არქივი

იცინეთ და იცინეთ

38478dce7b33
→სიცილი← უნიკალური სამკურნალო საშუალებაა თუნდაც იმით,რომ ის არა მარტო ეფექტიანია,არამედ ხელმისაწვდომია ყველასთვის- მდიდარი და ღარიბებისთვის,ბავშვისა და მოხუცისათვის.

სიცილის დროს ჩასუნთქვა ხდება ღრმად და ხანგრძლივად,ამოსუნთქვის პროცესი კი პირიქით -მოკლე და ისე ძლიერია,რომ ფილტვები ჰაერისგან ერთბაშად თავისუფლდება.ამ დროს ჟანგბადის ცვლა 4-ჯერ იზრდება,აქტიურდება ფიზიოლოგიური პროცესები ორგანიზმში,მუშაობას იწყებს სახის კუნთები,სტიმულირდება ტვინში სისხლის მიმოქცევა,რაც მთავარია,მოცინარი ადამიანის სისხლში გადადის ენდორფინები (სიხარულის ჰორმონები),ქრება სტრესები და ტკივილის შეგრძნებები.გაგიკვირდებათ,მაგრამ 10 წუთიანი სიცილის შემდეგ ჰიპერტონიკების წნევა 10-20 მმ-ით დაბლა ეწევათ,ავადმყოფი ჯანმრთელდება.
გაიღიმეთ მაშინაც კი,როდესაც ცუდად ხართ და გუნება-განწყობილება გამოგიკეთდებათ.
91e9d2f2365c

ექიმები ამტკიცებენ,რომ:

სიცილი ახანგრძლივებს სიცოცხლეს;
არეგულირებს სისხლის მიმოქცევას;
ამაღლებს იმუნიტეტს;
სტაბილურს ხდის გულისა და ტვინის მუშაობას;
ხსნის სტრესს,კურნავს უძილობას,დეპრესიას;
ამსუბუქებს ასთმის შეტევას;
ხშირად შეხვდით მხიარულ ადამიანებს,თავი აარიდეთ ბრაზიანებს;
უყურეთ კომედიურ ფილმებს,სპექტაკლებს;
იარეთ ცირკში და იუმორისტთა კონცერტებზე.

მეცნიერებმა დაადგინეს,რომ კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და სტრესებისგან თავის დასაცავად დღე-ღამეში მამაკაცებმა უნდა იცინონ 10 წუთი მაინც,ქალებმა-12, ბავშვებმა-14.
მაგრამ ექიმები გვაფრთხილებენ,რომ სიცილის თერაპიასაც აქვს უკუჩვენებები და ის არარეკომენდებულია:

ფეხმძიმეებისთვის;
თიაქარით,ბუასილით და თვალის პათოლოგიებით დაავადებულებისათვის;
ოპერაციის შემდეგ;
რესპირატორული გადამდები სენით (ბრონქიტი,ტუბერკულოზი) დაავადებულთათვის.მათ შეიძლება იცინონ,მაგრამ მარტო,რათა არ დააავადონ გარშემომყოფნი

გახსოვდეთ,სიცილი გადამდებია.შეეცადეთ,ეს მხიარული განწყობა გადასდოთ მეგობრებს,ახლობლებს,კოლეგებს და ა.შ.  : ))

: )) ესეც განწყობის ასამაღლებლად  :

d7d8d14a80ea

caca764da5bb

e977bd69bfeb

6b65bbce897e

952219e3ba58

5962dab54465

8bd12b60b125

a474eb8cdefa

394d3e50fe39

050046a48d47

f5dbce1d17d9

cbe33fd70973

3e4ece5d156a

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button