კორპორაცია AMD
Advanced Micro Devices Inc. ანუ AMD მსოფლიოში ნომერი მეორე პროცესორების მწარმოებელი, ნომერი მესამე ვიდეოდაფების მიმწოდებელი (ATI-ს შესყიდვის შემდეგ) და კომპანია Spansion (Flash მეხსიერების მწარმოებელი)-ის 21% აქციების მფლობელი.
კომპანიის შტაბბინა კალიფორნიაში
Advanced Micro Devices 1969 წლის 1 მაისს დააარსეს Fairchild Semiconductor-ის ყოფილმა თანამშრომლებმა. თავდაპირველად კომპანია ლოგიკურ ჩიპებს აწარმოებდა. 1975 წელს კი ოპერატიული მეხსიერებების ბაზარზე შეაბიჯა. ამავე წელს AMD-ში შექმნეს Intel 8080 მიკროპროცესორის “ორეული”. როგორც ჩანს კომპანიას პროცესორის “კლონირება” ყველაზე მეტად მოეწონა, ამიტომ მალევე წარმოადგინა თავისი საკუთარი, AMD 29K პროცესორი. სურათზე სწორედ მას ხედავთ, ოღონდ უკვე 1987 წელს გამოსულს…
ამავე პერიოდში კომპანია უშვებდა AMD7910 და AMD7911 “World Chip” FSK მოდემებს, 1982 წელს დადებული კონტრაქტის მიხედვით კი AMD-ს უფლება ჰქონდა Intel-ის პროცესორები ეწარმოებინა და აწარმოებდა კიდეც Intel 8086 და 8088 პროცესორებს IBM-ის კომპიუტერებისთვის. აი აქედან დაიწყო AMD-ს მაიმუნობა…1991 წელს მან “გადაშუშა” Intel-ის პროცესორი, ამჯერად უკვე i386 და AM386 უწოდა.
წელიწადზე ნაკლებ დროში მილიონზე მეტი AM386 გაიყიდა. AMD-ს შემდეგი პროცესორიც – Am486 ასევე Intel-ის i486-ის ორეული იყო. ყველაფერი მარტივია – “კლონი” პროცესორები ორიგინალთან შედარებით იაფი ღირდა , Intel-ს კი ზემოხსენებული კონტრაქტის გამო არ შეეძლო AMD-სთვის ხელი შეეშალა. მან სასამართლოში სარჩელი შეიტანა და 1992 წელს AMD გაამართლეს (!). რის შემდეგაც დაიწყო მეორე სასამათლო პროცესი, რომელიც მხოლოდ 1994 წელს დასრულდა. AMD-ს კონტრაქტი შეუჩერეს, მაგრამ მას უკვე საკმაო გამოცდილება ჰქონდა პროცესპრების წარმოებაში და სრულიად დამოუკიდებელი პროდუქტიც მალევე წარმოადგინა…
K5, K6 და Athlon
AMD-ს პირველი ნამდვილად თავისი პროცესორი, რომელიც სერიაში გავიდა, იყო K5. “K” აღნიშნავდა “Kryptonite”-ს (სუპერმენიდან გახსოვთ ალბათ რაცაა ). იდეის მიხედვით ამ “კრიპტონიტს” უნდა დაეუძლურებინა “სუპერმენი” Intel-ი… ის 1996 წელს გამოვიდა და გარეგნულად ასე გამოიყურებოდა
ეს კი მისი ბირთვის სქემაა
ეს პროცესორი 500 ან 350nm ტექნოლოგიით მზადდებოდა, 4.3 მილიონი ტრანზისტორისგან შედგებოდა და 16KB კეში ჰქონდა, რაც Pentium-ზე 2-ჯერ მეტი იყო. სამწუხაროდ დაბალმა სიხშირემ (75-100MHz, ბოლო სერიებში – 133MHz) თავისი გავლენა იქონია პროცესორის გაყიდვადობაზე, ამასთანავე Intel-მა თავის პროცესორებში დანერგა MMX ტექნოლოგია და AMD იძულებული გახდა K5-ის გაუმჯობესებული ვერსია – K6 გამოეშვა. ეს 1997 წელს მოხდა.
