საკითხავისასარგებლოსაქართველო

სექსი: მანიაკები თუ სურვილით შეპყრობილი ხალხი?

დიდი ხანია ეს კითხვა მაწუხებს, დიდი ხანია ვაკვირდები ქუჩაში მოსეირნე ხალხს, მახინჯები, ლამაზები, მხიარულები, დატანჯულები და ათას გრძნობას დაინახავ ამ სიბინძურეში, მე კი ყველაზე ნათლად ის დავინახე რომ ხალხში ან სექსის ნაკლებობაა ან ყველა მანიაკია, აგიხსნით რატომაც..

საკმარისია ქუჩაში გამომწვევად ჩაცმულმა გოგომ გაიაროს და ხალხი ლამის აივნიდან გადმოხტეს, ყველა თვალი იმ გოგოსკენ იწევს, რისგან არის ეს გამოწვეული? ეს ჩვეულებრივი მოვლენაა,გოგო რომ გაივლის უნდა შეაფასო, ბევრი კი თავიანთ ოცნებებში სექსს ამყარებს.. ბევრისგან გამიგია “ქალის და კაცის მეგობრობა არ არსებობს”, სიმართლეა თუ ტყუილი? ამაზე ტვინის ჭყლეტვას არ ვაპირებ, თქვენთვის დამითმია ამ კითხვაზე პასუხი.. მე სულ სხვა კითხვა მაწუხებს.. სექსუალური მოთხოვნილება კაცების მსგავსად ქალებსაც აქვთ მაგრამ არ მეგონა თუ ამ დონემდე მივიდოდა ეს ყველაფერი.. ფორუმებზე შეამჩნევდით განყოფილებას რომელსაც “აბანო” ეწოდება, აქ კი ვირტუალური ბორდელია, ყველა თავის ორგაზმზე წერს და მასტურბირების ყოველი წამი დეტალურად აქვთ აღწერილი, თითქოს ვინმეს აინტერესებს ვის რამდენ ხნიანი ორგაზმი აქვს, ვინ ვისთან ოცნებობს რომ ჰქონდეს სექსი..

უმეტესობა ალბათ შეამჩნევდით რომ ჩვენ მობილურ ოპერატორებს აქვთ ჩატი, ეს კი იმისთვის შეიქმნა რომ ხალხი გაერთოს (სექსით არა), აქაც ვირტუალური ბორდელია ოღონდ სხვა სახის, დარეგისტრირდება ვინმე ბიჭი გოგოს სახელით და მოგწერს “1 ლარი ჩამირიცხე და შენთან ვირტუალური სექსი მექნება” რა არის ვირტუალური სექსი? არაფერი, შენ წარმოდგენაში მომხდარი 2 წამიანი გაელვება.. ვირტუალური ბორდელით რომ ისარგებლო მთავარია გქონდეს 1-2 ლარი და კარგი წარმოდგენის უნარი..

რაც შეეხება პორნო საიტებს, საქართველო ალბათ ევროპაში პირველია ამ სახის საიტების რაოდენობით, ბევრს გეცოდინებათ რომ სინგაპურში პორნო მასალის გავრცელება სიკვდილით ისჯება, აქ კი მშრალ ხიდზე რომ გახვიდეთ პედოფილურ ვიდეოებსაც კი შეხვდებით.. აქ პორნოგრაფია ერთერთი წარმატებული ბიზნესია, საკმარისია საიტზე ატვირთო ნებისმიერი მასალა და მიაწერო “ეს არის ქართული პრონო” 1 დღეში მინიმუმ 3000 გადმოწერა ექნება მასალას.. წეღან ვირტუალური სამყარო ვახსენე, ეხლა კი მინდა გავაგრძელო.. ბევრჯერ მინახავს ფორუმებზე დადებული ეროტიკული მასალა და მას კომენტარები მოყვა “უჰ როგორ გავერთობოდი ამ გოგოსთან”,”რა მაგარი ნაშაა” და ა.შ არავინ დაწერს იმას რომ ეს ფორუმია, აქ ბავშვები შემოდიან და ნუ დებთ ესეთი მასალის პოსტს, პირიქით.. ინტერნეტ სივრცე გატენილია იმ მასალით თუ რა სარგებლობა მოაქვს სექსს, სარგებლობა ყველაფერს მოაქვს, მორფსაც კი აქვს სარგებლობა, ვინც გარკვეულია ეცოდინება რომ მორფი ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა, მორფსაც კი აქვს სარგებლობა და რა გასაკვირია სექსს რომ ჰქონდეს? ეხლა სხვანაირად შევხედოთ ამას, მორფის გადაჭარბებული დოზა სასარგებლოა? რათქმაუნდა არა, ასევე არც სექსის გადაჭარბება შეიძლება, იმაში ახალი არაფერია რომ სექსი სასარგებლოა, ამ მასალას კი უფრო სხვა დათვირთვა აქვს ვიდრე ჩვენ ჯანმრთელობაზე ზრუნვა..

