არქივი

უნივერსალური ადამიანი

a71be0aed270

ლეონარდო და ვინჩი ისტორიას,უპირველეს ყოვლისა, შემორჩა როგორც მხატვარი, მაგრამ ის მრავალმხრივი პიროვნება იყო. როდესაც ლეონარდომ მილანის ჰერცოგ ლუდოვიკო მოროსადს წერილი მიწერა მისთვის შესაძლებელი პროფესიების ჩამოათვალით ( მექანიკა, ჰიდრავლიკა, სამხედრო ინჟინერია, დღესასწაულებისა და ფეიერვერკების მოწყობა), ქანდაკებასა და მხატვრობას მხოლოდ ამ ჩამონათვალის ბოლოს მოიხსენიებს. მართლაც, ლეონარდოს ამ ყველა სფეროში უნიკალური აღმოჩენები აქვს.

ანატომია

იტალიელი მხატვრები საგულდაგულოდ სწავლობდნენ ანატომიას. ლეონარდო და ვინჩიც არ ყოფილა გამონაკლისი. ცნობილია, რომ ის იპარავდა უპატრონო გვამებს და საიდუმლოდ კვეთდა მათ. ცდილობდა, საკუთარი თვალით ენახა კუნთების, ძვლების, სხვადასხვა ორგანოს აგებულება. ჩვენამდე მოაღწია ადამიანის მუსკულატურის, სისხლძარღვოვანი სისტემის, ჩონჩხის მის მიერ შესრულებულმა მრავალმა ჩანახატმა. მას დედის წიაღში მყოფი ნაყოფის ფორმა, მოძრაობა და მდგომარეობაც აინტერესებდა, რასაც არაერთი ჩანახატი ადასტურებს.

a1bf6c75abde

681c7e7abce6

ინჟინერია

ლეონარდო და ვინჩის დიდი მიღწევები ჰქონდა სამხედრო ინჟინერიაში. იგი თვლიდა, რომ ომი “ცხოველური უგნურებაა”, თუმცა კი, სამხედრო მანქანების უამრავი ჩანახატი აქვს.

ასევე ლეონარდოს ეკუთვნის თანამდეროვე ტყვიამფრქვევის იდეა, თუმცა მისი ჩანახატი ფორმით განსხვავებულია.

ტანკის მოდელი, შექმნილი ლეონარდო დავინჩის ჩანახატის მიხედვით.

d85dcbf9afa1

ტყვიამფრქვევის ჩანახატი

f9f34cf444b2

მათემატიკა

ლეონარდო მათემატიკოსიც იყო. იგი წერდა ტრაქტატებს გეომეტრიაში, იკვლევდა წრის ფართობის გამოანგარიშების პრობლემას, მუშაობდა პითაგორას თეორემაზე და სხვ. ლეონარდო წარმატებით თანამშრომლობდა ფრანცისკანელ ბერთან, მათემატიკოსთან ლუკა პაჩოლისთან, რომელიც გახლდათ ღვთაებრივი პროპორციების ტრაქტატის ავტორი. ლუკა პაჩოლის ეს წიგნი ლეონარდოს ნახატებით იყო ილუსტრირებული.

bb91864849b9

მექანიკა

მექანიკისადმი ლეონარდოს ინტერესი ნათლად ჩანს მისი მრავალრიცხოვანი ჩანახატებიდან. როდესაც XIX საუკუნეში ისინი პირველად გამოქვეყნდა, მათ მართლაც დიდი სენსაცია მოახდინეს. ცხადი გახდა, რომ ლეონარდომ წინ გაუსწრო დროს და განჭვრიტა მომავლის მრავალი აღმოჩენა და სიახლე: ვერტმფრენი, თვითმფრინავი, ველოსიპედი და სხვ.

