არქივი

ცნობილი მეცნიერები…

90a1a62d7ba5
პითაგორა

:) მეტი იხილეთ გაგრძელებაში……. 

პითაგორას ბიუსტი კაპიტოლიუმის მუზეუმში, რომი. პითაგორა (ძვ.-ბერძნ. Πυθαγόρας ὁ Σάμιος) (*~ძვ. წ. 580 – 500) იყო იონიელი (ბერძენი) მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, მისტიური რელიგიური და სამეცნიერო საზოგადოების სახ. “პითაგორელები” დამფუძნებელი, ყველაზე უკეთ ცნობილია “პითაგორას თეორემით”, რომელიც მის სახელს ატარებს. ცნობილს, როგორც “რიცხვთა მამა”, პითაგორას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ფილოსოფიურსა და რელიგიურ სწავლებაში ძვ.წ. მე-6 საუკუნეში. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ლეგენდებისა და გაურკვევლობის ბურუსითაა მოცული და ამგვარად რთულია დარწმუნებით მასზე ზუსტი ინფორმაციის მოყვანა. პითაგორასა და მის მოწაფეებს სწამდათ, რომ ყველაფერი დაკავშირებულია მათემატიკასთან და ასევე თვლიდნენ, რომ ყველაფრის წინასწარ განჭვრეტა შესაძლებელია ციკლთა რითმულობის გასაზღვრით. ბიოგრაფია პითაგორა დაიბადა სამოსში. მისი დაბადების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია. მამამისი მნესარხი მოხსენიებულია, როგორც სამოსში მცხოვრები, მაგრამ ბევრი ვერსია მიუთითებს, რომ პითაგორა დაიბადა ფინიკიაში ან სიდონში. ითვლება, რომ მნესარხი არის ფინიკიელი, რომელმაც მიიღო სამოსის მოქალაქეობა, ან პირიქით – ბერძენ ვაჭრად, რომელიც ცოლ პიფაიდასთან ერთად გადავიდა ფინიკიაში, სადაც გახდა მამა. სახელი მან მიიღო მის შემდეგ, რაც დელფიის წინასწარმეტყველმა პიფიამ იწინასწარმეტყველა მისი დაბადება (პითაგორა პირდაპირი თარგმანით ნიშნავს “ის ვიზეც იწინასწარმეტყველა პიფიამ”) ასევე არსებობს ნაკლებად ცნობილი პითაგორას დაბადების სამი ვერსია: ის არის ტირელი (ანუ ეტრუსკი) ან ქალაქ ფლიუნტა და მეტაპონტას მაცხოვრებელი. ასევე არსებობდა ძველი მწერლების ვერსია, რომლებიც ამბობდნენ, რომ პიტაგორა იყო ღმერთ აპოლონის შვილი. ყველა ეს ვერსია ჩვენამდე მოვიდა მწერლებიდან, რომლებიც ცხოვრობდენენ პითაგორას სიკვდილიდან 600-700 წლის შემდეგ. მიუხედავათ იმისა, რომ მწერლების უმეტესობა ეყრდნობა უფრო ძველ მწერლების ვერსიებს, პითაგორას თანამედროვეებზე ინფორმაცია არ არის.

55f29d7ba591
ვილჰელმ რენტგენი

ვილჰელმ კონრად რენტგენი (Wilhelm Conrad Röntgen; 27 მარტი, 1845 – 10 თებერვალი, 1923) — გერმანელი ფიზიკოსი, მოღვაწეობდა ბიურცბურგის უნივერსიტეტში. 1895 წელს აღმოაჩინა იქს-სხივები (რენტგენის გამოსხივება), იკვლევდა მათ თავისებურებებს, რისთვისაც 1901 წელს ნობელის პრემია დაიმსახურა ფიზიკის დარგში. ასევე იკვლევდა კრისტალების პიეზო- და პიროელექტრულ თვისებებს, მაგნეტიზმს.

590dafd01dbe
მაქს პლანკი

მაქს კარლ ერნსტ ლუდვიგ პლანკი (Max Karl Ernst Ludwig Planck; დ. 23 აპრილი, 1858 – გ. 4 ოქტომბერი, 1947) — გერმანელი ფიზიკოსი. საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც კვანტური თეორიის დამფუძნებელი და, ამგვარად, როგორც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიზიკოსი.

f77fce03a0c9
ალფრედ ნობელი

ალფრედ ბერნჰარდ ნობელი (დ. 21 ოქტომბერი, 1833, სტოკჰოლმი, შვედეთი ― გ. 10 დეკემბერი, 1896, სანრემო, იტალია), ნობელის პრემიის დამფუძნებელი, შვედი ქიმიკოსი, ინჟინერი, ნოვატორი, იარაღის დამმზადებელი და დინამიტის შემქმნელი. იგი იყო ბოფორსის მეპატრონე, შეიარაღების მთავარი მწარმოებელი, რომელიც მან გარდაქმნა რკინის გადამამუშავებელი ქარხნიდან. მან ბოლო სურვილის მეშვეობით გამოიყენა საკუთარი მდგომარეობა, რათა დაენიშნა ნობელის პრემია. სინთეზური ელემენტი მის საპატივცემულად იქნა წოდებული ნობელიუმად.

