არქივი

სკანდინავიური მითოლოგია – იოტუნები

233af1c189d9

იოტუნები (Jötun) – სკანდინავიურ მითოლოგიაში გიგანტები გრიმტურსენების (იმირის შვილები) ოჯახიდან. იოტუნები ცხოვრობდნენ იოტუნჰეიმში, გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ძალით და სიდიდით და იყვნენ ასთა მოწინააღმდეგები და ხალხის მტრები. იოტუნების მეორე სახელია : გრიმტურსენები. ისინი განასახიერებდნენ სტიქიურ ძალებს. მათი ნაწილი ცხოვრობდა ქვის მთებში, ითვლებოდა რომ გრიმტურსენებს ქვის თავი და გული აქვთ. იოტუნების გარდა, ლეგენდებში მოხსენიებულნი არიან სხვა ტურსები(გიგანტები)

გიგანტ-იოტუნთა სია:

იმირი – პირველი გიგანტი

39dc6e754e1b
იმირი

ანგრბოდა – გიგანტი ქალი, რომელმაც ლოკისგან სამი ურჩხული დაბადა : იორმუნგანდი – ზღვის დიდი გველი,
ფენრირი – მგელი-გიგანტი და ცისფერ-თეთრი სიკვდილი – ჰელი.

233af1c189d9
ანგრბოდა

ბაუგი – გილინიგის შვილი, გუტუნის უმცროსი ძმა. ბაუგი ოდინს დაეხმარა “პოეტური თაფლის” მოპოვებაში.
ბილეისტი – ლოკის ძმა.
ბილინგი – რინდის მამა.

f8547f8c7b10
რინდი

ვაფტრუნდირი – გიგანტი, რომელმაც ოდინს სიბრძნეში შეეჯიბრა.
გერდი – ფრეირის ცოლი.
4d548d4c0be3
ფრეირი

გილინგი – გიგანტი, რომელიც მოკლული იქნა “პოეტური თაფლის” გამო ფიალიარის და გალიარის მიერ.
ჰიმირი – გიგანტი, რომელიც თორთან ერთად გაემგზავრა გველ იორმუნგანდის “დასაჭერად”.
1196ba4798bc
თორი

გიროკინი – გიგანტი ქალი, რომელმაც ასებს დაეხმარა ბალდრის გასასვენებელი გემის ზღვაზე გაშვებაში.

ბალდრი (ბალდერი ( Balder)), სინათლისა და გაზაფხულის ღმერთისკანდინავიურ მითოლოგიაში. ოდინისა და ფრიგის ძე. მისი სიკვდილი ღმერთების (ასების) და მთელი სამყაროს დაღუპვას მოასწავებდა, ამიტომ დედა – ფრიგი ყველაფრისაგან იცავდა, მხოლოდ ფითრი გამორჩა მხედველობიდან. ამით ისარგებლა ასების მტერმა ლოკმა, ფითრის რტოსგან ხელშუბი გააკეთა, წყვდიადის ბრმა ღმერთს ჰედრს გადასცა და ასპარეზობის დროს ისე მიმართა მისი ხელი, რომ ჰედრმა ბალდრი განგმირა. მითური გადმოცემით, ბალდრი მკვდრეთით აღდგება ხოლმე განახლებულ სამყაროსთან ერთად
d0f5a3c5d22b
ბალდრა

გრიდი – ქალი-გიგანტი. მან ოდინს ვაჟი, ვიდარი , გაუჩინა. ეხმარებოდა თორს.
b682dfac4348
გრიდი

483bdb433b5c
ვიდარი
ლოკი – იოტუნი ცეცხლის ღვთაება. იგი მოუხმობს რაგნაროკს და სამყაროს დასასრულს.

3b44605ebb1f
ლოკი

მანი – მთვარის ღმერთი – ვარსკვლავების მმართველი.
მიმირი – იგდრასილის ფესვებთან არსებული სიბრძნის წყაროსბრმა დარაჯი.

38c07510d021
მიმირი

მოდგუდი – ქალი-გიგანტი, ჰელის მოსამსახურე.
მოკურკალფი – გრუნგნირუს დასახმარებლად გიგანტების მიერ თიხისგან შექმნილი მთაკაცი. იგი თორის დამხმარემ, ტიალფიმ, მოკლა.

მუნდილფორი – მანის და სოლის მამა. სიამაყის გამო დაისაჯა ასების მიერ.

ნარფი – ნოჩის(Nótt) მამა.
912dd162214b
ნოჩი

რანი – ეგირის ცოლი. მეუღლეს ჩაძირული ხალხის გვამების შეგროვებაში ეხმარება.
69b4644c53bb
რანი

15abb82e3f92
ეგირი

რინდი – ვალის დედა.
სკიმირი – გოლიათი, რომელიც თორს შეხვდა უტგარში მოგზაურობის დროს.
სნიორი – გიგანტი. თოვლის მოსვლის მახარობელი.
სოლი(სული, სუნა) – მზე, თვე მანის და.
ტოკი – ქალი-გიგანტი. ლოკმა ტოკის გარეგნობა მიიღო, რათა არ დაეშვა ბალდარის მკვდართა სამეფოდან დაბრუნება.

ტრიმი – ტრიმმა თორის ურო მოიპარა.
ფარბაუტი – ლოკის მამა.
ფაილიარი – გიგანტი, რომელიც რაგნაროკის დასაწყისს გამოაცხადებს.
ჰელი – გარდაცვლილთა სამეფოს ქალღმერთი, ლოკის შვილი.

428931c8d651
ჰელი

ხროდი – ჰიმირის მეუღლე.

27e67a0bdf34
ჰიმირი

ხრესვლეგრი(Hraesvelgr) – ქარის მბრძანებელი.
ეგირი(Agir) – ზღვის გიგანტი, ზღვათა მფლობელი, ასების მეგობარი.
ელი – ქალი-გიგანტი. თორს აიძულა მუხლის მოდრეკა მათი შერკინების დროს.
იარნსაკსა – თორის საყვარელი. თორის ვაჟის, მაგნის, დედა.

8e1d003309ce
იარნასკა

94d967f61806
მაგნი

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button