მართლაც უნიკალურია ლეონარდოს მფრინავი აპარატების იდეა. მისი ჩანახატებიდან ჩანს, თუ როგორ გულმოდგინედ სწავლობს იგი ჩიტის ფრენას, მისი Fრთის სტრუქტურას და როგორ იყენებს მას მფრინავი აპარატის კონსტრუირებისას.

cc9333509397

706ce57f4378

ლეონარდო – მოქანდაკე

მილანში ყოფნისას ლუდოვიკო მორომ ლეონარდოს მათი გვარის დამაარსებლის, ჰერცოგ ფრანჩესკო სფორცას ცხენოსანი ქანდაკება შეუკვეთა, რომელიც ქალაქის მთავარ მოედანზე უნდა დადგმულიყო. ლეონარდომ ამ მონუმენტზე ათი წელი იმუშავა და დიდი მოსამზადებელი სამუშაო ჩაატარა: შექმნა უამრავი ჩანახატი, ასევე, მონუმენტის გადასაადგილებელი მოწყობილიობა; თავის მეგობარ მათემატიკოს ლუკა პოჩილისთან ერთად გამოიგონა ფორმის მოცულობის გამოთვლის ახალი მეთოდი, რომლის საშუალებით გამოიანგარიშა, რა რაოდენობის ბრინჯაო დასჭირდებოდა მონუმენტის ჩამოსხმას. საბოლოოდ მან შექმნა მოდელი, რომელიც თავდაპირველად სასახლის მთავარ მოედანზე დაიდგა. 1499 წელს ფრანგების შემოსევისას ქანდაკებას ჭურვი მოხვდა და მთლიანად განადგურდა.

საინტერესო ფაქტები

როგორც ჩანს, ლეონარდოს არცერთი ავტოპორტრეტი არ დაუტოვებია. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ცნობილი ავტოპორტრეტი ( რომელიც მთავარ სურათად მაქვს გამოყენებული) მხოლოდ და მხოლოდ ეტიუდია ერთ-ერთი მოწაფის თავისა “საიდუმლო სერობიდან”.

ერთხელ, ლეონარდოს მასწავლებელს ანდრეა ვეროკიუს შეუკვეთეს ნახატი “იესოს წამება”. მან ლეონარდოს ორი ანგელოზიდან ერთ-ერთის დახატვა დაავალა. ეს იმდროისთვის ჩვეული მოვლენა იყო. მხატვარი ტილოს თავის მოწაფეებთან ერთად ქმნიდა. როდესაც მასწავლებელმა და მოწაფემ ორი ანგელოზის დახატვა დაასრულეს, აშკარად ჩანდა, რომ ლეონარდოს მიერ დახატული ანგელოზი ბევრად ჯობდა მასწავლებლისას. გამწარებლმა ვეროკიუმ ფუნჯი დააგდო და აღარასდროს მიკარებია მას.

და ვინჩი საოცრად უკრავდა ქნარზე. მილანის სასამართლოში, ლეონარდოს საქმის განხილვის დროს, და ვინჩი წარმოდგენილი იყო სწორედ როგორც მუსიკოსი და არა როგორც მხატვარი ან გამომგონებელი.

და ვინჩიმ პირველად ახსნა, თუ რატომაა ცა ლურჯი. ის წერს: ” ლურჯი ფერი წარმოიქმნება ჰაერის ნაწილების ერთობლიობით, რომელიც მოთავსებულია დედამიწასა და ზემოთ არსებულ სიშავეს შორის.

ლეონარდო თანაბრად ხმარობდა როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელს. ამბობენ, რომ მას შეეძლო ეწერა სხვადასხვა ტექსტი სხვადასხვა ხელით.

თავის დღიურებში და ვინჩი სარკის მეშვეობით მარჯვნიდან მარცხნივ წერდა. ბევრს მიაჩნია, რომ ამ გზით და ვინჩი თავისი გამოგონებების გასაიდუმლოენას ცდილობდა. სხვა ვერსიით, სარკის კალიგრაფია და ვინჩის ინდივიდუალურობას უსვამდა ხაზს. ( არსებობს მოსაზრებები, თითქოს მას ასე უფრო უადვილდებოდა წერა, ვიდრე ჩვეულებრივი გზით).

იტალიელმა მეცნიერები ამტკიცებენ, რომ აღმოაჩინეს ლეონარდოს ადრეული წლების ავტოპორტრეტი. აღმოცენა ეკუთვნის იტალიელ ჟურნალისტს პიერო ანჯელის.

83dfe8a91013

წყაროები: რუსული ვიკიპედია

IX კლასის ხელოვნების წიგნი

მსგავსი ამბები

Back to top button