ახალი ამბებისაქართველო

თბილისის დინამოს 90-იანი წლები

1990 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის ფეხბურთის მმართველი ორგანოს შემადგენლობიდან გამოდის. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქართული კლუბები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობაზე უარს ამბობდნენ. აქედან იწყება თბილისის ”დინამოს” უახლესი ისტორია, რომელიც მიუხედავად მოკლე პერიოდისა, საოცრად ბევრ, ხშირ შემთხვევაში კი არცთუ სასიამოვნო მოვლენას იტევს. 

საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა პირველი შეხვედრა ჩემპიონატში 1990 წლის 30 მარტს ჩაატარა ფოთის კოლხეთი 1913-თან. ყველასათვის მოულოდნელად, თბილისელები 0:1 დამარცხდნენ – ერთადერთი გოლი დინამოს კაპიტანმა გელა კეტაშვილმა საკუთარ კარში გაიტანა. მიუხედავად მარცხიანი სტარტისა, დინამომ დაამტკიცა, რომ მეტოქეებზე ძლიერი იყო და საბოლოოდ მოიგო კიდეც ჩემპიონატი. გუნდმა ტიტული მომდევნო ცხრა პირველობაშიც შეინარჩუნა, მერე კი პოზიციების დათმობა მოუწია.

1992 წელს თბილისის დინამო პირველად ეუფლება საქართველოს თასს – ფინალში თბილისელები სოხუმის ცხუმს ამარცხებენ.

1993 წელს თბილისის დინამომ პირველად შეასრულა დუბლი – ჩემპიონატიც მოიგო და თასიც. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, დინამოელთათვის ის წელი სხვა მოვლენის გამოც იყო აღსანიშნავი – გუნდი დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ევროტურნირებზე პირველად გავიდა.

1993 წლის 18 აგვისტოს, საღამოს 20 საათზე დაიწყო მატჩი, რომლითაც ქართული საკლუბო ფეხბურთი დიდი ევროპული ოჯახის წევრი გახდა. ბელფასტის ლინფილდი ”დინამომ” 2:1 დაამარცხა – შოთა არველაძისა და გელა ინალიშვილის გოლებმა მთელი საქართველო გაახარა. საპასუხო შეხვედრა ბელფასტში 1:1 დასრულდა, დინამოც დანიურ კოპენჰაგენთან მატჩისთვის ემზადებოდა.

უეფამ საქართველოს ჩემპიონი მსაჯთა მოსყიდვის მცდელობისათვის გათამაშებიდან მოხსნა, ცოტა ხნის შემდეგ კი ორწლიანი დისკვალიფიკაციაც მიუსაჯა. მოგვიანებით ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ სასჯელი შეამცირა, თუმცა ამით გულშემატკივართა გატეხილი გული ნამდვილად არ გამთელებულა.

გუნდი ჩემპიონის ტიტულს ერთიმეორის მიყოლებით იგებდა, თასსაც კარგა ხანი არავის უთმობდა, ევროტურნირებზე კი წარმატებას ვერ ახწევდა.

1996 წელს თბილისის დინამომ, რომელსაც დავით ყიფიანი თავკაცობდა, ევროტურნირებზე ერთბაშად სამი ეტაპი დაძლია – ლუქსემბურგის გრევენმახერის (4:0, 2:2), ნორვეგიული მიოლდეს (2:1, 0:0) და მოსკოვის ტორპედოს (1:0, 1:1) დამარცხების შემდეგ, დინამოელები პორტუგალიურ ბოავიშტასთან მარცხდებიან (1:0, 0:5).

იმავე 1996 წელს თბილისელებმა სუპერთასის პირველი გათამაშებაც მოიგეს. მოვგიანებით, ძლიერ ფეხბურთელთა უცხოეთში უწყვეტმა გადინებამ თავისი უარყოფითი შედეგი მოიტანა – დინამოს სულ უფრო უჭირდა ლიდერის პოზიციის შენარჩუნება, საბოლოოდ კი, 2000 წელს ჩემპიონის ტიტულიც დათმო.

 

დღეს, როგორც მოგეხსენებათ არის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში საბერძნეთის აეკის წინააღმდეგ. მინდა ყველას მოგიწოდოთ, ვინც გულშემატკივრობთ დინამოს, რომ მობრძანდეთ სტადიონზე და ჩვენ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი საყვარელი გუნდის წარმატებაში!

ვინც სტადიონზე მოდის, გთხოვთ ჩაიცვათ ნებისმიერი სახის ლურჯი ან თეთრი მაისური!


დღეს თამაშობს ზესტაფონიც ბელგიის ბრიუგესთან და წარამტებას ვუსურვებ ზესტაფონელებს!

თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close