საკითხავისასარგებლოსაქართველო

სკანდალური ამბავი

ერთი ჩემი ძველი ნაცნობი ჟურნალისტია. სხვათა შორის დღესაც საკმაოდ ხშირად გამოდის ტელევიზიით მაგრამ შეგნებულად არ დავასახელებ მის ვინაობას. არცთუ ისე დიდი ხნის უკან ერთი ამბავი მიამბო. მე მეგონა იგონებდა მაგრამ მერე მივხვდი მართალს ამბობდა. სხვათა შორის ვითომ ხუმრობით მითხრა, ეს ჩვენს შორის დარჩესო. მე ეს ამბავი არც მახსოვდა, დღეს შემთხვევით ამომიტივტივდა ერთ-ერთი საინფორმაციო გადაცემის ყურების დროს. თუ რატომ გამახსენდა გადაცემის ყურების დროს ამას შემდეგ გიამბობთ. მანამდე მინდა გაგაცნოთ ჩემი მეგობრის მონათხრობი.

რამდენიმე წლის უკან (არ ვასახელებ სპეციალურად წელს), როცა თბილისში და არა მხოლოდ დედაქალაქში საკმაოდ არეული პოლიტიკური სიტუაცია იყო. სკანდალური საზოგადოებრივი მოვლენები ერთმანეთს ფარავდნენ. ყურადღება ერთი მოვლენიდან მეორეზე ისე უცებ გადადიოდა რომ ხალხი მომხდარის გააზრებას ვერ ასწრებდა. ამ ქაოსში თავი იჩინა ოჯახმა, რომელზეც მთელი საქართველო ლაპარაკობდა.  მოვლენა იმით იყო გამორჩეული რომ ის აშუქებდა მკვლელობას. თუმცა მინდა აქვე გითხრათ, ეს მკვლელობა დღემდე არ არის გახსნილი. მოკლული იყო ცნობილი ბიზნესმენი, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში იპოვეს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ, ერთადერთი მოწმე, რომელიც ამ ამბავს ფარდას ახდიდა საკუთარ მანქანაში იპოვეს მოკლული. ის და გარდაცვლილი ბიზნესმენი მკვლელობის წინა წუთებში ერთად იყვნენ. მეორე გარდაცვლილმა გამომძიებლებს აფიქრებინა, რომ საქმე ჰქონდათ მკვლელობის სერიასთან. ამ ამბავზე საქართველო ლაპარაკობდა, მაგრამ სხვა მოვლენებმა მალევე დაავიწყა საზოგადოებას. ჩემმა მეგობარმა ისაუბრა მოკლულებს შორის ურთიერთობაზე, მათ საქმიანობაზე და ოჯახზე. ლაპარაკში ახსენა საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ფარულად, დაკვეთით, ამ საქმეს იძიებდა. თითქოს საქმე გახსნილი იყო, მაგრამ მოულოდნელად ყველა მასალა გაქრა. არავინ, თვით საგამოძიენო ჯგუფის წევრებმაც არ იცოდნენ რა მოხდა სინამდვილეში. მოგვიანებით ძიება შეწყდა და აღარავის ახსოვდა საქმის არსებობა. მოულოდნელად ჩემი მეგობარი უცხო ქვეყნიდან იღებს ანონიმურ გზავნილს, სადაც მითითებულია საქმის მასალები. გამოძიება განახლდა მაგრამ ჩიხში შევიდა. არ არსებობდა რეალური დამნაშავე. ამ ამბიდან დიდი ხნის შემდეგ, ჩნდება კერძო დეტექტივი, რომელსაც რამდენიმე ცნობილი გამოძიება აქვს ჩატარებული და სვამს საკითხებს. მისმა ჯგუფმა დაადგინა მკვლელობის მოტივი, მოკლულის უცნობი საქმეები და მიაგნო მკვლელს. როგორც გაირკვა ეს იყო, ასევე ცნობილი ბიზნეს-პიროვნება, რომელსაც ვერაფერი დაუმტკიცეს საკმარისი დამამტკიცებელი საბუთების არქონის გამო და გაათავისუფლეს. ამ ამბიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ გამომძიებელი გულის შეტევით გარდაიცვალა(?). საქმე დახურულად გამოცხადდა!

ამ ამბავში არაფერია საოცარი, რომ არა ერთი გარემოება. როგორც საქმის მასალაში გამომძიებელს ჰქონდა მითითებული, მკვლელი და მოკლული ბიზნესმენი ერთსა და იმავე დღეს იყვნენ დაბადებული და ორივეს ერთნაირი დნმ აღმოაჩნდათ, ანუ გენეტიკური, ნათესაური კავშირი.

ამის დაწერა იმიტომ მომინდა, რომ დღეს ერთ-ერთ არაქართულ საინფორმაციო გადაცემაში სწორედ ასეთი სიტუაცია გააშუქეს. არ ვასახელებ სახელებს და გვარებს. მხოლოდ სიტუაცია გადმოვეცი. მინდოდა თქვენიდან დაინტერესება გამომეწვია და კიდევ, მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ ამბავზე, საქმე რატომ შევიდა ჩიხში და თუ გაგრძელდება როგორ განვითარდება მოვლენები.

 

წყარო: ჩემი მეგობრის მონათხრობი

 

 

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close