ნობელმა გამოიგონა დინამიტი.

ნობელი, მეჩვიდმეტე საუკუნის მეცნიერის ოლოს რადბეკის (1603—1708) შთამომავალი, იყო იმანუელ ნობელის (1801—1872) მესამე ვაჟი, დაბადებული სტოკჰოლმში 1833 წლის 21 ოქტომბერს. 1842 წელს იგი ოჯახთან ერთად სანქტ-პეტერბურგში გადავიდა, სადაც მამამისმა (თანამედროვე ფანრის გამომგონებელმა) დაიწყო „ტორპედოს“ სამუშაოები. 1859 წელს ეს სამუშაო გადაბარებულ იქნა მეორე ვაჟიშვილზე ლადვიგ ნობელზე (1831—1888), რომელმაც იგი საკმაოდ გააფართოვა. ამერიკაში ოჯახთან და მამასთან ერთად გაკოტრების შემდეგ დაბრუნებისას, ალფრედი მუშაობს ასაფეთქებელ ნივთიერებებზე. რამდენიმე აფეთქება გაზეთშიც იქნა გამოქვეყნებული, რომელიც იუწყებოდა ნობელების მფლობელობაში მყოფ ქარხანაში მომხდარ აფეთქებებზე. ერთ-ერთი აფეთქებისას 1864 წელს დაიღუპა ალფრედის უმცროსი ძმა ემილი და რამდენიმე მუშა.

1901 წლიდან მოყოლებული არის ნობელის პრემია, რომელიც ყველა ქვეყნის და რასის წარმომადგენელ მამაკაცებსა და ქალბატონებს აძლევდა საშუალებას ყოფილიყვნენ დაფასებულნი თავიანთი მიღწევებით. ნობელის პრემიებია ფიზიკაში, ქიმიაში, მედიცინასა და ლიტერატურაში, და ასევე მშვიდობიან საქმიანობაში.

არ არის ნობელის პრემია დანიშნული მათემატიკის დარგში. ლეგენდის მიხედვით, ნობელმა მათემატიკის დარგში პრიზი იმიტომ არ დააწესა, რომ ქალმა, რომელსაც იგი ეტრფოდა, მას მათემატიკოსი ამჯობინა. არ არსებობს ამ ამბის ისტორიული დამდასტურებელი ცნობა, მაგრამ მიიჩნევენ, რომ მისი ოპონენტი იყო ცნობილი მათემატიკოსი მაგნუს გუსტაფ მიტაგ-ლეფლერი.

ნობელი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული.

6d59229c55fe
იოჰანეს კეპლერი

იოჰანეს კეპლერი (Johannes Kepler; დ. 27 დეკემბერი, 1571, ვაილ–დერ–შტადტი – გ. 15 ნოემბერი, 1630, რეგენსბურგი) – გერმანელი ასტრონომი და მათემატიკოსი, თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ერთ–ერთი ფუძემდებელი, XVII საუკუნის ასტრონომიული რევოლუციის ერთ – ერთი საკვანძო ფიგურა. კეპლერის კანონებზე დაყრდნობით ისააკ ნიუტონმა მსოფლიო მიზიდულობის თეორია შექმნა.

8580cb04031d
ნიკოლოზ კოპერნიკი

ნიკოლოზ კოპერნიკი (დ. 19 თებერვალი, 1473 — გ. 24 მაისი, 1543) — ცნობილი პოლონელი ასტრონომი. განუზომლად დიდია მისი ღვაწლი სამყაროს შესწავლის საქმეში.

მაშინდელი ეკლესია ამტკიცებდა, რომ სამყაროს ცენტრი დედამიწაა და მის გარშემოა განლაგებული მზე და ვარსკვლავებიო. კოპერნიკმა, ხანგძლივი კვლევა-ძიების შედეგად დაამტკიცა, რომ ჩვენი ხილული სამყაროსა და პლანეტების ცენტრი მზეა. დედამიწაც, როგორც საერთო პლანეტა, ბრუნავს მზის გარშემო. ამ აღმოჩენით საფუძველი ჩაეყარა ჰელიოცენტრისტულ სისტემას (ბერძნ. ‘ήλιος „ჰელიოს“ ნიშნავს მზეს, ლათ. centrum „ცენტრუმ“ — ცენტრს).

კოპერნიკი ვერ მოესწრო თავისი წიგნის გამოცემას, ხოლო როცა მისი ნაშრომი დაიბეჭდა, კათოლიკურმა ეკლესიამ, ის აკრძალულ წიგნთა სიაში შეიტანა.
(დ. 19 თებერვალი, 1473 — გ. 24 მაისი, 1543) — ცნობილი პოლონელი ასტრონომი. განუზომლად დიდია მისი ღვაწლი სამყაროს შესწავლის საქმეში.

