ვიზუალური გამრავლების მისი ასლის შექმნა ათობით ან ათასობით. გააჩნია გონების სიძლიერეს.

7)სინესთეზია-ხმოვანი ბგერების ხედვა ფერებად და სხვადასხვა შუქებად. ამ ნიჭის მფლობელებს შეუძლიათ ადამიანების მიზიდვა ჰანგებით.

8)მიმეტიზმი ანუ მიმიკური ემპათია– სხვისი ნიჭის ან უნარის შთანთქმა მათთან შეხბის ან მათზე ფიქრის გზით

9) კოპირება– სხვისი ნიჭის კოპირება მოცემულ დროს მასთან სიახლოვის დროს

10) ძალების ნეგაცია– სხვისი ნიჭის დათრგუნვა

11)ვამპირიზაცია– სხვისი შესაძლებლობების გაქრობა სამუდამოდ

12)ამნეპათია–  მოგონებების თუ სხვა ინფორმაციის წაშლა ადამიანის გონებიდან

13)გონებრივი რეკუპერაცია– იდეურად უპირისპირდება ამნეპათიას. ამ ნიჭით შესაძლებელია ადამიანის გონებაში მოგონებების თუ სხვა მონაცემების ჩატვირთვა

14) ბირთვული მანიპულაცია-ატომების დაყოფისა და შერწყმის ნიჭი და ამ გზით დიდი აფეთქების გამოწვევა

15)კოსმომანიპულაცია– კოსმოსური ენერგიის კონტროლი

16) ენერგიის კონვერსია– ერთი ტიპის ენერგიის გარდაქმა სხვა ტიპის ენერგიად

17) ეოლოკინეზი ანუ  აეროკინეზი- ჰაერის მასების შთანთქმის და სხვა ტიპის კონტროლის ნიჭი

18) კრიოკინეზი– ატომთა კინეტიკური ენერგიის შემცირება ტემპერეტურის დაწევის მიზნით.  ყინულის ონტროლი

19) გეოკინეზი– მიწის, მტვრის, ნიადაგის ნებისმიერი ტიპის კონტროლი და მისი გარდაქმნა

20) ელქტროკინეზი-ელექტროგაყვანილობების კონტროლის და შთანთქმის ნიჭი

21) პიროკინეზი– ცეცხლის შექმნის, კონტროლის და შთანთქმის ნიჭი

22)ციტოკინეზი ან ქლოროკინეზი- მცენარეების გამოცოცხლების ან მათი სწრაფად გაზრდის ნიჭი

23) ჰიდროკინეზი– წყლის კონტროლისა და შთანთქმის ნიჭი

24) ატმონიკეზი– კლიმატის კონტროლი გონების მეშვეობით

25) სინთეტიზაცია– ქვების, გზების, კედლების და კლდეების შექმნის ნიჭი

26) ესტამპაცია– დასაწერად ან დასახატად გონების მეშვეობით სხვადასხვა საწერი თუ სახატი მასალების გამოყენება

27) ანიმაცია– სიცოცხლის შთაბერვა უსულო საგნებისთვის

28) გამტარობა– ნებისმიერი ნივთში გავლა სხეულისთვის ზიანის მიუყენებლად

29) ანიმალური მიმეტიზმი–  ცხოვლების ან ფრინველების ნებისმიერი ქცევის კოპირება

30) ქსოვილთა ტრანსმუტაცია– ქიმიური შემადგენლობის შეცვლის ნიჭი მაგ:ხის გარდაქმნა რკინად და სხვ.

31) გრავიტაციული მანიპულაცია – გრავიტაციულ კანონებზე მოქმედების ნიჭი

32) უჯრედული რეგენერაცია ანუ უკვდავება- ამ ნიჭის მქონე ადამიანი შესაძლეა მოკვდეს მაგრამ აუცილებლად გაცოცხლდება უკრედების რეგენაციის ხარჯზე.

33) ფოტოკინეზი– ფოტონებს კონტროლის და შთანთქმის ნიჭი (პ.ს.ფოტონი   არის ელემენტარული ნაწილაკი ფიზიკაში, ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების კვანტი (ულუფა) და საბაზისო ერთეული სინათლისა და ყველა სხვა სახის ელექტრომაგნიტური გამოსხივებისა)

34) მაგნეტოკინეზი– მაგნიტური ველების და მეტალების კონტროლის ნიჭი

35)  მოლეკულური ვიბრაცია– ვიბრირება მოლეკულურ დონეზე. მაგ მიწისძვრის გამოწვევა.

