მისტიკასაკითხავიუცნაური

დაწყევლილი სოფელი

გამარჯობა ჩემი საყვარელო უცნაურელებო. უფ როგორ მომენატრეთ :) აი მეც დასვენებული(სულიერად,ფიზიკურად) დაგიბრუნდით :) მინდა მორიგი საინტერეო პოსტი შემოგთავაზოთ

მაშ ასე,

ეს ლეგენდაა პატარა კორნოულურ სოფელზე,დადლითაუნზეა,რომელმაც ღმერთის მიერ დავიწყებული ადგილის რეპუტაცია მოიპოვა.

დადლითაუნი მთიან ადგილას იყო განლაგებული.ის ყოველთვის მთების ჩრდილში იყო მოქცეული,დღისითაც და ღამითაც.მისი პირველი მოსახლე, შეიძლება ითქვას მამა-დამაარსებელი თომას გრიფისი იყო,რომელიც იმ ადგილებში 1747 წელს ჩავიდა.

სოფელის მოსახლეობა არც ისე სწრაფად იზრდებოდა,მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ფერმერ გრიფის მეზობლები გაუჩნდნენ,ორი მათგანი დადლი იყო.გადმოცემით,ძმები იყვნენ.იმის გამო,რომ დადლების რაოდენობა,ყველა სხვა იქ მყოფი ადამიანების რაოდენობას აღემატებოდა,სოფელსაც მათი სახელი შეარქვეს.

სულიერი ფასეულობების ცენტრი ეკლესია იყო,რომელიც განლაგებული იყო კორნოულის დაბლობზე.როდესაც სიკვდილი ესტუმრებოდა დადლითაუნის რომელიმე მცხოვრებს,მას არ მარხავდნენ,სანამ ურემით არ გაიყვანდნენ კორნოულის სასაფლაოზე.ეს არა მარტო ეკლესიის არარსებობის გამო ხდებოდა,არამედ იმიტომ,რომ დადლითაუნში სასაფლაო არ იმყოფებოდა.

სოფელში კი საკმაოდ ხშირად კვდებოდნენ…თან,შეიძლება ითქვას,სიკვდილი იმდენად სააზარელი იყო,რომ დადლითაუნის მცხოვრებლები შოკში იყვნენ.

1792 წელს გერშემ ჰოლისტერს საშინელება შეემთხვა.ის მეგობარს ეხმარებოდა მშენებლობაში,ამ დროს გადმოვარდა საკმაოდ დიდი სიმაღლიდან და დაიღუპა.უბედური შემთხვევის მიზეზი შეიძლება ზედმეტი ალკოჰოლი ან უბრალოდ დამპალი ფიცრები ყოფილიყო.ან…

მეორე,არანაკლებ საინტერესო შემთხვევა მერი ჩინის გარდახდა.ის დაიბადა დადლითაუნში და ძალადობრივი სიკვდილით გარდაიცვალა.შეიძლება,თვითმკვლელობაში მთავარი როლი მისი ქმრის წაგებამ არჩევნებში ითამაშა.მან ასე სცადა ყველა პრობლემის მოგვარება.

ეს სიკვდილი 1813 წელში გვაბრუნებს.უნდა აღვნიშნოთ,რომ ყოველ 7 წელიწადში ერთხელ მსგავსი სიკვდილით იღუპებოდა სოფლის მოსახლე.ძალიან ხშირია,რადგანაც მოსახლე ისედაც ცოტა იყო.

ლეგენდის თანახმად,კარტერის ოჯახიც დაზარალდა დადლითაუნის წყევლით.ოჯახის მთავარი,ნათანიელ კარტერი არ გაჩერდა ამ სოფელში.მან დატოვა ახლობლები და სამუშაოდ გაემგზავრა.ამ დროს მისს ოჯახს თავს დაესხნენ ინდიელები და მოკლეს მისი ცოლი და პატარა ბავშვი.დანარჩენი ბავშვები კანადაში წაიყვანეს.საბედნიეროდ,ისინი გადარჩნენ.მაგრამ ცხოვრება სხვადასხვანაირად მოექცა მათ და სხვადასხვა ადგილებში გადაისროლა.

მაცხოვრებლების უმეტესობამ დატოვა ეს ადგილი,სანამ დაბერდებოდნენ.იქ ცხოვრების მსურველებიც აღარ გამოჩენილან.მაგრამ,გამონაკლისიც არსებობს.მაგალითად, ერთი მცხოვრები, აბელ დადლი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.ამბობენ,რომ მან ამდენი წელი იმიტომ იცხოვრა,რომ 60 წლის ასაკში დადლითაუნი დატოვა.ამ სოფლის სხვა მცხოვრები,ვილიამ ტანერი,იმ ადგილას გარდაიცვალა,სადაც გერშომ ჰოლესტერს შეემთხვა უბედურება.104 წლის ასაკში,როდესაც უკვე სრულ ჭკუაზე არ იყო,დატოვა დადლითაუნი.არაა გასაკვირი,რომ ამ საშინელ ადგილას ცხოვრების შემდეგ,ჭკუიდან გადავიდა.

XX საუკუნის დასაწყისში არც ერთი ადამიანი პრეტენზიას არ აცხადებდა დადლითაუნში ცხოვრებაზე.

წყევლამ თავისი მაინც გააკეთა.ამ დაწყევლილი ადგილის არსებობაზე მხოლოდ მითი დარჩა.არის კიდევ რამოდენიმე ფაქტი.თუ შევხედავთ დადლითაუნის გეოგრაფიულ მდებარეობს,მივხვდებით,რომ ეს ადგილი შეცდომაა მისი არსებობის დასაწყისიდანვე.მცხოვრებლებმა ვერ მიიღეს კარგი მოსავალი,რადგანაც დადლითაუნი შემოფარგლული იყო მთებით და იმყოფებოდა 1500 ფუტზე ზღვის დონიდან.ყველაზე გამძლე ვაშლებიც კი ვერ უძლებდნენ გრძელ ზამთარს,ცივ გაზაფხულს და ზაფხულს.

ადამიანი,რომელიც ხვდება დადლითაუნში,ჰგონია რომ ეს ადგილი უზრუნველყოფილია წყლით,რადგანაც არის ორი მდინარე.მაგრამ,სინამდვილეში ის ღარიბია წყლის რესურსების მხრივ.

რამოდენიმე სახლი მაინც გაჩნდა დადლითაუნის მახლობლად.მორიგ მისტიურ შემთხვევებზე არანაირი ისტორია არ ყოფილა.თვით დადლითაუნის ტერიტორიაზე არავინ ცხოვრობს.დადლითაუნის წარსულზე აღარავინ ლაპარაკობს,ის მხოლოდ ნახევრად დანგრეულ სახლებს ახსოვთ…

სულ ეს იყო დღეისთვის :) ყველას დიდი მადლობა :)

BY ნაწკა

ნაწკა თარაშვილი | შექმენი შენი ემბლემა

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close