350nm ტექნოლოგიაზე აგებულ პროცესორს ჰქონდა 8.8 მილიონი ტრანზისტორი, 32KB კეში, 66MHz FSB და 200, 233, 266 ან 300MHz სიხშირე. იგი ადვილად უწევდა კონკურენციას Pentium II-ს.
1999 წლის 23 ივნისს AMD-მ წარმოადგინა კიდევ ერთი პროცესორი – K7. ჩვენ მას Athlon-ის სახელით ვიცნობთ.
Athlon-ის არქიტექტურა
ამ სერიის პირველი პროცესორი გახლდათ Athlon Classic. მას კარტრიჯის სახე ჰქონდა (იხ. სურ.) და სპეციალურ სლოტში იდგმებოდა, რომელიც Intel-ის “Slot 1”-ის იდენტური იყო.
Pentium II-ის მსგავსად Athlon Classic-საც 512KB მეორე დონის კეში ჰქონდა. ის 22 მილიონ ტრანზისტორს შეიცავდა, ტაქტური სიხშირეები კი 500-დან 1000MHz-მდე მერყეობდა. ეს იყო პირველი პროცესორი, რომლის სიხშირე 1000MHz-ს შეადგენდა.
Athlon-ის მეორე პროცესორია Thunderbird (T-Bird). ეს პროცესორიც კარტრიჯიანი გახლდათ, ჰქონდა 256KB მეორე დონის კეში, MMX და 3DNow! ტექნოლოგიების მხარდაჭერა, სიხშირეები 600-დან 1400MHz-მდე მერყეობდა და იოლად ჯაბნიდა PIII და ადრეულ P4-ებსაც კი. სურათებზე თქვენ ხედავთ პროცესორს და კარტრიჯს პროცესორის გარეშე
2001 წელს Intel-მა გამოუშვა 1.7GHz სიხშირის მქონე Pentium 4. AMD-ს T-Bird-ს კი არ შეეძლო 1.4GHz-ზე მეტის განვითარება, ამიტომ ამავე წლის შემოდგომაზე გამოვიდა Athlon XP (Xtreme Performance) 1333–1733MHz (1500+ to 2100+) ტაქტური სიხშირით და 256KB მეორე დონის კეშით.
მას 2003 წელს მოჰყვა Barton და Thorton პროცესორები 130nm ტექნოლოგიით და მაქს. 2200MHz ტაქტური სიხშირით.
ამავე წელს AMD-მ მოახდინა K8 პროცესორის, ანუ Athlon 64-ის პრეზენტაცია. გამოდიოდა ერთბირთვიანი (Athlon 64) და ორბირთვიანი (Athlon 64 X2) პროცესორები. მათზე ბევრის მოყოლა მეზარება, მაგრამ თუ თქვენი მოთხოვნა იქნება ჩავამატებ კიდევ ინფორმაციას…ისე კი ქვედა გრაფაზე მოცემულია K8 პროცესორის არქიტექტურა
Athlon 64-ს მოყვა Opteron-ი, რომლის ბაზაზეც 2007 წლის 10 სექტემბერს გამოუშვეს AMD-ს პირველი ოთხბირთვიანი პროცესორი.
შემდეგი ნაბიჯი უკვე 65-45nm-იანი Phenom გახლდათ (K10)
ქვემოთ თქვენ ხედავთ პროცესორისთვის სახელების მინიჭების სქემას.
Phenom-ს მოყვა Phenom II, რომელსაც 2-ის მაგიერ 6MB L2 კეში აქვს.
Bulldozer – აი ასე ჰქვია AMD-ს მომავალი თაობის ერთ-ერთ პროცესორის სერიას. მას უნდა ჰქონდეს დაახლოებით 100W TDP, 32nm ტექნოლოგია და 8 ბირთვი. გამოსვლის თარიღად 2011 წელი სახელდება.
Bobcat – ეს კი მეორე “მომავალი” პროცესორია, რომელსაც სულ რაღაც 10W TDP უნდა ჰქონდეს. ეს იქნება ძალიან გამარტივებული x86 პროცესორი, რომელიც ალბათ Portable ტექნიკაში დაიდებს ბინას . გამოსვლის თარიღი ამ პროცესორისთვისაც 2011 წელია.
წყარო: overclockers.ge
ავტორი: მიშა