36) აურის აბსორბცია– ადამიანის აურის შთანთქმა

37) ტემპორალური ესტაზი– მოლეკულების დროებით გაჩერება, “გაყინვა”

38) ომნიპოტენცია– შეუზღუდავი შეაძლებლობები, სხვადასხვა ნიჭის ერთოლიობა ერთ ადამიანში

39)რადიოკინეზი– რადიოაქტიური ტალღების კონტროლი ხანდახან სხეულის მეშვეობით

40) სონოკინეზი ან აუდიოკინეზი– გონების მეშვეობით მჟღერი ბგერების გამოცემის ნიჭი

41) ქრონოკინეზი– დროის კონტროლი, მისი შეჩერება, გასწრება, დაყოვნება

42) ჰიპნოკინეზი ადამიანის სიზმრების კონტროლის ნიჭი

43) უმბრაკინეზი– წყვდიადის შექმნის და კონტროლის ნიჭი

44) ელექტრონული ტრანსპორტაცია– ელეტრობის მეშვეობით გადაადგილება (მაგ: ტელეფონის კაბელებში)

45) ომნიპრესენსია– ერთდროულად ყველგან ყოფნა სადაც ობიექტს მოესურვება

46) ზესისწრაფე– არაადამიანური ლამის სინათლის სიჩქარით მოძრაობა

47) ტელეტრანსპოტაცია– გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეში ამსის ან ტრაექტორიის გაკავების გარეშე

48) ფლუქტუაცია– გადაადგილება ტალღების სიხშირეების მეშვეობით

49) დროში მოგზაურობა

50) ჰემაკნეზი– შეხების გზით ორგანიზმში სისხლის კონტროლი, მისი შთანთქმა, გამოწოვა და სხვ.

51)ბიოკინეზი– სხეულის უჯრედული კონტროლის ნიჭი, ქსოვილების აღდგენა, განკურნება, მოკვლა და სხვ.

52) დუპლიკაცია ან მულტიპლიკაცია -ერთი ადამიანის გამრავლება (არა კლონის სახით)

53) ეკოლოკაცია– ობიექტის მდებარეობის განსაზღვრა სიხშირეების მოსმენის გზით

54) invulnerability (იგივე неуязвимость, ქართულად 1 სიტყვით ვერ ვთარგმნე)- ორგანიზმნის უნარი არ დაზიანდეს გარეგანი ზემოქმედების შემდეგ

55) სეპარაცია– საკუთარი სხეულის ნაწილებსი ნებით გაცალკევება და მათი “მიშვება” სხვადასხვა საქმეის გასაკეთებლად

56)კურაცია– ჭრილობების და ზოგადად ორგანიზმის განკურნების ნიჭი შეხების გზით

57) ომნილინგვიზმი– ნებისმიერი დამწერლობის თუ ენის გაშიფრვის ნიჭი

58) ასტრალური პროექცია– სხეულისა და გონების (გონის როგორც მატერიის ) ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მოქმედება

59)პრეკოგნიცია– მომავლის ცოდნის (გამოცნობის, ხედვის) ნიჭი

60)ტელეპატია– მენტალური დაკავშირება სხვა ადამიანებთან

61) რენტგენული ხედვა

62)ნოქტურნული ხედვა– ღამე მკაფიოდ  ხედვის ნიჭი

63) “დაწყევლილი თვალები“- ადამიანებს სულების ხედვა

64) პოლიმორფიზმი– გარეგნობის დროებით შეცვლა ( ძირითადად შეხების შემდეგ)

 

დღეს სულ ეს იყო, დამიჯერეთ “სუპერ” შესაძლებლობების სია ამით არ მთავრდება. ადამიანის გონებამ კიდევ ბევრი რამ მოიფიქრა მისი არსებობის “ზე” საფეხურზე აყვანისათვის.

იმედია მოგეწონათ:)

http://ka.wikipedia.org/wiki/სამეცნიერო_ფანტასტიკა

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close