მაშინდელი ეკლესია ამტკიცებდა, რომ სამყაროს ცენტრი დედამიწაა და მის გარშემოა განლაგებული მზე და ვარსკვლავებიო. კოპერნიკმა, ხანგძლივი კვლევა-ძიების შედეგად დაამტკიცა, რომ ჩვენი ხილული სამყაროსა და პლანეტების ცენტრი მზეა. დედამიწაც, როგორც საერთო პლანეტა, ბრუნავს მზის გარშემო. ამ აღმოჩენით საფუძველი ჩაეყარა ჰელიოცენტრისტულ სისტემას (ბერძნ. ‘ήλιος „ჰელიოს“ ნიშნავს მზეს, ლათ. centrum „ცენტრუმ“ — ცენტრს).

კოპერნიკი ვერ მოესწრო თავისი წიგნის გამოცემას, ხოლო როცა მისი ნაშრომი დაიბეჭდა, კათოლიკურმა ეკლესიამ, ის აკრძალულ წიგნთა სიაში შეიტანა.

9251f434cbec
ისააკ ნიუტონი

სერ ისააკ ნიუტონი (* 4 იანვარი, 1643, სულსთორპი, გრემთემის მახლობლად ― † 31 მარტი, 1727, კენსინგტონი) — ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, ალქიმიკოსი და ფილოსოფოსი; კავშირშია მეცნიერულ რევოლუციასა და ჰელიოცენტრიზმის განვითარებასთან. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, გავლენიანი მეცნიერი ისტორიაში.

მის მეცნიერულ მიღწევათა შორის მთავარია ნაშრომი “ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები”, სადაც ის მსოფლიო მიზიდულობას აღწერს. ხოლო ნაშრომებში გადაადგილების კანონთა შესახებ მან დასაბამი მისცა მეცნიერებას კლასიკური მექანიკის შესახებ. გოტფრიდ ლაიბნიცთან ერთად მას ეკუთვნის წვლილი ინტეგრალური და დიფერენციალური აღრიცხვის განვითარებაშიც. ნიუტონი პირველი იყო ვინც ჩამოაყალიბა დედამიწისა და პლანეტების მოძრაობის მმართველ ძალთა შესახებ ბუნების კანონთა მთელი წყება და მასვე ეკუთვნის კეპლერის კანონების მათემატიკური ანალიზი, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ ციური სხეულები მოძრაობენ ორბიტებზე, რომლებიც წარმოადგენენ ყველა სახის კონუსურ კვეთებს (როგორიცაა ელიფსი, ჰიპერბოლა, პარაბოლა).

ნიუტონმა აღმოაჩინა, რომ ფერთა სპექტრი წარმოჩენილი თეთრი სინათლის სხივის პრიზმაში გავლისას თვით თეთრ სინათლეს ეკუთვნის და პრიზმის დანამატი არაა (როგორც როჯერ ბეკონი ამტკიცებდა მე-13 საუკუნეში), და ასევე ამტკიცებდა, რომ სინათლე ნაწილაკებისგან შედგება. ნიუტონმა ასევე განავითარა თბოგამტარობის კანონი, დაამტკიცა ბინომიალური თეორემა, ასევე აღმოაჩინა იმპულსის და იმპულსის მომენტის მუდმივობის კანონები.

ნიუტონს მათემატიკის გენიად მიიჩნევენ. ჟოზეფ ლუი ლაგრანჟის თქმით: “ნიუტონი უდიდესი გენიოსია, რომელიც კი ოდესმე გაჩენილა ამქვეყნად და ასევე ყველაზე იღბლიანი, ვინაიდან სამყაროს სისტემის დადგენა მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი“.

681bfcc738d6
ედმუნდ ჰალეი

ჰალეი, ჰელი ედმუნდ (* 29 ოქტომბერი, 1656, ჰეიგერზტაუნი, ლონდონის ახლოს ― † 14 იანვარი, 1742, გრინვიჩი), ინგლისელი ასტრონომი და გეოფიზიკოსი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1678-იდან).

განათლება მიიღო ოქსფორდის უნივერსიტეტში, 1703 წლიდან იყო მათემათიკის პროფესორი იქვე, 1720-იდან – გრინვიჩის ობსერვატორიის დირექტორი. შეადგინა სამხრეთის ცის ვარსკვლავთა (341) პირველი ტელესკოპური კატალოგი (1676-1678), დაამტკიცა კომეტის პერიოდულობა (1682); აღმოაჩინა ვარსკვლავთა საკუთარი მოძრაობა (1718), მთვარის მოძრაობის საშუალო აჩქარება და უთანასწორობები იუპიტერისა და სატურნის მოძრაობაში. დააკვირდა მზის დისკოზე ვენერას გავლას. აღმოაჩინა მზის პარალაქსი|პარალაქსის განსაზღვრის მეთოდი (1679), მერკურის მოძრაობაზე დაკვირვებით (1677) კი თვითონ განსაზღვრა მანძილი მზემდე და მერკურამდე. 1698-1700 ექსპედიციის შედეგად შეადგინა პირველი გეომაგნიტური რუკა (1701). პირველმა გამოსცა საკუთარი სახსრებით ი. ნიუტონის “ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები”. არაბულიდან თარგმნა და 1710 გამოსცა აპოლონიოს პერგელის მათემატიკური შრომები

მსგავსი ამბები

Back to top button