არქივი

ჰიპოპოტამის ძვლებისგან დამზადებული კბილები

651a28e0cb03
დღესდღეობით კბილის დაპლომბვა ან ამოღებული კბილის შეცვლა არანაირ პრობლემას წარმოადგენს, რასაც ვერ ვიტყვით გასულ საუკუნეებზე.

ამოღებული კბილების პრობლემის მოგვარების საკითხი დეტალურად პირველად იქნა განხილული 1728 წელს ცნობილი ფრანგი ექიმის, ,,თანამედროვე სტომატოლოგიის მამად” წოდებული პიერ ფოჩარდის (Pierre Fauchard)

მიერ მის წიგნში ,,ქირურგი სტომატოლოგი” (,,The Surgeon Dentist”).
თუმცა ადრეულ კულტურებში ოქროს კბილი გამოიყენებოდა ამოღებული კბილის ჩასანაცვლებლად, XVIII ს.-ში სტომატოლოგები ზოგჯერ მას სპილოს ძვლით ან ჰიპოპოტამის ძვლითაც კი ცვლიდნენ. მაგრამ ყველაზე იოლი ხერხი მაინც გარდაცვლილ ადამიანთა კბილების გამოყენება იყო, რაც უხვად მოიპოვებოდა ომიანობის პერიოდში.

დალაქები სტომატოლოგობასაც ითავსებდნენ
d92bc3993437
შუა საუკუნეებიდან XVIII ს.-მდე ადგილობრივი დალაქის მოვალეობაში ასევე შედიოდა სტომატოლოგობა, სისხლის გამოშვება, მცირედი ოპერაციები და ამოვარდნილი ძვლების ჩასმა.

დალაქის ზოლიანი წითელი ჯოხის (რომელსაც დღესდღეობითაც შევხვდებით სადალაქოების გარეთ) ისტორია იმ დროიდან მოდის, როდესაც პაციენტები მას მტკივნეული ოპერაციების დროს სიმწრისგან ებღაუჭებოდნენ. წითელი ზოლები გასისხლიანებულ ბინტის სახვევებს განასახიერებს.

ცნობილია ერთი შემთხვევა, როდესაც იმავე XVIII ს.-ში ერთმა დალაქმა პაციენტის კბილს მოაბა კეტგუტი (წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაწლავებისგან დამზადებული ძაფი, რომელიც ქირურგიაში შინაგანი ორგანოების გასაკერად გამოიყენება), მისი მეორე ბოლო ტყვიაში სპეციალურად გაკეთებულ ნახვრეტში გაატარა, ტყვია რევოლვერში ჩადო და ჩახმახს გამოჰკრა…

როდიდან დაიწყეს კბილის პასტის გამოყენება
1554bd7850ed
უძველეს ეგვიპტეში ხალხი კბილების გასაწმენდად ხარის დამწვარი ჩლიქების დაფხვნილ ფერფლს ან კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილს იყენებდა. ჩვ.წ.აღ.-მდე I ს.-ში თვლიდნენ, რომ თაგვის, ბოცვერის და მგლის დამწვარი თავების ფერფლი სასარგებლო იყო ღრძილებისთვის (ბეწვზე ვართ გადარჩენილები :)))). წელიწადში სამჯერ კუს სისხლით კბილების გაწმენდა წარმოადგენდა პროფილაქტიკურ ზომას კბილის ტკივილის წინააღმდეგ.ასევე იყენებდნენ თეთრ ღვინოს პირში სავლებად.

წერილობით წყაროებში კბილის პასტის ყველაზე ადრეული მოხსენიება, რამდენადაც ცნობილია, მოხდა 1780 წელს, ხოლო 1873 წელს ბაზარზე გამოვიდა კომპანია ,,ქოლგეითი და კომპანიის” (,,Colgate & Company”) პროდუქტი – პირველი კბილის პასტა, რომელიც ქილებით იყიდებოდა. 1896 წლიდან კი დაიწყო ტუბებში მოთავსებული კბილის პასტის ,,Colgate Ribbon Dental Cream”-ის გამოშვება.

მსგავსი ამბები

Back to top button