დროა რეალურ ცხოვრებაზე გადავიდეთ, რამოდენიმე თვის წინ ჩემ გვერდზე დავწერე ასეთი რამ: “ღმერთი ყველაფერს ხედავს, მეზობელი უფრო მეტს”, ეს ასეც არის, საკმარისია რომელიმე გოგომ ქალიშვილობა დაკარგოს და მთელმა კორპუსმა და უბანმა იცის რომ ეს გოგო მრუშია, მოდით ეხლა მრუშობა და უბრალოდ სექსი განვასხვავოთ, მრუშობა არის როცა სექსს მოვალეობად გაიხდი, როცა ამას ფული გამო აკეთებ, სექსი კი უბრალოდ მოთხოვნილებაა, როცა გეტირება უნდა იტირო, თუ არ იტირე ის დარდი გადაგივლის მაგრამ უფრო რთულად, ესეა სექსიც.. მიკვირს ეს ხალხი ამდენს როგორ ახერხებს, სხვაზე ცუდს ამბობს თითონ უარესს აკეთებს, ნეტა როგორ ახერხებენ სხვის ვაგინაზე ამდენი ინფორმაციის მოპოვებას? ყველას განსჯას როგორ ახერხებენ და საკუთარი თავისას ვერა?..

კიდევ ერთი მომენტი რომელიც ძალიან შემაწუხებელია, ყველაფერი კავშირდება რელიგიასთან, აი ერთ მაგალითს მოვიყვან; ამასწინათ დავწერე პოსტი პატრიოტიზმზე, მიმიწვა რომელიღაც პატიორტულმა ორგანიზაციამ და როცა გაიგეს რომ მე აგნოსტიკი ვარ უარი მითხრეს.. ესე აკავშირებენ სექსს და რელიგიასაც, ვფიქრობ და ვერ გავრკვეულვარ რა შუაშია ეს ყველაფერი ერთმანეთთან? თუ სექსი გქონია და ქალიშვილობა ქმართან არ დაკარგე შენ ქრისტიანი არ ყოფილხარ, შენ ვიღაც სატანისტი ან ი”აღ”ოველი ხარ (სწორი ფორმა იეჰოვას მოწმე არის), ღმერთის სიტყვა კი ავიწყდებათ “არ განსაჯო და არ განისჯები”, თურმე ვინც ქალიშვილობას 50 წლამდე ინახავს ის არის ქრისტიანი და ვისაც უბრალოდ სურვილი აქვს ის არაა, რა შუაშია ამასთან სარწმუნოება არ მესმის, ეს მარტო ქართველებში არ არის, ეს მუსულმანებთანაც ასეა და ყოვლად უაზროდ მიმაჩნია.. ღმერთმა სხვისი ვაგინის სადარაჯოდ არ გაგაჩინა, მეც ქრისტიანი ვარ მაგრამ შეხედულებით აგნოსტიკი, სასწავლო წელს კი გამიჩნდა ერთი კითხვა: “რისთვის არსებობ? რისთვის შეგქმნა ღმერთმა?” კითხვა უპასუხოდ არის დღემდე, ეს კითხვა კი ბევრს ვკითხე ყველასგან პასუხი ერთი იყო: იმისთვის რომ ღმერთის სახელი ვადიდო.. რამდენი ჩვენგანი აკეთებს ამას? გატენილია ფარისევლებით სამყარო, აღდგომის ღამეს ყველა ეკლესიაში იკრიბება, არა იმიტომ ეს სურვილია, იმიტომ რომ ეს მოვალეობა ჰგონიათ, ღმერთი კი არაფერს გავალებს.. ბევრი ლოცვას არ კითხულობს, სამაგიეროდ მთელი დღე ფეისბუქშია, მას რომ რამე უთხრა აგრესიით გამოიწევს შენკენ რაც ასევე მიუღებელია ნამდვილი ქრისტიანისთვის, მოკლედ თემიდან გადავუხვიე და დავუბრუნდები თემას.. სექსი და სიყვარული ერთია? მე არ მიმაჩნია რომ ეს ერთია, სექსი სულ სხვა რამე და სიყვარული სულ სხვა რამე, იმას რასაც სიყვარულისთვის გააკეთებ სექსისთვის ვერ ან არ გააკეთებ, სექსი სიყვარულის გამოვლინებაც არაა, ეს უბრალოდ შენი მამოძრავებელი ძალაა, კაცი სიყვარულს იყენებს სექსისთვის, ქალი კი სექსს – სიყვარულისთვის, ქალების უმრავლესობას გონია რომ თუ კაცთან სექსი ექნება ის კაცი შეიყვარებს და კაცებს გონიათ რომ თუ ქალს შეიყვარებს მასთან სექსი ექნება, სამწუხაროდ ორივეს პირიქით მოსდით, ქალი ინტერესს კარგავს კაცისადმი როცა კაცი შეიყვარებს და კაცი ინტერესს კარგავს ქალისადმი როცა ქალთან სექსი ექნება.. ვიცი ბევრი დამეთანხმება და ბევრიც არ დამეთანხმება მაგრამ ეს ჩემი აზრია, ბევრი იკითხავს, რა არის ამ პოსტის მიზანი? ამ პოსტის მიზანი ის არის რომ ხალხს ცოტა თვალები აეხილოს, მიხვდნენ რომ სხვისი განსჯის უფლება არავის აქვს და თუ ვინმემ ქალიშვილობა დაკარგა, მას ღმერთი მოკითხავს..

Luka Japaridze | Create Your Badge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close